პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ
ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე, ტა­რას შავ­შიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის თავ­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­პატ­რი­არ­ქოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ და შემ­დეგ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მორ­ჩა. რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მე­გო­ბა­რი ტა­რას შავ­შიშ­ვი­ლი "კუ­რი­ერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა პატ­რი­არ­ქის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა იყო.

"ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა, რა­ზეც მე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, ეს არის პატ­რი­არ­ქის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ხში­რად ვა­წყდე­ბო­დით. ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბო­და ეს, რაც შემ­დეგ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და სა­პატ­რი­არ­ქოს. ძი­რი­თა­დად ესე­ნი იყ­ვნენ სა­ე­რო პი­რე­ბი, თუმ­ცა იყ­ვნენ მღვდელმთავ­რე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად და­დი­ოდ­ნენ სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მამა გი­ორ­გი და­ა­კა­ვეს, უწ­მინ­დესს ჰქონ­და სურ­ვი­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად ეშუ­ამ­დგომ­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მამა გი­ორ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო თავ­დე­ბით გა­რეთ, შე­იძ­ლე­ბო­და ეს ყო­ფი­ლი­ყო მო­ნას­ტე­რი ან სხვა ად­გი­ლი. ამა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. შემ­დეგ გა­ი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც მათ შო­რის ეს­წრე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შემ­დეგ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მორ­ჩა", - გა­ნა­ცხა­და შავ­შიშ­ვილ­მა.

ამას­თან, შავ­შიშ­ვილ­მა არ და­ა­სა­ხე­ლა იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გვა­რე­ბი, ვინც პატ­რი­არ­ქს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნა.

კი­თხვა­ზე, და­დი­ოდ­ნენ თუ არა სა­პატ­რი­არ­ქო­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, შავ­შიშ­ვილ­მა ეს არ უარ­ყო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს. "სა­პატ­რი­არ­ქოს დის­კრე­დი­ტა­ცია ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თემა. გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­საც ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ. ეს არა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, არა­მედ სა­პატ­რი­არ­ქოს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. ამ მო­მენ­ტის­თვის ეს შე­კი­თხვა ღიად დავ­ტო­ვოთ, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო, რო­დე­საც ჩვენ ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებთ",- გა­ნა­ცხა­და შავ­შიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, დე­კა­ნო­ზი "კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ

ე.წ.ციანიდის საქმის მოწმე ტარას შავშიშვილი - პატრიარქს სურვილი ჰქონდა გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ტარას შავშიშვილი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლების სურვილი ჰქონდა, თუმცა, შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრიარქოს თანამშრომლები ესწრებოდნენ და შემდეგ ამ თემაზე საუბარი მორჩა. როგორც საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი ტარას შავშიშვილი "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, ყველაზე მწვავე პრობლემა პატრიარქის დეზინფორმირება იყო.

"ყველაზე მწვავე პრობლემა, რაზეც მე შემიძლია ვისაუბრო, ეს არის პატრიარქის დეზინფორმირება, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებოდით. ძალიან ხშირად ხდებოდა ეს, რაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა საპატრიარქოს. ძირითადად ესენი იყვნენ საერო პირები, თუმცა იყვნენ მღვდელმთავრები, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად დადიოდნენ საპატრიარქოში. ბოლო პერიოდში, როდესაც მამა გიორგი დააკავეს, უწმინდესს ჰქონდა სურვილი რაღაცნაირად ეშუამდგომლა სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით გარეთ, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მონასტერი ან სხვა ადგილი. ამაზე იყო საუბარი. შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც მათ შორის ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს თანამშრომლები და შემდეგ ამ თემაზე საუბარი მორჩა", - განაცხადა შავშიშვილმა.

ამასთან, შავშიშვილმა არ დაასახელა იმ პოლიტიკოსების გვარები, ვინც პატრიარქს ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

კითხვაზე, დადიოდნენ თუ არა საპატრიარქოში სპეცსამსახურების წარმომადგენლები, შავშიშვილმა ეს არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ საკითხებზე ვერ ისაუბრებს. "საპატრიარქოს დისკრედიტაცია ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული თემა. გარკვეულ დეტალებსაც ვერ დავაკონკრეტებ. ეს არა სპეცსამსახურების, არამედ საპატრიარქოს პრობლემა იქნება. ამ მომენტისთვის ეს შეკითხვა ღიად დავტოვოთ, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ",- განაცხადა შავშიშვილმა.

მისივე შეფასებით, დეკანოზი "კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ