სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბევრისთვის უცნობი და საინტერესო ისტორიები აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრებიდან
ბევრისთვის უცნობი და საინტერესო ისტორიები აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრებიდან

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" წარ­მო­გიდ­გენთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს აკა­კი წე­რეთ­ლის ვა­ჟის - ალექ­სი წე­რეთ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:

* * *

პრინ­ცი ალექ­სი - აკა­კი წე­რეთ­ლი­სა და ნა­ტა­ლია პი­ოტ­როვ­ნა ბა­ზი­ლევ­სკა­ი­ას ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო, რო­მელ­საც ლი­ო­ლი­ა­საც ეძახ­დნენ. ალექ­სი წე­რე­თე­ლი 1864 წელს და­ი­ბა­და სო­ფელ სხვი­ტორ­ში. აკა­კის მე­უღ­ლე ოქ­როს მად­ნის რუსი მაგ­ნა­ტის, პი­ოტრ ბა­ზი­ლევ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ და თა­ვის დრო­ზე დიდ სიმ­დიდ­რეს ფლობ­და, მაგ­რამ მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მათი ქო­ნე­ბა ბი­ძამ მი­ით­ვი­სა. ნა­ტა­ლია პე­ტერ­ბურ­გის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო აღ­ზრდი­ლი.

ცხა­დია, გა­უ­ჭირ­და სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა, მი­ა­ტო­ვა სხვი­ტო­რი და შვილ­თან ერ­თად პე­ტერ­ბურგს მი­ა­შუ­რა. ალექ­სი რუ­სეთ­ში აღი­ზარ­და. პე­ტერ­ბურ­გში მი­ი­ღო სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი სა­ინ­ჟინ­რო გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ ისე დიდი იყო თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ოპე­რას და­უ­კავ­ში­რა...

აკა­კი წე­რე­თე­ლი, ალექ­სი წე­რე­თე­ლი და­ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ია

ქარ­თვე­ლე­ბი ალექ­სი წე­რე­თელს მეტ­წი­ლად პე­ტერ­ბურ­გში, მე­ლი­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ოჯახ­ში ეც­ნო­ბოდ­ნენ და მა­შინ­ვე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით უწყებ­დნენ სა­უ­ბარს მა­მა­ზე, მის ღვთა­ებ­რივ პო­ე­ზი­ა­ზე. მათ ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ აკა­კი წე­რეთ­ლის შვილ­მა ქარ­თუ­ლი თით­ქმის არ იცო­და და, ცხა­დია, არც ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მა­მის პო­ე­ზი­ის ხიბ­ლი და ელ­ვა­რე­ბა წა­ე­კი­თხა და ეგ­რძნო. თუმ­ცა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი­დან ჩანს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­თა და მა­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო.

"გმად­ლობთ სა­სი­ა­მოვ­ნო ცნო­ბი­სათ­ვის ძვირ­ფას და და­უ­ვი­წყარ მა­მა­ჩემ­ზე და გა­ზე­თის ამო­ნაჭ­რებ­ზე," - წერ­და იგი ელე­ნე მა­ჩა­ბელს. შემ­დეგ კი სთხოვ­და, - "ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მექ­ნე­ბა მა­მა­ჩე­მის თხზუ­ლე­ბე­ბი. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ იმა­საც გა­მო­მიგ­ზავ­ნით".

ალექ­სი წე­რე­თე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ო­და რუ­სულ და ევ­რო­პულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ით­ვლე­ბო­და თე­ატ­რი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ უნი­ჭი­ე­რეს შემ­ფა­სებ­ლად, თვი­თონ­ვე დგამ­და ოპე­რებს და ანტრეპ­რე­ნი­ო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც მის­დევ­და. მისი გა­ტა­ცე­ბა მუ­სი­კა­ლურ-თე­ატ­რა­ლუ­რი ანტრეპ­რი­ზა­თი მო­ი­თხოვ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მუდ­მე­ბულ მოგ­ზა­უ­რო­ბას, რაც დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დედა-შვი­ლი ხან პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და, ხან ხარ­კოვ­ში, თბი­ლის­ში, კი­ევ­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მა­შინ­დელ სხვა ქა­ლა­ქებ­ში, ხან კი სა­ზღვარ­გა­რეთ - პა­რიზ­ში, ბერ­ლინ­ში, მი­ლან­ში. ალექ­სი წე­რეთ­ლის ცხოვ­რე­ბა კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი და ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ შე­ტა­ნი­ლია კი­დეც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბარ­ში, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ცუ­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი.

ალექ­სი წე­რე­თელ­მა 1896-1897 წლებ­ში ხარ­კოვ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­ო­პე­რო დასი, რო­მელ­მაც გას­ტრო­ლე­ბით მო­ი­ა­რა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დიდი ქა­ლა­ქე­ბი, ოდე­სა, მოს­კო­ვი და წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალს პე­ტერ­ბურ­გში, 1904-1906 წლე­ბის სე­ზონ­ზე მი­აღ­წია. მის სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რუ­სე­თი­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლე­ბი. ალექ­სი წე­რე­თელს გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლე­წი­ფე­ბო­და ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. მან გა­მო­იყ­ვა­ნა დიდ გზა­ზე რამ­დე­ნი­მე მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი: ნა­ტა­ლია ერ­მო­ლენ­კო-იუ­ჟი­ნა, მა­რია კუზ­ნე­ცო­ვა, დი­რი­ჟო­რი ემილ კუ­პე­რი და მრა­ვა­ლი სხვა.

Caption

....1902 წელს, როცა თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რი რე­მონ­ტის გამო და­ხუ­რეს, ანტრეპ­რე­ნი­ორ­მა ალექ­სი წე­რე­თელ­მა ხარ­კო­ვის რუ­სუ­ლი სა­ო­პე­რო დასი თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ბი­ლე­თებ­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი და­ა­დო. ალექ­სიმ ორი სრუ­ლი სე­ზო­ნი გა­ა­ტა­რა თბი­ლის­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არ მოჰ­კლე­ბია. აკა­კის შვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბის მკვლე­ვარ ნონა თევ­დო­რა­ძის აზ­რით, - "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, შემ­დგომ­ში "მი­შელ და­რი­ა­ლის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, პა­რი­ზის "გრანდ ოპე­რის" სო­ლის­ტი, პა­რიზ­ში გაგ­ზავ­ნა სას­წავ­ლებ­ლად და თვი­უ­რად ოცი თუ­მა­ნი სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნა - იყო ალექ­სი წე­რე­თე­ლი".

ცნო­ბი­ლია, რომ თუკი რო­მე­ლი­მე ახალ­გაზ­რდას სიმ­ღე­რის ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდე­ბო­და, ალექ­სი წე­რე­თე­ლი მის­თვის ენერ­გი­ა­სა და სახ­სრებს არ იშუ­რებ­და. დიდი ამა­გი დას­დო ალექ­სი წე­რე­თელ­მა ვანო სა­რა­ჯიშ­ვილს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სორს ოლღა ბა­ხუ­ტაშ­ვილ-შულ­გი­ნას, ივა­ნე ფა­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც მი­იწ­ვია ჯერ პე­ტერ­ბურ­გის სა­ო­პე­რო დას­ში გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად, ხოლო შემ­დეგ დი­რი­ჟო­რად ვარ­შა­ვა­ში, რი­გა­ში, ოდე­სა­ში, ყა­ზან­ში, თბი­ლის­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში...

ცხა­დია, ალექ­სი წე­რე­თელ­მა ყვე­ლა­ზე დიდი ამა­გი რუ­სულ სა­ო­პე­რო მუ­სი­კას დას­დო. 1902 წლი­დან მის სა­ო­პე­რო ორ­კესტრსა და დასს სა­ხელ­წო­დე­ბით - "ახა­ლი ოპე­რა" პე­ტერ­ბურ­გის სა­ხალ­ხო სახ­ლის სცე­ნა ეკა­ვა. რუ­სუ­ლი მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ რიმსკი-კორ­სა­კო­ვის ოპე­რე­ბი "მე­ფის სა­ცო­ლე" და "პან ვო­ე­ვო­და" რუ­სეთ­ში პირ­ველ­მა ალექ­სი წე­რე­თელ­მა დად­გა.

ფი­ო­დორ შა­ლი­ა­პი­ნი, რუსი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი

1908-1910 წლებ­ში ალექ­სიმ ამე­რი­კე­ლებს გა­აც­ნო ფი­ო­დორ შა­ლი­ა­პი­ნი, რო­მელ­თა­ნაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რი არც შემ­დგომ გა­უ­წყვე­ტია. 1917 წლის ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ალექ­სი წე­რე­თე­ლი პა­რიზ­ში გა­და­სახ­ლდა და და­ა­ფუძნა "რუ­სუ­ლი ოპე­რა"...

...აკა­კი მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე შესტრფო­და რუ­სეთ­სა თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე შვი­ლის ნიჭს, გა­ნათ­ლე­ბას, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა­სა და ენერ­გი­ას. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა მო­გო­ნე­ბე­ბით, ალექ­სი ერ­თობ სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი იყო, ზრდი­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბი­სა და კე­თი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნი. მამა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და მარ­თა­ლია, ქარ­თუ­ლი ნაკ­ლე­ბად იცო­და, მა­მის თხზუ­ლე­ბა­თა ში­ნა­არ­სი ზედ­მი­წევ­ნით ჰქონ­და შეთ­ვი­სე­ბუ­ლი. ერთხელ ალექ­სის უც­დია სხვე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­მის­თვის წე­რი­ლის ქარ­თულ ენა­ზე მი­წე­რა. ამით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა აკა­კიმ უპა­სუ­ხა: "შენ­მა ქარ­თულ­მა წე­რილ­მა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. არა­სო­დეს სა­ეჭ­ვოდ არ მი­მაჩ­ნდა შენი ნი­ჭი­ე­რე­ბა და ენერ­გია. ჩემს ახ­ლოს შე­გეძ­ლო ას­ჯერ მეტი სარ­გებ­ლო­ბა მო­გე­ტა­ნა და ჩვენც არ გავმწარ­დე­ბო­დით..."

ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა მი­მო­წე­რის სა­ხით, მუდ­მი­ვად ჰქონ­დათ. აკა­კი 1905 წლის ზა­ფხულ­ში და 1909 წელს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ იყო ჩა­სუ­ლი საფ­რან­გეთ­ში და ლე­ვან ასა­თი­ა­ნის ცნო­ბით, ცოლ-შვილ­თან ცხოვ­რობ­და. ალექ­სი წე­რე­თელს მა­შინ სა­ო­პე­რო დასი ჰყავ­და პა­რიზ­ში სა­გას­ტრო­ლოდ ჩაყ­ვა­ნი­ლი.

ალექ­სი წე­რე­თე­ლი არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. იგი 1942 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ფა­შის­ტე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ პა­რიზ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ალექ­სის დაკ­რძალ­ვას დი­დძა­ლი ხალ­ხი და­ეს­წრო. რო­გორც ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, თა­ვი­სი და­სის მთე­ლი რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, პი­რა­დი ქო­ნე­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კა წე­რე­თელ­მა "მო­მა­ვა­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატრს" უან­დერ­ძა. სა­ო­პე­რო დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ტა­ნი­სა­მო­სი და ბიბ­ლი­ო­თე­კა მი­ლი­ონ-ნა­ხევ­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ან­დერ­ძი "არაქ­მე­დი­თად" ცნეს და მთე­ლი ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და.

ალექ­სი წე­რე­თე­ლი დაკ­რძა­ლუ­ლია პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად, სენტ-უა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, დე­დის გვერ­დით. გუ­რამ შა­რა­ძის ცნო­ბით, სა­საფ­ლა­ოს სა­ფა­სუ­რი ალექ­სის 30 წლის ვა­დით, 1971 წლამ­დე ჰქო­ნია გა­დახ­დი­ლი. 1981 წელს საფ­ლა­ვი გა­უ­უქ­მე­ბი­ათ და მის ად­გილ­ზე სხვა და­უკ­რძა­ლავთ...

გი­ორ­გი კა­ლან­დია, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ბევრისთვის უცნობი და საინტერესო ისტორიები აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრებიდან

ბევრისთვის უცნობი და საინტერესო ისტორიები აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრებიდან

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" წარმოგიდგენთ საინტერესო მასალებს აკაკი წერეთლის ვაჟის - ალექსი წერეთლის ცხოვრებიდან. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

* * *

პრინცი ალექსი - აკაკი წერეთლისა და ნატალია პიოტროვნა ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც ლიოლიასაც ეძახდნენ. ალექსი წერეთელი 1864 წელს დაიბადა სოფელ სხვიტორში. აკაკის მეუღლე ოქროს მადნის რუსი მაგნატის, პიოტრ ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ და თავის დროზე დიდ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ მათი ქონება ბიძამ მიითვისა. ნატალია პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში იყო აღზრდილი.

ცხადია, გაუჭირდა სოფლად ცხოვრება, მიატოვა სხვიტორი და შვილთან ერთად პეტერბურგს მიაშურა. ალექსი რუსეთში აღიზარდა. პეტერბურგში მიიღო საშუალო და უმაღლესი საინჟინრო განათლება, მაგრამ ისე დიდი იყო თეატრალური ხელოვნებით მისი დაინტერესება, რომ მთელი თავისი ცხოვრება ოპერას დაუკავშირა...

აკაკი წერეთელი, ალექსი წერეთელი დანატალია ბაზილევსკაია

ქართველები ალექსი წერეთელს მეტწილად პეტერბურგში, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ეცნობოდნენ და მაშინვე დიდი სიყვარულით უწყებდნენ საუბარს მამაზე, მის ღვთაებრივ პოეზიაზე. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ აკაკი წერეთლის შვილმა ქართული თითქმის არ იცოდა და, ცხადია, არც ჰქონდა ბედნიერება, მამის პოეზიის ხიბლი და ელვარება წაეკითხა და ეგრძნო. თუმცა, როგორც საქართველოში გამოგზავნილი წერილებიდან ჩანს, ქართული კულტურითა და მამის შემოქმედებითაც დაინტერესებული იყო.

"გმადლობთ სასიამოვნო ცნობისათვის ძვირფას და დაუვიწყარ მამაჩემზე და გაზეთის ამონაჭრებზე," - წერდა იგი ელენე მაჩაბელს. შემდეგ კი სთხოვდა, - "ბედნიერი ვიქნები, თუ მექნება მამაჩემის თხზულებები. გამიხარდება, თუ იმასაც გამომიგზავნით".

ალექსი წერეთელი შესანიშნავად ერკვეოდა რუსულ და ევროპულ ხელოვნებაში, ითვლებოდა თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ უნიჭიერეს შემფასებლად, თვითონვე დგამდა ოპერებს და ანტრეპრენიორულ საქმიანობასაც მისდევდა. მისი გატაცება მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზათი მოითხოვდა სხვადასხვა ქვეყნებში გამუდმებულ მოგზაურობას, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დედა-შვილი ხან პეტერბურგში ცხოვრობდა, ხან ხარკოვში, თბილისში, კიევსა და რუსეთის იმპერიის მაშინდელ სხვა ქალაქებში, ხან კი საზღვარგარეთ - პარიზში, ბერლინში, მილანში. ალექსი წერეთლის ცხოვრება კარგად არის შესწავლილი და ცნობები მის შესახებ შეტანილია კიდეც ეროვნული ბიბლიოთეკის უცხოეთში მოღვაწე ქართველების ბიოგრაფიულ ცნობარში, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალები.

ალექსი წერეთელმა 1896-1897 წლებში ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, ოდესა, მოსკოვი და წარმატების მწვერვალს პეტერბურგში, 1904-1906 წლების სეზონზე მიაღწია. მის სპექტაკლში მონაწილეობდნენ რუსეთისა და საზღვარგარეთის საუკეთესო მომღერლები. ალექსი წერეთელს განსაკუთრებით ხელეწიფებოდა ახალი ტალანტების აღმოჩენა. მან გამოიყვანა დიდ გზაზე რამდენიმე მომავალში ცნობილი საოპერო მომღერალი: ნატალია ერმოლენკო-იუჟინა, მარია კუზნეცოვა, დირიჟორი ემილ კუპერი და მრავალი სხვა.

Caption

....1902 წელს, როცა თბილისის საოპერო თეატრი რემონტის გამო დახურეს, ანტრეპრენიორმა ალექსი წერეთელმა ხარკოვის რუსული საოპერო დასი თბილისში ჩამოიყვანა და ბილეთებსაც ხელმისაწვდომი ფასი დაადო. ალექსიმ ორი სრული სეზონი გაატარა თბილისში და საზოგადოების ყურადღება არ მოჰკლებია. აკაკის შვილის მოღვაწეობის მკვლევარ ნონა თევდორაძის აზრით, - "არ არის გამორიცხული, რომ პიროვნება, რომელმაც მიხეილ ნანობაშვილი, შემდგომში "მიშელ დარიალის" სახელით ცნობილი, პარიზის "გრანდ ოპერის" სოლისტი, პარიზში გაგზავნა სასწავლებლად და თვიურად ოცი თუმანი სტიპენდია დაუნიშნა - იყო ალექსი წერეთელი".

ცნობილია, რომ თუკი რომელიმე ახალგაზრდას სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, ალექსი წერეთელი მისთვის ენერგიასა და სახსრებს არ იშურებდა. დიდი ამაგი დასდო ალექსი წერეთელმა ვანო სარაჯიშვილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას, ივანე ფალიაშვილს, რომელიც მიიწვია ჯერ პეტერბურგის საოპერო დასში გუნდის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დირიჟორად ვარშავაში, რიგაში, ოდესაში, ყაზანში, თბილისსა და სხვა ქალაქებში...

ცხადია, ალექსი წერეთელმა ყველაზე დიდი ამაგი რუსულ საოპერო მუსიკას დასდო. 1902 წლიდან მის საოპერო ორკესტრსა და დასს სახელწოდებით - "ახალი ოპერა" პეტერბურგის სახალხო სახლის სცენა ეკავა. რუსული მუსიკის ისტორიაში ხაზგასმულია, რომ რიმსკი-კორსაკოვის ოპერები "მეფის საცოლე" და "პან ვოევოდა" რუსეთში პირველმა ალექსი წერეთელმა დადგა.

ფიოდორ შალიაპინი, რუსი საოპერო მომღერალი

1908-1910 წლებში ალექსიმ ამერიკელებს გააცნო ფიოდორ შალიაპინი, რომელთანაც შემოქმედებითი კავშირი არც შემდგომ გაუწყვეტია. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი წერეთელი პარიზში გადასახლდა და დააფუძნა "რუსული ოპერა"...

...აკაკი მთელი თავისი სიცოცხლე შესტრფოდა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში მოღვაწე შვილის ნიჭს, განათლებას, მიზანსწრაფულობასა და ენერგიას. თანამედროვეთა მოგონებებით, ალექსი ერთობ სიმპათიური მამაკაცი იყო, ზრდილი, კაცთმოყვარე, კარგი გარეგნობისა და კეთილი გულის პატრონი. მამა ძალიან უყვარდა და მართალია, ქართული ნაკლებად იცოდა, მამის თხზულებათა შინაარსი ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული. ერთხელ ალექსის უცდია სხვების დახმარებით მამისთვის წერილის ქართულ ენაზე მიწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: "შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით..."

ნატალია ბაზილევსკაია საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ ურთიერთობა მიმოწერის სახით, მუდმივად ჰქონდათ. აკაკი 1905 წლის ზაფხულში და 1909 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში სამკურნალოდ იყო ჩასული საფრანგეთში და ლევან ასათიანის ცნობით, ცოლ-შვილთან ცხოვრობდა. ალექსი წერეთელს მაშინ საოპერო დასი ჰყავდა პარიზში საგასტროლოდ ჩაყვანილი.

ალექსი წერეთელი არ დაქორწინებულა. იგი 1942 წელს გარდაიცვალა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში. მიუხედავად ამისა, ალექსის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, თავისი დასის მთელი რეკვიზიტები, პირადი ქონება და ბიბლიოთეკა წერეთელმა "მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს" უანდერძა. საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა მილიონ-ნახევრად იყო შეფასებული. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი "არაქმედითად" ცნეს და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა.

ალექსი წერეთელი დაკრძალულია პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. გურამ შარაძის ცნობით, სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით, 1971 წლამდე ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ...

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო

"4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში" - მეუფე იაკობი

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე