პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები
რა ეტაპზეა ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები

ის­ლან­დი­ა­ში, გულ­ფო­სის ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 22 წლის ნიკა ბე­გა­ძის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა დღე­ი­დან უნდა გა­ნა­ახ­ლონ, - ამის შე­სა­ხებ და­ნი­ის სა­მე­ფო­სა და ის­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა გიგი გი­გი­ა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

ის­ლან­დი­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა ნიკა ბე­გა­ძის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 ივ­ლისს, ხუთ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ შე­წყვი­ტეს.

რო­გორც გიგი გი­გი­ა­ძემ გან­მარ­ტა, ამის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გო­ნივ­რუ­ლი ვადა იყო, რა პე­რი­ოდ­შიც შე­საძ­ლებ­ლია, ამ პი­რო­ბებ­ში და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად პოვ­ნა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ლან­დი­ა­ში 30 ივ­ლისს გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან ნიკა ბე­გა­ძის მამა და დის ქმა­რი. მათ გამ­გზავ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­რე­ბა.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა ბე­გა­ძის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღემ­დე არ შე­უ­წყვე­ტი­ათ ის­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­სა და მის მე­გობ­რებს.

ნიკა ბე­გა­ძე 19 ივ­ლისს, ის­ლან­დი­ა­ში გულ­ფო­სის ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. რუს­თა­ვე­ლი ახალ­გა­ზარ­და მე­ო­რე წე­ლია ის­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ნეს­ბერ­გში ცხოვ­რობ­და. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა ბე­გა­ძე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი - პროგ­რა­მის­ტი იყო, ის ის­ლან­დი­ა­ში ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას გეგ­მავ­და და დის წაყ­ვა­ნა­საც აპი­რებ­და.

რა ეტაპზეა ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები

რა ეტაპზეა ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეიდან უნდა განაახლონ, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები 24 ივლისს, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ შეწყვიტეს.

როგორც გიგი გიგიაძემ განმარტა, ამის მიზეზი სავარაუდოდ, ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებლია, ამ პირობებში დაკარგული ადამიანის ცოცხლად პოვნა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში 30 ივლისს გაემგზავრებიან ნიკა ბეგაძის მამა და დის ქმარი. მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.

ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები დღემდე არ შეუწყვეტიათ ისლანდიაში მცხოვრებ ქართველებსა და მის მეგობრებს.

ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რუსთაველი ახალგაზარდა მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი