სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ანს 50 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რაო, ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს კი 10 ათა­სი ლა­რის გი­რაო შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მუ­ჯირ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მალ­ვის და მათი მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე. გი­ორ­გი მუ­ჯი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ დარ­ღვე­უ­ლი იყო სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და იკ­ვე­თე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის, გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. გაგი მო­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პი­რე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და.

ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ თან­ხას ად­ვო­კა­ტი ამ ეტაპ­ზე არ ასა­ხე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე სს სა­ვაჭ­რო სახ­ლი "ბავშთა სამ­ყა­როს" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე ამა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გუ­შინ და­ა­კა­ვა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­მელ­თა გან­მარ­ტე­ბი­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 243-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 2201 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო, ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. გიორგი მუჯირის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებებით დასტურდება, რომ დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები და იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პროკურორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, თავად ბრალდებულები კი ბრალს არ აღიარებენ. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პირების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დაკავებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა კონკრეტულ თანხას ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სს სავაჭრო სახლი "ბავშთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი გუშინ დააკავა.

საქალაქო სასამართლოში ასევე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები, რომელთა განმარტებითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება მათთვის მიუღებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2201 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ