მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ
3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ

მეც­ნი­ე­რე­ბი კა­მა­თო­ბენ იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გავ­ლე­ნა აქვს გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ საკ­ვებს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბა შე­საძ­ლოა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს. ამის გამო, მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვე­ყა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ითხოვს გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე წარ­წე­რის "გმო" ან "გმ" მი­თი­თე­ბას.

ამე­რი­კა­ში, ჩი­ნეთ­ში და კა­ნა­და­ში აწარ­მო­ე­ბენ სა­ხეც­ვლილ სი­მინდს, სო­ი­ოს და კარ­ტო­ფილს, ავ­სტრი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და უნ­გრეთ­ში კი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქტს არ ყი­დი­ან. გმო-ს მავ­ნებ­ლო­ბა არაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ გსურთ, რომ მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ, წარ­მო­გიდ­გენთ მა­გა­ლი­თებს, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ამო­იც­ნოთ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი.

1. და­აკ­ვირ­დით ეტი­კეტს

თუ ხე­დავთ წარ­წე­რას "100% ორ­გა­ნუ­ლი" ან "ორ­გა­ნუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი" (ინ­გლი­სუ­რად: Organic ან Made with organic ingredients), მა­შინ პრო­დუქ­ტში არაა გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი. თუ აქვს წარ­წე­რა "გმო-ს გა­რე­შე" (Non-GMO), ასეთ პრო­დუქ­ცი­ა­ში გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი არ აჭარ­ბებს 0,9%-ს.

2. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პრო­დუქ­ტის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს

გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქტს იდე­ა­ლუ­რი ფორ­მა აქვს, ახ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბას დიდი ხანი ინარ­ჩუ­ნებს და მათ­ზე მწე­რე­ბი არ სხდე­ბი­ან. თუ ხე­დავთ დიდ, მრგვალ, ლა­მაზ პო­მი­დორს, გვერ­დი უნდა აუ­ა­როთ. სა­უ­კე­თე­სო ნი­შა­ნი, რომ პრო­დუქ­ტი ნა­ტუ­რა­ლუ­რია, მისი ნაკ­ლი გახ­ლავთ. გაჭ­რი­სას გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი არ იც­ვლი­ან ფორ­მას და არ გა­მო­ყო­ფენ წვენს. თუ ხილ­ზე ან ბოსტნე­ულ­ზე მწე­რე­ბის შე­ხე­ბის კვალს ხე­დავთ, ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენს წი­ნა­შე ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია.

3. თუ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ იღებ­დეთ გმო-ს, და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სია:

სო­ი­ოს 78%, სი­მინ­დის 64%, რაფ­სის 24% (ზე­თო­ვა­ნი კულ­ტუ­რა) ტრანსგე­ნუ­რია. მათ კი ისეთ პრო­დუქ­ტებ­ში ამა­ტე­ბენ რო­გო­რი­ცაა: ძეხ­ვი და სო­სი­სი, რძის და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, მშრა­ლი საკ­ვე­ბი, პური, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი, ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი, არა­ქი­სის კა­რა­ქი, მა­ი­ო­ნე­ზი და შო­კო­ლა­დის სირო­ფი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია adme.ru-ს მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ

3 ნიშანი, რომლითაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ამოიცნობთ

მეცნიერები კამათობენ იმის თაობაზე, თუ რა გავლენა აქვს გენმოდიფიცირებულ საკვებს ჯანმრთელობაზე. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყანის კანონმდებლობა ითხოვს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე წარწერის "გმო" ან "გმ" მითითებას.

ამერიკაში, ჩინეთში და კანადაში აწარმოებენ სახეცვლილ სიმინდს, სოიოს და კარტოფილს, ავსტრიაში, საბერძნეთსა და უნგრეთში კი გენმოდიფიცირებულ პროდუქტს არ ყიდიან. გმო-ს მავნებლობა არაა დამტკიცებული, მაგრამ თუ გსურთ, რომ მხოლოდ ნატურალური საკვები მიიღოთ, წარმოგიდგენთ მაგალითებს, რომლითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი.

1. დააკვირდით ეტიკეტს

თუ ხედავთ წარწერას "100% ორგანული" ან "ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული" (ინგლისურად: Organic ან Made with organic ingredients), მაშინ პროდუქტში არაა გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტი. თუ აქვს წარწერა "გმო-ს გარეშე" (Non-GMO), ასეთ პროდუქციაში გენმოდიფიცირებული კომპონენტი არ აჭარბებს 0,9%-ს.

2. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ვიზუალურ მხარეს

გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იდეალური ფორმა აქვს, ახლის შეხედულებას დიდი ხანი ინარჩუნებს და მათზე მწერები არ სხდებიან. თუ ხედავთ დიდ, მრგვალ, ლამაზ პომიდორს, გვერდი უნდა აუაროთ. საუკეთესო ნიშანი, რომ პროდუქტი ნატურალურია, მისი ნაკლი გახლავთ. გაჭრისას გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ იცვლიან ფორმას და არ გამოყოფენ წვენს. თუ ხილზე ან ბოსტნეულზე მწერების შეხების კვალს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს წინაშე ნატურალური პროდუქტია.

3. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ იღებდეთ გმო-ს, დაიმახსოვრეთ ეს სია:

სოიოს 78%, სიმინდის 64%, რაფსის 24% (ზეთოვანი კულტურა) ტრანსგენურია. მათ კი ისეთ პროდუქტებში ამატებენ როგორიცაა: ძეხვი და სოსისი, რძის და ზღვის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, მშრალი საკვები, პური, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები, არაქისის კარაქი, მაიონეზი და შოკოლადის სიროფი.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს