პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი
ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი ანი მუ­რა­დე­ლი მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში შე­უ­რა­ცხა­დი იყო. რო­გორც Ambebi.ge-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბა­დებ­და ეჭვს მისი შე­რა­ცხა­დო­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­ზეც და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ანი მუ­რა­დე­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ხონ­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, შე­წყდეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­ლი­ვი დევ­ნა ბრალ­დე­ბულ ა .მ. მი­მართ, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა. საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბა­დებ­და ეჭვს მისი შე­რა­ცხა­დო­ბის თა­ო­ბა­ზე, და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში იყო შე­უ­რა­ცხა­დი. ქ.თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლი ა. მ. გა­დაყ­ვა­ნი­ლია ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ანი მუ­რა­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 21 მა­ისს დე­დის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

ნა­ხეთ: დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას აღარ გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი

ექსპერტიზის თანახმად, ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო - პროკურატურის კომენტარი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული ანი მურადელი მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო. როგორც Ambebi.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, რაზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ანი მურადელი გადაყვანილია ხონში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

"საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შეწყდეს სისხლის სამართლებლივი დევნა ბრალდებულ ა .მ. მიმართ, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის ჩადენა. საქმის გამოძიების პროცესში, ვინაიდან ბრალდებულის ვიზუალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბადებდა ეჭვს მისი შერაცხადობის თაობაზე, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული მკვლელობის მომენტში იყო შეურაცხადი. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებული ა. მ. გადაყვანილია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში", - აცხადებენ პროკურატურაში.

ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ნახეთ: დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ