პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა
პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე ს.ს. "სა­ვაჭ­რო სახ­ლი ბავ­შვთა სამ­ყა­რო"-ს დი­რექ­ტო­რი გ.მ, ხოლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე ამა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი მ.თ და­ა­კა­ვეს.

2017 წლის 30 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქ. №7-ში მდე­ბა­რე ს.ს. "სა­ვაჭ­რო სახ­ლი ბავ­შვთა სამ­ყა­როს" შე­ნო­ბის ნა­წილს (ე.წ. "ბაზ­რო­ბა ნიუ მოლი") ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის გულ­გრი­ლო­ბის გამო, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ძა­ლე­ბის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა "ბაზ­რო­ბა ნიუ მოლი"-ს სრუ­ლი ფარ­თო­ბის ნა­წილ­ში და ჩაქ­რო­ბა. შე­დე­გად, ხან­ძა­რი გავ­რცელ­და "ბაზ­რო­ბა ნიუ მოლი"-ს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" შე­ნო­ბა­ში, რა­მაც ხსე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის, მათ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სა­ქონ­ლი­სა და ინ­ვენ­ტა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გ.მ. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 243-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, ხოლო მ.თ. სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 2201 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით. და­კა­ვე­ბულ პი­რებს ბრა­ლი საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბათ, რის შემ­დგო­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო"-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს.

2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" შენობის ნაწილს (ე.წ. "ბაზრობა ნიუ მოლი") ცეცხლი გაუჩნდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება "ბაზრობა ნიუ მოლი"-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა "ბაზრობა ნიუ მოლი"-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.

გ.მ. დაკავებული იქნა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებულ პირებს ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ