პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს
"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი, ანა დო­ლი­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"დიდი ხანი ხმას არ ვი­ღებ­დი ამ კა­რი­ე­რის­ტის შე­სა­ხებ. ახლა ამას ვი­ტყვი მოკ­ლედ:

ლე­ვან, შენ თუ გგო­ნია რომ შენ და შენ­ნა­ი­რე­ბი სი­ცა­რი­ე­ლე­ზე მეტ­ნი არი­ან რა­მით, ძა­ლი­ან ცდე­ბი. სა­უ­ბე­დუ­როდ, და მე ამა­ზე ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, შენ და სხვა მე­ოც­ნე­ბე კა­რი­ე­რის­ტე­ბი, სრულ სი­ცა­რი­ე­ლეს წარ­მო­ად­გენთ, რად­გან სა­კუ­თა­რი აზრი არ გა­გაჩ­ნი­ათ და ბან­დი­ტი კახა კა­ლა­ძის და მის­ნა­ი­რებს სრუ­ლი­ად უტვი­ნო 'მე­სიჯ ბოქ­სებს' იმე­ო­რებთ. თქვე­ნი ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი 'სპი­კე­რი' ვფიქ­რობ რომ სე­რი­ო­ზუ­ლად კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვაა. ქალს რომ 'ბა­ტონ გი­ორ­გის' უწო­დებს იმის­თვი­საც უნდა იყოს მზად რომ ვინ­მემ 'ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა' უწო­დოს. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი, 'ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა' კო­ბა­ხი­ძე ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვაა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. მე მის მშობ­ლებს კი ვიც­ნობ და პა­ტივს ვცემ - და აშ­კა­რად ვერ ვცნობ მას­ში მათს შვილს. ამის მა­გივ­რად მე ვხე­დავ მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას მო­წყუ­რე­ბულ ზომბს, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რად არ ადარ­დებს ასე­უ­ლო­ბით ათა­სო­ბით უკი­დუ­რე­სად ცუდ დღე­ში ჩა­ვარ­დნი­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის უშ­ნოდ გა­კე­თე­ბა­ზე ზრუ­ნავს. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად ხართ - და არც ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აურ­ჩე­ვი­ხართ. მე მა­გა­ლი­თად, არც თქვენ­თვის და არც თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­თვის ხმა არ მო­მი­ცია. და ამ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ყვე­ლა სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით იო­მებს თქვე­ნი ყა­ჩა­ღი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მაქ­ცე­ვა­რი კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემო ლე­ვან, შენ სამ­წუ­ხა­როდ ვე­რაფ­რით შე­ავ­სებ სი­ცა­რი­ე­ლეს - იმი­ტომ რომ შენი სა­ხე­ლია სი­ცა­რი­ე­ლე. მე ეს არ მი­ხა­რია - მაგ­რამ შენს უგ­ვა­ნო კა­რი­ე­რიზმს რომ ვუ­ყუ­რებ - ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა. იმე­დია ჭკუ­ას ის­წავ­ლი მალე რომ თავი გა­და­ირ­ჩი­ნო", - წერს კა­კა­ბა­ძე.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­თან, ანა დო­ლი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბას სურ­ვი­ლი არ აქვს, პრე­ზი­დენ­ტთან მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლოს.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­გვარ ზღვარს გას­ცდნენ.

"მათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­სა და მათ საქ­ცი­ელს შო­რის ზღვა­რი უკვე წაშ­ლი­ლია. დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფაა არა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­მართ, არა­მედ ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ. ეს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­სურსს კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს. ამი­ტომ, პრე­ზი­დენტს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს, რად­გან ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან სა­უბ­რის რე­სურს ვერ ვხე­დავ. პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბას სურ­ვი­ლი არ აქვს, პრე­ზი­დენ­ტთან ამ წარ­მო­მად­გე­ნე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ითა­ნამ­შრომ­ლოს", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ას იყე­ნებს და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­საც უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აყე­ნებს.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ფორ­მატ­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ანა დო­ლი­ძის მი­მართ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს და მის სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოს­ვლებს არ და­ეს­წროს.

პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა ანა დო­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­ზე კენ­ჭისყრამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს უზ­რდე­ლი უწო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ანა დო­ლი­ძე - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არის უზ­რდე­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი, ეს არის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის "შა­რი­კო­ვი"

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე - პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა კი არ გა­ა­კე­თა ანა დო­ლი­ძემ, მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნაა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

უფლებადამცველი და მწერალი, ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე, ირაკლი კაკაბაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"დიდი ხანი ხმას არ ვიღებდი ამ კარიერისტის შესახებ. ახლა ამას ვიტყვი მოკლედ:

ლევან, შენ თუ გგონია რომ შენ და შენნაირები სიცარიელეზე მეტნი არიან რამით, ძალიან ცდები. საუბედუროდ, და მე ამაზე ძალიან მწყდება გული, შენ და სხვა მეოცნებე კარიერისტები, სრულ სიცარიელეს წარმოადგენთ, რადგან საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ და ბანდიტი კახა კალაძის და მისნაირებს სრულიად უტვინო 'მესიჯ ბოქსებს' იმეორებთ. თქვენი ეგრეთწოდებული 'სპიკერი' ვფიქრობ რომ სერიოზულად კლინიკური შემთხვევაა. ქალს რომ 'ბატონ გიორგის' უწოდებს იმისთვისაც უნდა იყოს მზად რომ ვინმემ 'ქალბატონი შორენა' უწოდოს. პარლამენტის სპიკერი, 'ქალბატონი შორენა' კობახიძე ძალიან სამწუხარო შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში. მე მის მშობლებს კი ვიცნობ და პატივს ვცემ - და აშკარად ვერ ვცნობ მასში მათს შვილს. ამის მაგივრად მე ვხედავ მხოლოდ ძალაუფლებას მოწყურებულ ზომბს, რომელსაც არანაირად არ ადარდებს ასეულობით ათასობით უკიდურესად ცუდ დღეში ჩავარდნილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერის უშნოდ გაკეთებაზე ზრუნავს. ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად ხართ - და არც ხალხის უმრავლესობას არ აურჩევიხართ. მე მაგალითად, არც თქვენთვის და არც თქვენი წინამორბედებისთვის ხმა არ მომიცია. და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ყველა სინდისიერი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით იომებს თქვენი ყაჩაღი და საქართველოს დამაქცევარი კანდიდატის წინააღმდეგ. ჩემო ლევან, შენ სამწუხაროდ ვერაფრით შეავსებ სიცარიელეს - იმიტომ რომ შენი სახელია სიცარიელე. მე ეს არ მიხარია - მაგრამ შენს უგვანო კარიერიზმს რომ ვუყურებ - ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. იმედია ჭკუას ისწავლი მალე რომ თავი გადაირჩინო", - წერს კაკაბაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივანთან, ანა დოლიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან მისი საშუალებით ითანამშრომლოს.

გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ.

"მათ უფლებამოსილებასა და მათ საქციელს შორის ზღვარი უკვე წაშლილია. დოლიძის განცხადება შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, არამედ ინსტიტუტის მიმართ. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თანამშრომლობის რესურსს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომ, პრეზიდენტს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს, რადგან ამ საპარლამენტო მდივნის ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საუბრის რესურს ვერ ვხედავ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან ამ წარმომადგენელის საშუალებით ითანამშრომლოს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტიც ამ სიტუაციას იყენებს და თავის თანამშრომლებსაც უხერხულ სიტუაციაში აყენებს.

გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში, უმრავლესობამ ანა დოლიძის მიმართ პროტესტი გამოხატოს და მის საპარლამენტო გამოსვლებს არ დაესწროს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე კენჭისყრამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შელაპარაკების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა.

წაიკითხეთ ასევე: ანა დოლიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი"

ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური განცხადება კი არ გააკეთა ანა დოლიძემ, მან შეურაცხყოფა მიაყენაა პარლამენტის თავმჯდომარეს

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა