საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ: "ბოლოს, შეტყობინება მისწერა თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს..."
დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ: "ბოლოს, შეტყობინება მისწერა თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს..."

და­კარ­გულ კა­რი­კა­ტუ­რისტს ბე­სიკ დუ­ღაშ­ვილს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ. ის გუ­შინ დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. წას­ვლამ­დე დუ­ღაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­შიც მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს შენ­დო­ბას სთხოვს.

უკვე მე­ო­რე დღეა ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მას­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ისე კა­რი­კა­ტუ­რის­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი.

AMBEBI.GE ბე­სიკ დუ­ღაშ­ვი­ლის დას, ანა დუ­ღაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"ახლა მივ­დი­ვარ პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე. ინ­ტენ­სი­უ­რად ვე­ძებთ. ერ­თა­დერ­თი რაც გვაქვს ახლა ისაა, რომ მა­მა­ო­ე­ბი მო­ი­კი­თხა­ვენ სხვა­დას­ხვა მო­ნას­ტერ­ში, წი­ნამ­ძღვრებ­თან და­რე­კა­ვენ იმის გა­სარ­კვე­ვად, სად­მე ხომ არ არის. ეჭვი გვაქვს რომ მო­ნას­ტერ­შია, რად­გან კომ­პი­უ­ტერ­ში ძებ­ნის მო­ნა­ცე­მებ­ში ვნა­ხეთ, რომ მო­ნას­ტრე­ბი აქვს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი. გუ­შინ თბი­ლი­სის გა­რე­მოც­ვა­ში რაც კი მო­ნას­ტე­რი იყო, ყვე­ლა მო­ვი­ა­რეთ, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზეც ჩა­ვიდ­ნენ მისი მე­გობ­რე­ბი. მე­თევ­ზე­ე­ბი გა­მო­კი­თხეს, ვინ­მე ხომ არ შე­უმ­ჩნე­ვი­ათ, თუმ­ცა მათ არა­ფე­რი უნა­ხავთ. ბრმა­სა­ვით დავ­დი­ვართ, ზუს­ტად სად ვე­ძე­ბოთ არ ვი­ცით... მე­ზობ­ლე­ბის მო­ნა­ყო­ლი ვი­ცით, რომ ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხეს მი­მა­ვა­ლი, გავ­ყე­ვით გზას, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში ხომ არ და­ი­წყებ­და სი­ა­რულს?

ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს, მისი მო­ბი­ლუ­რი სახ­ლში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ შემ­თხვე­ვით... ბო­ლოს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­წე­რა მე, თა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს და შვი­ლებს... ძა­ლი­ან ცუდი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი იყო, რა­მაც აგ­ვა­ფო­რი­ა­ქა... იმე­დი მაქვს გა­მოჩ­ნდე­ბა, ღმერ­თი არ გაგ­ვწი­რავს...", - ამ­ბობს ანა დუ­ღაშ­ვი­ლი.

თუ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ ბე­სიკ დუ­ღაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, და­უ­კავ­შირ­დით ანა დუ­ღაშ­ვილს: 5 99 542 544

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ: "ბოლოს, შეტყობინება მისწერა თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს..."

დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ: "ბოლოს, შეტყობინება მისწერა თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს..."

დაკარგულ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.

უკვე მეორე დღეა ძებნის ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან როგორც სამართალდამცველები, ისე კარიკატურისტის ოჯახის წევრები და მეგობრები.

AMBEBI.GE ბესიკ დუღაშვილის დას, ანა დუღაშვილს დაუკავშირდა:

"ახლა მივდივარ პოლიციაში დაკითხვაზე. ინტენსიურად ვეძებთ. ერთადერთი რაც გვაქვს ახლა ისაა, რომ მამაოები მოიკითხავენ სხვადასხვა მონასტერში, წინამძღვრებთან დარეკავენ იმის გასარკვევად, სადმე ხომ არ არის. ეჭვი გვაქვს რომ მონასტერშია, რადგან კომპიუტერში ძებნის მონაცემებში ვნახეთ, რომ მონასტრები აქვს დათვალიერებული. გუშინ თბილისის გარემოცვაში რაც კი მონასტერი იყო, ყველა მოვიარეთ, თბილისის ზღვაზე, მტკვრის სანაპიროზეც ჩავიდნენ მისი მეგობრები. მეთევზეები გამოკითხეს, ვინმე ხომ არ შეუმჩნევიათ, თუმცა მათ არაფერი უნახავთ. ბრმასავით დავდივართ, ზუსტად სად ვეძებოთ არ ვიცით... მეზობლების მონაყოლი ვიცით, რომ ქუჩაში დაინახეს მიმავალი, გავყევით გზას, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დაიწყებდა სიარულს?

ტელეფონიც არ აქვს, მისი მობილური სახლში აღმოვაჩინეთ შემთხვევით... ბოლოს, შეტყობინება მომწერა მე, თავის ყოფილ მეუღლეს და შვილებს... ძალიან ცუდი შინაარსის შეტყობინებები იყო, რამაც აგვაფორიაქა... იმედი მაქვს გამოჩნდება, ღმერთი არ გაგვწირავს...", - ამბობს ანა დუღაშვილი.

თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ბესიკ დუღაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ანა დუღაშვილს: 5 99 542 544

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი