თურქეთში, ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Habertürk იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუირება აივნებიდან განახორციელეს.
როგორც თურქული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად რუსეთის ოთხი მოქალაქე დაშავდა. საავადმყოფოში 14 ადამიანია გადაყვანილი.