Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 შეცდომა, რომლის გამოც თეა წულუკიანმა კრიტიკა დაიმსახურა
6 შეცდომა, რომლის გამოც თეა წულუკიანმა კრიტიკა დაიმსახურა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნი­ლი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის სამი კან­დი­და­ტი­დან ორი და­ი­წუ­ნეს. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად ქვეყ­ნის შიგ­ნით კონ­კურ­სი კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ცხა­და.

პრო­ცე­სი უკვე მე­ო­რედ არ შედ­გა, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბის მო­რიგ მარ­ცხად აფა­სე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის თქმით, "პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ აღ­სავ­სე იყო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით იმი­სათ­ვის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი ვერ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ სტრას­ბურ­გში გა­საგ­ზავნ სა­მე­ულ­ში". მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სის ჩა­ვარ­დნას, მწვა­ვე შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­და­ნაც.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბა და თა­ვად მი­ნის­ტრი, კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ეხ­ვე­ვა "ჩა­ვარ­დნი­ლი საქ­მე­ე­ბის" გამო. გა­დავ­ხე­დოთ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის 4-წლი­ან პე­რი­ოდს და გა­ვიხ­სე­ნოთ ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის გა­მოც მი­ნის­ტრმა ოპო­ნენ­ტე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა:

  • იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბა
იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ვერ შეძ­ლო უზ­რუნ­ვე­ლე­ყო მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი. 2013 წლის წლის 16 ივ­ნისს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდივ­ნად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე აირ­ჩი­ეს, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კენ­ჭს მხო­ლოდ ერთ კან­დი­დატს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს უყ­რიდ­ნენ, რად­გან ოთხმა კან­დი­დატ­მა მის სა­სარ­გებ­ლოდ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­სნა. სა­ბო­ლო­ოდ, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო ისე და­კომ­პლექტდა, რომ ის საბ­ჭოს მდი­ვანს ემორ­ჩი­ლე­ბო­და და მას­ზე გავ­ლე­ნას იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­სა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ვერ ახ­დენ­და.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის (სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე 2005-2015) მარ­ჯვე­ნა ხელი და არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი საქ­მის მო­სა­მარ­თლე იყო, მათ შო­რის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

  • პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ე­ბად
ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად ით­ვლე­ბა ისიც, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ებს, ასე­ვე, მო­სა­მარ­თლე­ებს, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა, მო­სა­მარ­თლე­ო­ბის 10-წლი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, მან­და­ტი გა­უ­ხან­გრძლივ­დათ და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში დარ­ჩნენ. მე­ტიც, შე­საძ­ლოა ისი­ნი უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ე­ბა­დაც გამ­წეს­დნენ.

  • მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა
თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბად ით­ვლე­ბა ისიც, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის "მე­სა­მე ტალ­ღის" დამ­ტკი­ცე­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­ჭი­ა­ნურ­და - პირ­ვე­ლი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი კა­ნონპ­რო­ექ­ტმა ჯერ კი­დევ 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­ა­რა, თუმ­ცა კა­ნო­ნად 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში იქცა. ექ­სპერ­ტე­ბის მიერ "მე­სა­მე ტალ­ღის" დამ­ტკი­ცე­ბა შე­ფას­და რო­გორც "დაგ­ვი­ა­ნე­ბულ და არა­საკ­მა­რის სვლად". "მე­სა­მე ტალ­ღა­ში" ერთ-ერთ უმ­თავ­რეს აქ­ცენტს წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში საქ­მე­თა ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სის შე­მო­ღე­ბა. რო­გორც იუ­რის­ტე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, ამ ტემ­პით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს რე­ფორ­მის "მე­ო­თხე ტალ­ღაც", რომ­ლის გან­ხილ­ვაც ასე­ვე ჭი­ა­ნურ­დე­ბა, არა­და, "მე­ო­თხე ტალ­ღა" იმი­თაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის წე­სის გა­სა­ჩივ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ექ­სტრა­დი­რე­ბის პრო­ცე­სი
იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო კუ­რი­რებს ექ­სტრა­დი­რე­ბის პრო­ცეს­საც - და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის მყარ­დე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ვერ შეძ­ლო ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის: და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, დათა ახა­ლა­ი­ას, ერეკ­ლე კო­დუ­ას, გია უდე­სი­ა­ნის ექ­სტრა­დი­რე­ბა.

  • სკან­და­ლი ირან­თან
თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2014 წლის 1 სექ­ტემ­ბერს ძა­ლა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას. კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლომ 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნას­თან შე­ი­ნარ­ჩუ­ნა უვი­ზო რე­ჟი­მი, მაგ­რამ 90 დღემ­დე შე­ამ­ცი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის­თვის მა­ნამ­დე მოქ­მე­დი თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი; უვი­ზო რე­ჟი­მი სა­ერ­თოდ გა­უქ­მდა 10-ზე მეტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ამას მოყ­ვა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა: "რო­დე­საც ეს რე­ფორ­მა შე­ვი­და ძა­ლა­ში, ამან გა­მო­იწ­ვია ბოლო ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის 42 000 ადა­მი­ა­ნით შემ­ცი­რე­ბა - ჩი­ნე­ლე­ბის, ერა­ყე­ლე­ბის, ირა­ნე­ლე­ბის და ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის.... მერე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რომ უკვე დად­გე­ნილ ჩარ­ჩო­ში ვა­კონ­ტრო­ლოთ და შე­მო­ვუშ­ვათ ის, ვინც ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­მო­სურ­ნეა, ან ტუ­რის­ტია, და რაც მთა­ვა­რია, ინ­ვეს­ტო­რია".

ირა­ნის სა­ელ­ჩომ წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ განხცა­დე­ბას არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­უ­აზ­რე­ბე­ლი უწო­და. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის ამ ფორ­მით გამ­კაც­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნას წარ­მო­ად­გენ­და. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ანა­ლი­ზი­დან ირ­კვე­ვა, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბის ან ვი­ზის აღე­ბის წე­სე­ბის ცვლი­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნას არ წარ­მო­ად­გენ­და. 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა ისევ ლი­ბე­რა­ლუ­რი გახ­და და ირან­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა ისევ ძა­ლა­ში შე­ვი­და. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად შე­ფას­და.

  • სტრას­ბურ­გში მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი
სტრას­ბურ­გის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით შერ­ჩე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ორ­ჯერ და­ი­წუ­ნა. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ მო­წო­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი სტრას­ბურ­გში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ფას­და, მე­ო­რედ კი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ასა­კი და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა სოფო ჯა­ფა­რი­ძი­სა და შოთა გე­წა­ძის კან­დი­და­ტუ­რის ჩა­ვარ­დნის მი­ზე­ზად.

რუსა შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

6 შეცდომა, რომლის გამოც თეა წულუკიანმა კრიტიკა დაიმსახურა

6 შეცდომა, რომლის გამოც თეა წულუკიანმა კრიტიკა დაიმსახურა

რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ორი დაიწუნეს. იუსტიციის სამინისტრომ ახალი კანდიდატების შესარჩევად ქვეყნის შიგნით კონკურსი კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

პროცესი უკვე მეორედ არ შედგა, რასაც ექსპერტები და ოპოზიციური პარტიები წულუკიანის უწყების მორიგ მარცხად აფასებენ. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების თქმით, "პროცესი, რომელიც ჩაატარა იუსტიციის სამინისტრომ აღსავსე იყო მაქინაციებით იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ სტრასბურგში გასაგზავნ სამეულში". მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესის ჩავარდნას, მწვავე შეფასება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წულუკიანის უწყება და თავად მინისტრი, კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა "ჩავარდნილი საქმეების" გამო. გადავხედოთ თეა წულუკიანის მოღვაწეობის 4-წლიან პერიოდს და გავიხსენოთ ფაქტები, რომლის გამოც მინისტრმა ოპონენტების და საზოგადოების უკმაყოფილება დაიმსახურა:

  • იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება
იუსტიციის მინისტრობის პირველივე წელს, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო უზრუნველეყო მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს დასაკომპლექტებლად სამართლიანი და ობიექტური პირობები. 2013 წლის წლის 16 ივნისს იუსტიციის საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩიეს, მოსამართლეები კენჭს მხოლოდ ერთ კანდიდატს, ლევან მურუსიძეს უყრიდნენ, რადგან ოთხმა კანდიდატმა მის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა. საბოლოოდ, იუსტიციის საბჭო ისე დაკომპლექტდა, რომ ის საბჭოს მდივანს ემორჩილებოდა და მასზე გავლენას იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ ახდენდა.

ლევან მურუსიძე წლების განმავლობაში კოტე კუბლაშვილის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005-2015) მარჯვენა ხელი და არაერთი სკანდალური საქმის მოსამართლე იყო, მათ შორის, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში ფიგურირებდა.

  • პოლიტპატიმრების საქმეების მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად
ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობად ითვლება ისიც, რომ პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმის მოსამართლეებს, ასევე, მოსამართლეებს, რომელთა გადაწყვეტილებების ხელახალი განხილვების შემდეგ რადიკალურად განსხვავებული განაჩენი დადგა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადის გასვლის მიუხედავად, მანდატი გაუხანგრძლივდათ და სასამართლო სისტემაში დარჩნენ. მეტიც, შესაძლოა ისინი უვადო მოსამართლეებადაც გამწესდნენ.

  • მართლმსაჯულების რეფორმა
თეა წულუკიანის წარუმატებლობად ითვლება ისიც, რომ მართლმსაჯულების რეფორმის "მესამე ტალღის" დამტკიცება პარლამენტში გაჭიანურდა - პირველი საკომიტეტო მოსმენები კანონპროექტმა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაიარა, თუმცა კანონად 2016 წლის დეკემბერში იქცა. ექსპერტების მიერ "მესამე ტალღის" დამტკიცება შეფასდა როგორც "დაგვიანებულ და არასაკმარის სვლად". "მესამე ტალღაში" ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენს სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება. როგორც იურისტები და პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, ამ ტემპით სასამართლო სისტემაში შედეგს ვერ გამოიღებს რეფორმის "მეოთხე ტალღაც", რომლის განხილვაც ასევე ჭიანურდება, არადა, "მეოთხე ტალღა" იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის მოსამართლეთა შერჩევის წესის გასაჩივრებას ითვალისწინებს.

  • მაღალჩინოსნების ექსტრადირების პროცესი
იუსტიციის სამინისტრო კურირებს ექსტრადირების პროცესსაც - დასავლეთის ქვეყნებთან ბრალდებული პირის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროებს შორის მყარდება. იუსტიციის სამინისტრომ ვერ შეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების: დავით კეზერაშვილის, დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის ექსტრადირება.

  • სკანდალი ირანთან
თეა წულუკიანის ინიციატივით, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, საქართველომ 100-ზე მეტ ქვეყანასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი, მაგრამ 90 დღემდე შეამცირა საქართველოში უვიზოდ ყოფნისთვის მანამდე მოქმედი თითქმის ერთწლიანი პერიოდი; უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმდა 10-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამას მოყვა თეა წულუკიანის განცხადება: "როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ტურისტული ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება - ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების.... მერე ჩვენ შეგვიძლია, რომ უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ან ტურისტია, და რაც მთავარია, ინვესტორია".

ირანის საელჩომ წულუკიანის ამ განხცადებას არაკვალიფიციური და გაუაზრებელი უწოდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. 2016 წლის თებერვალში საიმიგრაციო პოლიტიკა ისევ ლიბერალური გახდა და ირანთან უვიზო მიმოსვლა ისევ ძალაში შევიდა. სავიზო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებლად შეფასდა.

  • სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატები
სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ორჯერ დაიწუნა. პირველ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მიერ მოწონებული კანდიდატები სტრასბურგში არაკვალიფიციურად შეფასდა, მეორედ კი, სტრასბურგის სასამართლომ ასაკი და გამოცდილება დაასახელა სოფო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის კანდიდატურის ჩავარდნის მიზეზად.

რუსა შელია

AMBEBI.GE

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები