სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი
"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი

"სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის მი­ხე­ილ თევ­ზა­ძის და­კა­ვე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და მი­ხე­ილ თევ­ზა­ძის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი და უსა­ფუძ­ვლო. გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არის პი­რა­დად ირაკ­ლი შო­თა­ძის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის და­პი­რე­ბე­ბის ტყვე.

საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" და­ცუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, რომ ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლია გარე ძა­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე თბი­ლი­სის მე­რი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ნო­ბა­ში ჩა­ტარ­და ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი შე­ნო­ბა შე­ა­ფა­სა 19 მი­ლი­ონ ლა­რად, მა­შინ როცა, სულ რა­ღაც 6 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს სა­და­ზღვეო კომ­პა­ნი­ის მხრი­დან ჩვენს მი­მართ ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი კომ­პენ­სა­ცია. 93 აქ­ცი­ო­ნერს, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა, სა­წყო­ბებ­ში და­ეწ­ვათ ასი­ა­თა­სო­ბით ლა­რის პრო­დუქ­ცია, რა­შინ უნდა დას­ჭირ­ვე­ბო­დათ ხან­ძრის გა­ჩე­ნა?

რო­გორც ჩანს, გარ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა, ზოგ ზო­გი­ერ­თებ­მა, არც ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა იცი­ან. "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ამ ხან­ძრის გამო, რად­გან დაგ­ვე­წე­ვა პრო­დუქ­ცია რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 100 ათას ლარს აჭარ­ბებ­და, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­გა­და­სა­ხა­დო ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბით დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად, ასე­ვე გაგ­ვი­ნად­გურ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ამ დროს კი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­ნი მო­ი­ჯა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 5-6 კვ.მ ფარ­თებ­ში ვაჭ­რობ­დნენ, არ ედ­გათ სა­ლა­რო აპა­რა­ტე­ბი, რად­გან მათი ნა­ვაჭ­რი იმ­დე­ნად მცი­რე იყო, რომ არ სა­ჭი­რო­ებ­და ამას, ამ­ბო­ბენ, რომ მათ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აუ­ნა­ზღა­უ­როს ათი ათა­სო­ბით ლა­რის კომ­პენ­სა­ცია. ამ ადა­მი­ა­ნებს არ გა­აჩ­ნი­ათ არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათი ზა­რა­ლის შე­სა­ხებ, ყო­ველ­თვი­ურ ბრუნ­ვებ­ზე და ითხო­ვენ არა­რე­ა­ლურ კომ­პენ­სა­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფოს­გან. მათ რო­დე­საც მი­ი­ღეს 3 ათას ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ჩვენ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დად მყო­ფებს არც ეს თან­ხა აგ­ვი­ღია, რად­გან იმე­დი გვქონ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის შემ­დეგ სა­და­ზღვეო თან­ხას მი­ვი­ღებ­დით. ამ ფონ­ზე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სის­ტე­მა­ტი­უ­რად აწყობ­დნენ აქ­ცი­ებს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი შეხ­ვდა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და და­პირ­და, რომ საქ­მე­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბოდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. მას შემ­დეგ რაც გა­ვი­და შო­თა­ძის მიერ დათ­ქმუ­ლი დრო და ვერ მოხ­და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოკ­ვე­თა და და­კა­ვე­ბა, "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" მო­ი­ჯა­რე­ებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შო­თა­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით და­ი­წყეს შიმ­ში­ლო­ბა. ამ ფაქ­ტი­დან მე­სა­მე დღეს, აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ, სა­დაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა გი­ორ­გი მა­ჭავ­რი­ან­მა. ის ითხოვ­და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას, ობი­ექ­ტურ და დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას. ამ ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ირაკ­ლი შო­თა­ძემ ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით და­ა­კა­ვა, რომ შე­წყდეს შო­თა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მიმ­დი­ნა­რე შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვაფრ­თხი­ლებთ მთა­ვარ პრო­კუ­რორს: და­ვი­წყებთ პერ­მა­ნენ­ტულ და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით უწყვეტ აქ­ცი­ებს არამ­ხო­ლოდ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, არა­მედ სხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­და პი­რა­დი პა­ტიმ­რე­ბის დრო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს შან­ტაჟს აყო­ლილ­მა, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­და­წყვი­ტა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა. ბრძო­ლა იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და იმა­ზე ბევ­რად მძი­მე, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. არ ვა­პი­რებთ, მი­ვა­ტო­ვოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არის უდა­ნა­შა­უ­ლო, ირაკ­ლი შო­თა­ძის და­პი­რე­ბე­ბის მსხვერ­პლი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი

"ბავშვთა სამყაროს" აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი

"სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, სადაც დირექტორის გიორგი მაჭავარიანის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიხეილ თევზაძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

აქციონერების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. გიორგი მაჭავარიანი არის პირადად ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მთავარი პროკურორის დაპირებების ტყვე.

საქმის მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ "ბავშვთა სამყაროში" დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, რომ ხანძარი გაჩენილია გარე ძალის ზემოქმედების შედეგად. ხანძრის გაჩენამდე თბილისის მერიის რეკომენდაციის საფუძველზე, შენობაში ჩატარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობის სამუშაოები და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო.

გამოძიების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან, ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც ჩვენი შენობა შეაფასა 19 მილიონ ლარად, მაშინ როცა, სულ რაღაც 6 მილიონ ლარს შეადგენს სადაზღვეო კომპანიის მხრიდან ჩვენს მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაცია. 93 აქციონერს, რომელთა შორისაც არიან ადამიანები, რომლებსაც გარდა უძრავი ქონებისა, საწყობებში დაეწვათ ასიათასობით ლარის პროდუქცია, რაშინ უნდა დასჭირვებოდათ ხანძრის გაჩენა?

როგორც ჩანს, გარდა კვალიფიციური გამოძიებისა, ზოგ ზოგიერთებმა, არც ელემენტარული მათემატიკა იციან. "ბავშვთა სამყაროს" აქციონერები ვართ ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ ხანძრის გამო, რადგან დაგვეწევა პროდუქცია რომლის ღირებულებაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარს აჭარბებდა, რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დოკუმენტალურად, ასევე გაგვინადგურდა უძრავი ქონება. ამ დროს კი ადამიანები, ჩვენი მოიჯარეები, რომლებიც 5-6 კვ.მ ფართებში ვაჭრობდნენ, არ ედგათ სალარო აპარატები, რადგან მათი ნავაჭრი იმდენად მცირე იყო, რომ არ საჭიროებდა ამას, ამბობენ, რომ მათ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ათი ათასობით ლარის კომპენსაცია. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება, მათი ზარალის შესახებ, ყოველთვიურ ბრუნვებზე და ითხოვენ არარეალურ კომპენსაციებს სახელმწიფოსგან. მათ როდესაც მიიღეს 3 ათას ლარიანი კომპენსაციები სახელმწიფოსგან, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედად მყოფებს არც ეს თანხა აგვიღია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ სადაზღვეო თანხას მივიღებდით. ამ ფონზე ეს ადამიანები სისტემატიურად აწყობდნენ აქციებს მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით. დაახლოებით 1 თვის წინ მთავარი პროკურორი შეხვდა აქციის მონაწილეებს და დაპირდა, რომ საქმეზე გამოვლინდებოდნენ დამნაშავეები. მას შემდეგ რაც გავიდა შოთაძის მიერ დათქმული დრო და ვერ მოხდა დამნაშავეების გამოკვეთა და დაკავება, "ბავშვთა სამყაროს" მოიჯარეებმა პროკურატურასთან შოთაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა. ამ ფაქტიდან მესამე დღეს, აქციონერებმა პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ, სადაც გამოძიებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა გიორგი მაჭავრიანმა. ის ითხოვდა კონკრეტული პირების დაკავებას, ობიექტურ და დროულ გამოძიებას. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში კი გიორგი მაჭავარიანი დააკავეს.

დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძემ ერთადერთი მიზნით დააკავა, რომ შეწყდეს შოთაძის წინააღმდეგ პროკურატურასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია. კატეგორიულად ვაფრთხილებთ მთავარ პროკურორს: დავიწყებთ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით უწყვეტ აქციებს არამხოლოდ მთავარ პროკურატურასთან, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასრულდა პირადი პატიმრების დრო, მაგრამ როგორც ჩანს შანტაჟს აყოლილმა, არაკვალიფიციურმა მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა უდანაშაულო ადამიანების დაკავებით საკუთარი თავის გადარჩენა. ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული და იმაზე ბევრად მძიმე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. არ ვაპირებთ, მივატოვოთ ადამიანი, რომელიც არის უდანაშაულო, ირაკლი შოთაძის დაპირებების მსხვერპლი და მთავარი პროკურორის პირადი პატიმარი", - აღნიშნულია სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ