საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან
მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან

პო­რო­შენ­კოს ქმე­დე­ბა იყო დამფრ­თხა­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა - მან და­არ­ღვია უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცია, მან და­არ­ღვია უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მე ვარ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა და­ჯღაპ­ნეს იქ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა "კუ­რი­ე­რის" პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის სა­კითხს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას არ გა­აჩ­ნია არც გან­ზრახ­ვა, არც სურ­ვი­ლი, არც გეგ­მა რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნას სთხო­ვოს თავ­შე­სა­ფა­რი, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ის აპი­რებს უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას.

"შე­მოდ­გო­მა­ზე ვა­პი­რებთ დიდ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი გა­წე­რი­ლი გეგ­მე­ბით და ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. ჩვენ გა­ვივ­ლით ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ინ­სტან­ცი­ას, ამა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი იუ­რის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ და უცხო­ე­ლი იუ­რის­ტე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. რაც პო­რო­შენ­კომ გა­ა­კე­თა ამით პრაქ­ტი­კუ­ლად, მან გა­მო­მა­ცხა­და თა­ვის მთა­ვარ ოპო­ნენ­ტად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თვალ­ში და უცხო­ე­ლე­ბის თავ­ში. შემ­დეგ აიღო და სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მო­იჭ­რა ყელი, რად­გან მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი გა­აგ­დო ქვეყ­ნი­დან, ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი მთავ­რდე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან

პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება - მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, მან დაარღვია უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რა დაჯღაპნეს იქ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მას არ გააჩნია არც განზრახვა, არც სურვილი, არც გეგმა რომელიმე სხვა ქვეყანას სთხოვოს თავშესაფარი, გამომდინარე იქედან, რომ ის აპირებს უკრაინაში ძალების მობილიზებას.

"შემოდგომაზე ვაპირებთ დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული გაწერილი გეგმებით და ამის ორგანიზებაში აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ ინსტანციას, ამაზე უკრაინელი იურისტები მუშაობენ და უცხოელი იურისტებიც გვეხმარებიან. რაც პოროშენკომ გააკეთა ამით პრაქტიკულად, მან გამომაცხადა თავის მთავარ ოპონენტად უკრაინელების თვალში და უცხოელების თავში. შემდეგ აიღო და საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან, ასეთი რაღაცეები მთავრდება ძალიან ცუდად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."