27 ივლისს პადმასკოვიეში ალა პიგაჩოვას შვილიშვილმა ნიკიტა პრესნიაკოვმა ალენა კრანოვზე იქორწინა. ქორწილი საოცრად პომპეზური გამოვიდა და ქვეყნის ელიტურ ცხოვრებაში ერთ-ერთ დაუვიწყარ მოვლენად იქცა. ცერემონია ულამაზეს ივენთ ჰოლ "ჟავორნიკში" გაიმართა.
პატარძალი 150 სტუმრის წინაშე თავბრუდამხვევი კაბით წარსდგა. სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა ღონისძიების ამსახველი ფოტოები. წყვილს ულოცავენ და კომპლიმენტებით ავსებენ ნიკიტას ლეგენდარულ ბებიას, ალა პუგაჩოვას. ერთ-ერთი ფანი წერს: "ალა ბორისოვნა თავად გავს პატარძალს".
ქორწილში მთელი ოჯახი შეიკრიბა. სტუმრებს შორის იყვნენ: ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, კრისტინა ორბაკაიტე, ვლადიმერ პრესნიაკოვი, ნატალია პადოლსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.
მომზადებულია liza.ua-ს მიხედვით