პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენს მობილურზე საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარი შემოვიდა...
ეს უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენს მობილურზე საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარი შემოვიდა...

ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს უც­ნა­ურ ზარს, რო­მე­ლიც მათ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე და­ფიქ­სირ­და.

ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ნომ­რე­ბი­დან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ ნომ­რე­ბი­დან ზარი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ბოლო ორი დღეა შეს­დით. რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კოდი და ნო­მე­რი პა­პუა ახალ გვი­ნე­ა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, ქა­ლაქ გო­რო­კა­ში.

"კვი­რა დი­ლას, რომ პა­პუა ახა­ლი გვი­ნე­ა­დან და­გი­რე­კა­ვენ, რა უნდა იფიქ­რო?"; "რა­ღაც მა­ი­მუ­ნო­ბაა, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩემ­თა­ნაც შე­მო­ვი­და მაგ ნომ­რი­დან ზარი"; "დღეს მეც მო­მი­კი­თხეს, დი­ლი­დან შე­ტე­ვა­ზე არი­ან რო­გორც ჩანს" - წე­რენ ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ნომ­რე­ბი­დან უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ურე­კა­ვენ, რად­გან მსგავ­სი პოს­ტე­ბი და ტე­ლე­ფო­ნის "სქ­რი­ნე­ბი" ფე­ის­ბუქ­ზე ძა­ლი­ან ხში­რია. ზა­რებს ძი­რი­თა­დად აზი­ის და აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღე­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოც გახ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო თაღ­ლი­თო­ბის სა­მიზ­ნე.

Google-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ნომ­რის მი­თი­თე­ბი­სას პირ­ვე­ლი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზარი.

"მათ­თვის ვინც არ იცის, რო­გორ მუ­შა­ობს მსგავ­სი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბი, გე­ტყვით რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ოპე­რა­ტო­რი იყე­ნებს უფა­სო ხაზს, რო­მე­ლიც თან­ხას აჭ­რის ზა­რის ად­რე­სატს. თუ ნო­მერ­ზე უკან გა­და­რე­კავთ, საკ­მაო თან­ხას ჩა­მო­გაჭ­რი­ან ან­გა­რი­ში­დან და მის გა­სა­ჩივ­რე­ბას ვერ შეძ­ლებთ" - ვკი­თხუ­ლობთ reddit.com-ზე.

კი­დევ ერთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში სა­ი­ტი­დან shouldianswer.net წე­რია, რომ ზა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ამით, შე­საძ­ლოა იღებ­დეს წვდო­მას თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ან­გა­რიშ­ზე და თან­ხა ჩა­მო­გაჭ­რან აღ­ნიშ­ნუ­ლი ზა­რის­თვის.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ მსგავ­სი ნომ­რე­ბი­დან თქვენს მო­ბი­ლურ­ზე ზარი და­ფიქ­სირ­და, არც უპა­სუ­ხოთ და არც გა­დარ­ე­კოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ეს უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენს მობილურზე საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარი შემოვიდა...

ეს უნდა წაიკითხოთ, თუ თქვენს მობილურზე საერთაშორისო ნომრიდან უჩვეულო ზარი შემოვიდა...

ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი დილიდან აქტიურად განიხილავს უცნაურ ზარს, რომელიც მათ ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა.

ზარი განხორციელდა შემდეგი ნომრებიდან: +675 7089 4040; +675 7089 4035; +675 7089 4025. საქართველოს მოქალაქეებს ამ ნომრებიდან ზარი მობილურ ტელეფონზე ბოლო ორი დღეა შესდით. როგორც ირკვევა, აღნიშნული კოდი და ნომერი პაპუა ახალ გვინეაშია რეგისტრირებული, კერძოდ, ქალაქ გოროკაში.

"კვირა დილას, რომ პაპუა ახალი გვინეადან დაგირეკავენ, რა უნდა იფიქრო?"; "რაღაც მაიმუნობაა, გუშინ საღამოს ჩემთანაც შემოვიდა მაგ ნომრიდან ზარი"; "დღეს მეც მომიკითხეს, დილიდან შეტევაზე არიან როგორც ჩანს" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომრებიდან უცხოეთის მოქალაქეებსაც ურეკავენ, რადგან მსგავსი პოსტები და ტელეფონის "სქრინები" ფეისბუქზე ძალიან ხშირია. ზარებს ძირითადად აზიის და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად საქართველოც გახდა სატელეფონო თაღლითობის სამიზნე.

Google-ში აღნიშნული ნომრის მითითებისას პირველივე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ტელეფონის ნომრიდან სავარაუდოდ თაღლითური სქემით ხორციელდება ზარი.

"მათთვის ვინც არ იცის, როგორ მუშაობს მსგავსი თაღლითური სქემები, გეტყვით რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატელეფონო ოპერატორი იყენებს უფასო ხაზს, რომელიც თანხას აჭრის ზარის ადრესატს. თუ ნომერზე უკან გადარეკავთ, საკმაო თანხას ჩამოგაჭრიან ანგარიშიდან და მის გასაჩივრებას ვერ შეძლებთ" - ვკითხულობთ reddit.com-ზე.

კიდევ ერთ ინფორმაციაში საიტიდან shouldianswer.net წერია, რომ ზარის განმახორციელებელი ამით, შესაძლოა იღებდეს წვდომას თქვენი ტელეფონის ანგარიშზე და თანხა ჩამოგაჭრან აღნიშნული ზარისთვის.

შესაბამისად, თუ მსგავსი ნომრებიდან თქვენს მობილურზე ზარი დაფიქსირდა, არც უპასუხოთ და არც გადარეკოთ.

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო