პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო დე­დის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ანი მუ­რა­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა.

"დე­დის მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლი ა. მ.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა. ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულს იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ნიშ­ნა.

სა­სა­მარ­თლომ იხელ­მძღვა­ნე­ლა საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბრალ­დე­ბულს, ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის დროს, არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, მარ­თლწი­ნაღ­მდე­გო­ბა და ეხელ­მძღვა­ნე­ლა მის­თვის (შე­უ­რა­ცხა­დო­ბა)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ჩი­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს ერთჯე­რა­დად მისი გა­მო­ტა­ნი­დან 48 სა­ათ­ში, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­ლე­გი­ა­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით.

ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ბა­ლე­რი­ნა ანი მუ­რა­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 21 მა­ისს დე­დის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

"დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ა. მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა)", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად მისი გამოტანიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ