პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა "მკვდარ ქალაქში" - რას ყვება ქართველი "სტალკერი", რომელმაც ჩერნობილი არალეგალურად მოინახულა
მოგზაურობა "მკვდარ ქალაქში" - რას ყვება ქართველი "სტალკერი", რომელმაც ჩერნობილი არალეგალურად მოინახულა

35 წლის წინ, 1986 წლის 26 აპ­რილს, უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ პრი­პი­ატ­ში სა­ში­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და. ქა­ლა­ქი­დან 3 კმ-ის და­შო­რე­ბით, ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე - АЭС-ის მე­ო­თხე ენერ­გობ­ლოკ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რე­აქ­ტო­რის 1200-ტო­ნი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვი ჰა­ერ­ში ავარ­და.

და­ი­წყო 200 ტონა ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის უკონ­ტრო­ლო ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია...

რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ღრუ­ბე­ლი ცაში აიჭ­რა და გავ­რცელ­და. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ა­კე­თა და პრობ­ლე­მის ლო­კა­ლუ­რად აღ­მო­ფხვრა სცა­და. ად­გილ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­უშ­ვეს და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა, ვერ­ტმფრე­ნე­ბი­დან ჩა­მოყ­რი­ლი ქვი­შით სცა­დეს.

28 ადა­მი­ან­მა რა­დი­ა­ცი­ის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მი­ი­ღო და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის იყ­ვნენ პი­ლო­ტე­ბიც. სა­ღა­მოს, ქა­ლაქ­ში გა­მოს­ხი­ვე­ბის დო­ზის სიმ­ძლავ­რე 600 000-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და და­საშ­ვებ ნორ­მას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია მხო­ლოდ მე­სა­მე დღეს და­ი­წყეს.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ადა­მი­ა­ნი იქნა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი. ქა­ლა­ქი დღემ­დე მი­ტო­ვე­ბუ­ლია. იქ მხო­ლოდ სა­ექ­სკურ­სიო ტუ­რე­ბი ტარ­დე­ბა.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ალექ­სან­დრე, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ალექს ჯე­ოს­ტალ­კი", პრო­ფე­სი­ით სის­ტე­მუ­რი ინ­ჟი­ნე­რია. ბავ­შვო­ბი­დან მოს­წონ­და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი. მას ბევ­რი ჰობი აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ურ­ბა­ნულ­მა ტუ­რიზ­მმა გა­ი­ტა­ცა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ალე­სან­დრემ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ჩერ­ნო­ბილ­ში იმოგ­ზა­უ­რა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი ნახა. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ქარ­თვე­ლი სტალ­კე­რე­ბი პრი­პი­ატ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ემ­გზავრნენ, გა­რეთ გა­მოს­ვლა მათ მხო­ლოდ ღა­მით უწევ­დათ, დღის მან­ძილ­ზე კი თავს მი­ტო­ვე­ბულ კორ­პუ­სებს აფა­რებ­დნენ.

- რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი "დი­გე­რო­ბით" ("ქა­ლა­ქუ­რი კვლე­ვე­ბის" ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა)?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში დავ­დი­ო­დი მი­ტო­ვე­ბულ ქარ­ხნებ­ში, გვი­რა­ბებ­სა და სარ­და­ფებ­ში. რა­ი­მე პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის ნახ­ვა მინ­დო­და, თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ მსგავ­სი რამ მხო­ლოდ გა­მო­გო­ნე­ბაა და ობი­ექ­ტებს სხვა კუ­თხით მი­ვუ­დე­ქი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და შე­ნო­ბე­ბის ის­ტო­რია და ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი. დი­გე­რი­დან სრულ­ფა­სო­ვა­ნი ურ­ბა­ნუ­ლი ტუ­რის­ტი დავ­დე­ქი. შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შევ­წყვი­ტე ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ა. შ. ბოლო ორი წე­ლია, რაც კვლავ გა­ვაგ­რძე­ლე ურ­ბა­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი გი­ნა­ხავს?

- საკ­მა­ოდ. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. ბირ­თვუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი, მარ­თვის პუნ­ქტე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქარ­ხნე­ბი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. სა­ზღვარ­გა­რეთ ბევ­რი ად­გი­ლი დიდი ხა­ნია მუ­ზე­უ­მე­ბად არის ქცე­უ­ლი, კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი მუ­ზე­უ­მის გა­კე­თე­ბა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ჩერ­ნო­ბილ­ში წას­ვლა? ვის­თან ერ­თად და რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე ეს იდეა?

- ჩერ­ნო­ბი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის ერთ-ერთი ოც­ნე­ბაა. ვუ­ყუ­რებ­დი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე არ­სე­ბობს ექ­სკურ­სი­ე­ბი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ძვი­რია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ "სტალ­კე­რებს" და­ვუ­მე­გობ­რდი. ისი­ნი საკ­მა­ოდ ხში­რად და­დი­ოდ­ნენ იქ და ბლო­გებ­საც წერ­დნენ, ამა­ში კი ფულს იღებ­დნენ. გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უბ­რა­ლოდ გა­მი­წი­ეს კომ­პა­ნია.

ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნას­თან უახ­ლო­ეს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­ვე­დით. წა­ვი­ღე სამ­ხედ­რო ფორ­მა და ფეხ­საც­მე­ლი, ფა­რა­ნი, ელე­მენ­ტე­ბი, სამი "ფო­ვერ ბან­კი" (დამ­ტე­ნი), ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი აბე­ბი, კო­ღო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სი­თხე და სხვა სა­ლაშ­ქრო ინ­ვენ­ტა­რი. წინა დღეს შე­ვი­ძი­ნე რა­დი­ა­ცი­ის სა­ზო­მი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩერ­ნო­ბილ­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად.

ვი­ყი­დეთ საკ­ვე­ბი, კონ­სერ­ვე­ბი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, ტკბი­ლე­უ­ლი, გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ჩურ­ჩხე­ლე­ბი, ღვი­ნო და პური. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ვე­ლო­დეთ ე.წ. "სტალ­კერ ტაქსს", რო­მელ­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნის სა­ზღვარ­თან. ჩა­ვიც­ვით სა­ლაშ­ქრო ტან­საც­მე­ლი, სამ­ხედ­რო ფორ­მე­ბი და და­ვი­ძა­რით. მკვდარ ქა­ლაქ პრი­პი­ა­ტამ­დე ორი დღე ვი­ა­რეთ, სულ 40 კი­ლო­მეტ­რი. გზად მი­ტო­ვე­ბულ სოფ­ლებ­ში ვჩერ­დე­ბო­დით საჭ­მე­ლად და და­სა­ძი­ნებ­ლად.

- რო­გო­რი იყო მო­ლო­დი­ნი და რო­გო­რი დაგ­ხვდათ რე­ა­ლო­ბა?

- რე­ა­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მშვე­ნი­ე­რი ამინ­დი იყო, გარ­შე­მო ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ფოთ­ლო­ვა­ნი ტყე და ბუ­რუ­სი­ა­ნი მინ­დვ­რე­ბი. ბედ­ნი­ე­რე­ბის და შიშ­ნა­რე­ვი გრძნო­ბა მქონ­და და ალ­ბათ სი­ა­მა­ყეც, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი სტალ­კე­რი ვი­ყა­ვი, ვინც ჩერ­ნო­ბილ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად, ექ­სკურ­სი­ის გა­რე­შე წა­ვი­და. გზა­ზე არც ერთი ცხო­ვე­ლი არ შეგ­ვხვედ­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სოფ­ლე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლია, საფ­ლა­ვე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გა­დაა შე­ნა­ხუ­ლი. შეგ­ვხვდა რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სი­აც.

ვმოძ­რა­ობ­დით ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში და ნე­ბის­მი­ერ ხმა­ურ­ზე ვჩერ­დე­ბო­დით. ად­რე­ნა­ლი­ნი იმ­დე­ნად გვქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი, რომ დაღ­ლი­ლო­ბაც არ გვიგ­რძვნია. ქა­ლაქ­ში ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი და კერ­ძო ექ­სკურ­სი­ე­ბია, ჩვენ­სა­ვით არა­ლე­გა­ლუ­რად შე­სუ­ლი სტალ­კე­რე­ბიც და­დი­ან. რა თქმა უნდა, პო­ლი­ცია და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ვაჭ­რე­ე­ბი და ა.შ.

- რო­მე­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი ნა­ხეთ? რამ­დე­ნად სა­რის­კო იყო პრი­პი­ატ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად წას­ვლა?

- გზა­ში ვნა­ხეთ რამ­დე­ნი­მე მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლი, სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო ბაზა "ვოლ­ხო­ვო", მისი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი და ბუნ­კე­რი. ქა­ლა­ქი პრი­პი­ა­ტის 16-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბი, კაფე, კი­ნო­თე­ატ­რი "პრო­მე­თე", კულ­ტუ­რის სახ­ლი "ენერ­გე­ტი­კი", ცნო­ბი­ლი ეშ­მა­კის ბორ­ბა­ლი და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კი, 126-ე სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც მი­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხან­ძარს აქ­რობ­დნენ.

სარ­დაფ­ში ჩას­ვლის­გან თავი შე­ვი­კა­ვეთ, ვი­ნა­ი­დან იქ სი­ცო­ცხლეს­თან არა­თავ­სე­ბა­დი რა­დი­ა­ცი­ის დონე იყო. ვნა­ხეთ სა­ნა­პი­რო, სტა­დი­ო­ნი, სას­ტუმ­რო "პო­ლე­სია". ერთი დღე და­ვუთ­მეთ ქარ­ხა­ნა "იუ­პი­ტე­რის" დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. ეს გახ­ლდათ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა, სა­დაც აწარ­მო­ებ­დნენ სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას და კოს­მო­სურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კორ­პუ­სი და სა­ამ­ქრო. რა­ტომ­ღაც უფრო დიდი მე­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, და­ახ­ლო­ე­ბით თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის­ხე­ლა. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას შეგ­ვხვდა პო­ლი­ცია და ორი ექ­სკურ­სია, თუმ­ცა მო­ვას­წა­რით და­მალ­ვა. უკა­ნა გზა­ზე წა­ვე­დით "ჩერ­ნო­ბილ 2"-ზე. ეს არის უზარ­მა­ზა­რი რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ცენ­ტრი. და­ხუ­რუ­ლი ქა­ლა­ქია, პრი­პი­ა­ტი­დან 15 კი­ლო­მეტრში.

მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, რა­დი­ო­ცენ­ტრი, ანძა "დუგა" და რა­დიო კომ­პლექ­სი "კრუ­გი". პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი დატ­ბო­რი­ლი იყო, ხოლო მე­ო­რე­ზე დაგ­ვხვდა გა­ძარ­ცუ­ლი კა­რა­დე­ბი, სა­დაც თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა ეწყო. გარ­შე­მო რგოლ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო 240 ან­ტე­ნა, თუმ­ცა მო­ი­პა­რეს და ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რეს.

სა­ღა­მოს წა­ვე­დით "დუგა"-ზე. ამ ორი ან­ტე­ნით საბ­ჭო­თა კავ­ში­რი უს­მენ­და და­სავ­ლეთს. თუმ­ცა, ამ პრო­ექ­ტმა ვერ გა­ა­მარ­თლა. ერთი ან­ძის სი­მაღ­ლე 150 მეტ­რი, ხოლო სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რია, მე­ო­რე ანძა 130 მეტ­რია სი­მაღ­ლე­ში და 500 მეტ­რამ­დეა სიგ­რძე­ში. გა­დავ­წყვი­ტეთ 150 მეტ­რი­ან ან­ძა­ზე ავ­სუ­ლი­ყა­ვით. ას­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მო­ვუნ­დი.

ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და სუნ­თქვა, თუმ­ცა, ან­ძის უმაღ­ლეს წერ­ტილ­ზე მზის ჩას­ვლის ხე­დებ­მა და ქარ­თულ­მა ღვი­ნომ მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე დაგ­ვა­ყე­ნა. დაშ­ვე­ბი­სას ჩან­თი­დან რა­დი­ა­ცი­ის სა­ზო­მი გად­მო­მი­ვარ­და და და­ნარ­ჩე­ნი გზა "ბრმად" ვი­ა­რეთ. თუმ­ცა, რო­გორც გა­მოც­დილ­მა სტალ­კე­რებ­მა გვი­თხრეს, სა­ში­ში დონე ჩვენს მარ­შრუტ­ზე არ ყო­ფი­ლა. უკა­ნა გზა 10 სა­ათ­ში გა­ვი­ა­რეთ, 30-35 კი­ლო­მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით, ფე­ხე­ბი სა­შინ­ლად მტკი­ო­და.

დავ­დი­ო­დით სიბ­ნე­ლე­ში და დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­დავკვე­თეთ ჩერ­ნო­ბი­ლის სა­ზღვა­რი. გა­ჩე­რე­ბამ­დე სა­შინ­ლად დაღ­ლი­ლებ­მა და ბედ­ნი­ე­რებ­მა მი­ვაღ­წი­ეთ. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით!

- რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა? ღა­მეს სად ათევ­დით?

- მოგ­ზა­უ­რო­ბას 7 დღე მო­ვუნ­დით. გვე­ძი­ნა სა­ძი­ლე ტომ­რებ­ში, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლებ­ში. პრი­პი­ატ­ში ბევ­რი ე.წ. სტალ­კე­რუ­ლი ბი­ნაა. მათ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ ასა­ჯა­რო­ვე­ბენ. არის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ბინა, სა­დაც არაა ჩამ­ტვრე­უ­ლი შუ­შე­ბი, დგას ავე­ჯი, იკე­ტე­ბა კარი და არ ჩა­დის წყა­ლი. ფან­ჯრებ­ზე აკ­რუ­ლია შავი ცე­ლო­ფა­ნი, რომ შუქი არ გა­ვი­დეს გა­რეთ და დაც­ვამ არ და­გი­ნა­ხოს.

საჭ­მელს ვამ­ზა­დებ­დით წა­მო­ღე­ბულ გა­ზ­ქუ­რა­ზე და წყალს ვავ­სებ­დით მი­ტო­ვე­ბუ­ლი წყალ­სა­ქა­ჩის სარ­დაფ­ში. შემ­დგომ ვფილტრავ­დით და რა­დი­ა­ცი­ა­ზე ვზო­მავ­დით. ბი­ნა­ში საკ­მა­ოდ მყუდ­რო გა­რე­მო იყო, რო­გორც სტალ­კე­რის თა­მაშ­ში. იყო ბიჭი, ვინც გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. სა­ხუ­რავ­ზე ქა­ლა­ქი­სა და ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ცის სა­ყუ­რებ­ლად ავ­დი­ო­დით. იქი­დან კარ­გად ჩან­და მე-4 აფეთ­ქე­ბუ­ლი რე­აქ­ტო­რი, სა­დაც იდგა ფი­ჭუ­რი კავ­ში­რის ანძა და იქე­დან ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით სამ­ყა­როს და ვპოს­ტავ­დით სუ­რა­თებს "ფე­ის­ბუქ­ზე". ბი­ნებ­ში რა­დი­ა­ცი­ის დონე იყო თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნი, თბი­ლის­ზე ნაკ­ლე­ბი.

- რა­დი­ა­ცი­ის არ გე­ში­ნო­დათ? უსაფრ­თხო­ე­ბის რა ზო­მებს მი­მარ­თავ­დი?

- დო­ზი­მეტ­რი იყო პირ­ვე­ლი, რაც შე­ვი­ძი­ნე გამ­გზავ­რე­ბი­სას. მეც­ვა სამ­ხედ­რო ფორ­მა. კანი და­ფა­რუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, არ ვჯდე­ბო­დი რა­დი­ა­ცი­ულ ზე­და­პირ­ზე, მე­კე­თა სქე­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ დღე ვცვლი­დი. მტვრი­ან ად­გი­ლებ­ში პირ­ბა­დე მე­კე­თა და კანს სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცით ვიწ­მენ­დდი. ვსვამ­დი იო­დის შემ­ცველ აბებს და რა­დი­ა­ცი­ულ ად­გი­ლებ­ში ვა­ტა­რებ­დი მი­ნი­მა­ლურ დროს, სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად მხო­ლოდ.

ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნას რომ გა­მოც­დე­ბი, კონ­ტე­ი­ნერს და­ი­ნა­ხავ, სა­დაც სტალ­კე­რე­ბი ყრი­ან ტან­საც­მელს, რომ­ლი­თაც იქ მოძ­რა­ობ­დნენ. რათა არ გა­ავ­რცე­ლონ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი ზო­ნის გარ­შე­მო. მეც ანა­ლო­გი­უ­რად მო­ვი­ქე­ცი და ტან­საც­მლის და ფეხ­საც­მლის გარ­და, დავ­ტო­ვე პა­რა­ლო­ნი და სა­ძი­ლე ტო­მა­რაც.

- ბევ­რი სტალ­კე­რი და­დის? ზო­გა­დად რა სი­ტუ­ა­ცი­აა?

- სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ოფი­ცი­ა­ლურ ექ­სკურ­სი­ა­ზე წე­ლი­წად­ში 30 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მი­დის იქ და ეს რი­ცხვი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით მა­ტუ­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბა სტალ­კე­რებს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩვენ 9 კაცი ვი­ყა­ვით და სულ 100-მდე სტალ­კე­რი შეგ­ხვდა. ყვე­ლა საკ­მა­ოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია ერ­თმა­ნე­თის მი­მართ.

- ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცია და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბა რო­დის და­გე­უფ­ლა? რო­მელ ობი­ექ­ტზე?

- პრი­პი­ატ­ში და სამ­ხედ­რო რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ან­ძის და­ნახ­ვი­სას გან­ვი­ცა­დე ემო­ცი­ე­ბის პიკი, რომ ავის­რუ­ლე ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა და ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი არა­ლე­გა­ლი ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი, რო­მელ­მაც ჩერ­ნო­ბილ­ში იმოგ­ზა­უ­რა!

თეა ინა­სა­რი­ძე; AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯ. ფ.
0

კარსანში თუ ყოფილხარ, რეაქტორზე?

nana
1

35წელი გავიდა და დღესაც არ იცის საქართველოს მოსახლეობამ რა ზიანი მოუტანა საქართველოს ჩერნობილმა,იქნებ გაგეხსნათ საიდუმლო მასალები,მაინტერესებს რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ ამ მასალებზე წვდომა გვქონდეს,პატიაშვილის კისერზეა ამ ინფორმაციია დამალვა,რამდენი ადამიანი გადარჩებოდა დროულად რომ ეკონტროლებინათ ჯანმრთელობა და ეს ფაქტი არ დამალულიყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მოგზაურობა "მკვდარ ქალაქში" - რას ყვება ქართველი "სტალკერი", რომელმაც ჩერნობილი არალეგალურად მოინახულა

მოგზაურობა "მკვდარ ქალაქში" - რას ყვება ქართველი "სტალკერი", რომელმაც ჩერნობილი არალეგალურად მოინახულა

35 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში საშინელი კატასტროფა მოხდა. ქალაქიდან 3 კმ-ის დაშორებით, ატომურ ელექტროსადგურზე - АЭС-ის მეოთხე ენერგობლოკში ძლიერი აფეთქება მოხდა. რეაქტორის 1200-ტონიანი სახურავი ჰაერში ავარდა.

დაიწყო 200 ტონა ბირთვული საწვავის უკონტროლო ჯაჭვური რეაქცია...

რადიაქტიული ღრუბელი ცაში აიჭრა და გავრცელდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მომხდარი ავარიის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გააკეთა და პრობლემის ლოკალურად აღმოფხვრა სცადა. ადგილზე სამხედროები გაუშვეს და ხანძრის ჩაქრობა, ვერტმფრენებიდან ჩამოყრილი ქვიშით სცადეს.

28 ადამიანმა რადიაციის სასიკვდილო დოზა მიიღო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ პილოტებიც. საღამოს, ქალაქში გამოსხივების დოზის სიმძლავრე 600 000-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ მესამე დღეს დაიწყეს.

დაბინძურებული ზონიდან დაახლოებით 200 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ქალაქი დღემდე მიტოვებულია. იქ მხოლოდ საექსკურსიო ტურები ტარდება.

ჩვენი რესპონდენტი, ალექსანდრე, ზედმეტსახელად "ალექს ჯეოსტალკი", პროფესიით სისტემური ინჟინერია. ბავშვობიდან მოსწონდა თავგადასავლები და საინტერესო ადგილები. მას ბევრი ჰობი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად, ურბანულმა ტურიზმმა გაიტაცა.

რამდენიმე წლის წინ ალესანდრემ რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩერნობილში იმოგზაურა და ძალიან საინტერესო ადგილები ნახა. გამომდინარე იქედან, რომ ქართველი სტალკერები პრიპიატში არალეგალურად გაემგზავრნენ, გარეთ გამოსვლა მათ მხოლოდ ღამით უწევდათ, დღის მანძილზე კი თავს მიტოვებულ კორპუსებს აფარებდნენ.

- როდის და რატომ დაინტერესდი "დიგერობით" ("ქალაქური კვლევების" ერთ-ერთი მიმართულება)?

- თავდაპირველად, სკოლის პერიოდში დავდიოდი მიტოვებულ ქარხნებში, გვირაბებსა და სარდაფებში. რაიმე პარანორმალური მოვლენის ნახვა მინდოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მსგავსი რამ მხოლოდ გამოგონებაა და ობიექტებს სხვა კუთხით მივუდექი. მაინტერესებდა შენობების ისტორია და ერთმანეთთან კავშირი. დიგერიდან სრულფასოვანი ურბანული ტურისტი დავდექი. შემდეგ, გარკვეული პერიოდით შევწყვიტე ეს საქმიანობა. სწავლა, სამსახური და ა. შ. ბოლო ორი წელია, რაც კვლავ გავაგრძელე ურბანული კვლევები და უამრავი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე.

- ბევრი საინტერესო ადგილი გინახავს?

- საკმაოდ. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ბირთვული თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მიტოვებული ქარხნები და საავადმყოფოები. საზღვარგარეთ ბევრი ადგილი დიდი ხანია მუზეუმებად არის ქცეული, კარგი იქნებოდა საქართველოში მსგავსი მუზეუმის გაკეთება.

- რატომ გადაწყვიტე ჩერნობილში წასვლა? ვისთან ერთად და როგორ განახორციელე ეს იდეა?

- ჩერნობილი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაა. ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმებს, მერე გავიგე, რომ თურმე არსებობს ექსკურსიები, მაგრამ საკმაოდ ძვირია. დროთა განმავლობაში უკრაინელ "სტალკერებს" დავუმეგობრდი. ისინი საკმაოდ ხშირად დადიოდნენ იქ და ბლოგებსაც წერდნენ, ამაში კი ფულს იღებდნენ. გამოჩდნენ ადამიანები, ვინც უბრალოდ გამიწიეს კომპანია.

ჩერნობილის ზონასთან უახლოეს დასახლებულ პუნქტში სამარშრუტო ტაქსით წავედით. წავიღე სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი, ფარანი, ელემენტები, სამი "ფოვერ ბანკი" (დამტენი), ტკივილგამაყუჩებელი აბები, კოღოების საწინააღმდეგო სითხე და სხვა სალაშქრო ინვენტარი. წინა დღეს შევიძინე რადიაციის საზომი მოწყობილობა. ის აუცილებელია ჩერნობილში გადასაადგილებლად.

ვიყიდეთ საკვები, კონსერვები, ბურღულეული, ტკბილეული, გვქონდა საქართველოდან წამოღებული ჩურჩხელები, ღვინო და პური. სამარშრუტო ტაქსიდან გამოსვლის შემდეგ დაველოდეთ ე.წ. "სტალკერ ტაქსს", რომელმაც მიგვიყვანა ჩერნობილის ზონის საზღვართან. ჩავიცვით სალაშქრო ტანსაცმელი, სამხედრო ფორმები და დავიძარით. მკვდარ ქალაქ პრიპიატამდე ორი დღე ვიარეთ, სულ 40 კილომეტრი. გზად მიტოვებულ სოფლებში ვჩერდებოდით საჭმელად და დასაძინებლად.

- როგორი იყო მოლოდინი და როგორი დაგხვდათ რეალობა?

- რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. მშვენიერი ამინდი იყო, გარშემო ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყე და ბურუსიანი მინდვრები. ბედნიერების და შიშნარევი გრძნობა მქონდა და ალბათ სიამაყეც, რადგან საქართველოდან პირველი სტალკერი ვიყავი, ვინც ჩერნობილში არალეგალურად, ექსკურსიის გარეშე წავიდა. გზაზე არც ერთი ცხოველი არ შეგვხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლები მიტოვებულია, საფლავები საკმაოდ კარგადაა შენახული. შეგვხვდა რამდენიმე ეკლესიაც.

ვმოძრაობდით ძირითადად ღამის საათებში და ნებისმიერ ხმაურზე ვჩერდებოდით. ადრენალინი იმდენად გვქონდა მომატებული, რომ დაღლილობაც არ გვიგრძვნია. ქალაქში ბევრი ოფიციალური და კერძო ექსკურსიებია, ჩვენსავით არალეგალურად შესული სტალკერებიც დადიან. რა თქმა უნდა, პოლიცია და დაცვის თანამშრომლები, მოვაჭრეები და ა.შ.

- რომელი ლოკაციები ნახეთ? რამდენად სარისკო იყო პრიპიატში არალეგალურად წასვლა?

- გზაში ვნახეთ რამდენიმე მიტოვებული სოფელი, საიდუმლო სამხედრო ბაზა "ვოლხოვო", მისი სამხედრო ნაწილი და ბუნკერი. ქალაქი პრიპიატის 16-სართულიანი კორპუსები, კაფე, კინოთეატრი "პრომეთე", კულტურის სახლი "ენერგეტიკი", ცნობილი ეშმაკის ბორბალი და ატრაქციონების პარკი, 126-ე საავადმყოფო, სადაც მიიყვანეს პირველი მეხანძრეები, რომლებიც ხანძარს აქრობდნენ.

სარდაფში ჩასვლისგან თავი შევიკავეთ, ვინაიდან იქ სიცოცხლესთან არათავსებადი რადიაციის დონე იყო. ვნახეთ სანაპირო, სტადიონი, სასტუმრო "პოლესია". ერთი დღე დავუთმეთ ქარხანა "იუპიტერის" დათვალიერებას. ეს გახლდათ გასაიდუმლოებული ქარხანა, სადაც აწარმოებდნენ სამხედრო დანიშნულების ტექნიკას და კოსმოსურ ტექნოლოგიებს.

დავათვალიერეთ აბსოლუტურად ყველა კორპუსი და საამქრო. რატომღაც უფრო დიდი მეგონა იქნებოდა, დაახლოებით თბილისის საავიაციო ქარხნისხელა. დათვალიერებისას შეგვხვდა პოლიცია და ორი ექსკურსია, თუმცა მოვასწარით დამალვა. უკანა გზაზე წავედით "ჩერნობილ 2"-ზე. ეს არის უზარმაზარი რადიოლოკაციური ცენტრი. დახურული ქალაქია, პრიპიატიდან 15 კილომეტრში.

მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, რადიოცენტრი, ანძა "დუგა" და რადიო კომპლექსი "კრუგი". პირველი სართული დატბორილი იყო, ხოლო მეორეზე დაგვხვდა გაძარცული კარადები, სადაც თავის დროზე საკმაოდ თანამედროვე ტექნიკა ეწყო. გარშემო რგოლზე უნდა ყოფილიყო 240 ანტენა, თუმცა მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს.

საღამოს წავედით "დუგა"-ზე. ამ ორი ანტენით საბჭოთა კავშირი უსმენდა დასავლეთს. თუმცა, ამ პროექტმა ვერ გაამართლა. ერთი ანძის სიმაღლე 150 მეტრი, ხოლო სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია, მეორე ანძა 130 მეტრია სიმაღლეში და 500 მეტრამდეა სიგრძეში. გადავწყვიტეთ 150 მეტრიან ანძაზე ავსულიყავით. ასვლას დაახლოებით ნახევარი საათი მოვუნდი.

ძალიან გვიჭირდა სუნთქვა, თუმცა, ანძის უმაღლეს წერტილზე მზის ჩასვლის ხედებმა და ქართულმა ღვინომ მშვენიერ ხასიათზე დაგვაყენა. დაშვებისას ჩანთიდან რადიაციის საზომი გადმომივარდა და დანარჩენი გზა "ბრმად" ვიარეთ. თუმცა, როგორც გამოცდილმა სტალკერებმა გვითხრეს, საშიში დონე ჩვენს მარშრუტზე არ ყოფილა. უკანა გზა 10 საათში გავიარეთ, 30-35 კილომეტრი დაახლოებით, ფეხები საშინლად მტკიოდა.

დავდიოდით სიბნელეში და დილის 6 საათზე გადავკვეთეთ ჩერნობილის საზღვარი. გაჩერებამდე საშინლად დაღლილებმა და ბედნიერებმა მივაღწიეთ. ჩვენ ეს შევძელით!

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი მოგზაურობა? ღამეს სად ათევდით?

- მოგზაურობას 7 დღე მოვუნდით. გვეძინა საძილე ტომრებში, მიტოვებულ სახლებში. პრიპიატში ბევრი ე.წ. სტალკერული ბინაა. მათ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროვებენ. არის კეთილმოწყობილი ბინა, სადაც არაა ჩამტვრეული შუშები, დგას ავეჯი, იკეტება კარი და არ ჩადის წყალი. ფანჯრებზე აკრულია შავი ცელოფანი, რომ შუქი არ გავიდეს გარეთ და დაცვამ არ დაგინახოს.

საჭმელს ვამზადებდით წამოღებულ გაზქურაზე და წყალს ვავსებდით მიტოვებული წყალსაქაჩის სარდაფში. შემდგომ ვფილტრავდით და რადიაციაზე ვზომავდით. ბინაში საკმაოდ მყუდრო გარემო იყო, როგორც სტალკერის თამაშში. იყო ბიჭი, ვინც გიტარაზე უკრავდა. სახურავზე ქალაქისა და ვარსკვლავებიანი ცის საყურებლად ავდიოდით. იქიდან კარგად ჩანდა მე-4 აფეთქებული რეაქტორი, სადაც იდგა ფიჭური კავშირის ანძა და იქედან ვუკავშირდებოდით სამყაროს და ვპოსტავდით სურათებს "ფეისბუქზე". ბინებში რადიაციის დონე იყო თითქმის ნულოვანი, თბილისზე ნაკლები.

- რადიაციის არ გეშინოდათ? უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავდი?

- დოზიმეტრი იყო პირველი, რაც შევიძინე გამგზავრებისას. მეცვა სამხედრო ფორმა. კანი დაფარული უნდა ყოფილიყო, არ ვჯდებოდი რადიაციულ ზედაპირზე, მეკეთა სქელი ხელთათმანები, რომლებსაც ყოველ დღე ვცვლიდი. მტვრიან ადგილებში პირბადე მეკეთა და კანს სველი ხელსახოცით ვიწმენდდი. ვსვამდი იოდის შემცველ აბებს და რადიაციულ ადგილებში ვატარებდი მინიმალურ დროს, სურათების გადასაღებად მხოლოდ.

ჩერნობილის ზონას რომ გამოცდები, კონტეინერს დაინახავ, სადაც სტალკერები ყრიან ტანსაცმელს, რომლითაც იქ მოძრაობდნენ. რათა არ გაავრცელონ რადიაციული ნაწილაკები ზონის გარშემო. მეც ანალოგიურად მოვიქეცი და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარდა, დავტოვე პარალონი და საძილე ტომარაც.

- ბევრი სტალკერი დადის? ზოგადად რა სიტუაციაა?

- სტატისტიკის მიხედვით, ოფიციალურ ექსკურსიაზე წელიწადში 30 000-ზე მეტი ადამიანი მიდის იქ და ეს რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. რაც შეეხება სტალკერებს, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ჩვენ 9 კაცი ვიყავით და სულ 100-მდე სტალკერი შეგხვდა. ყველა საკმაოდ კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ.

- ყველაზე დიდი ემოცია და მძაფრი შეგრძნება როდის დაგეუფლა? რომელ ობიექტზე?

- პრიპიატში და სამხედრო რადიოლოკაციური ანძის დანახვისას განვიცადე ემოციების პიკი, რომ ავისრულე ბავშვობის ოცნება და ვიყავი პირველი არალეგალი ქართველი ტურისტი, რომელმაც ჩერნობილში იმოგზაურა!

თეა ინასარიძე; AMBEBI.GE