Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პიცა - #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა „პრეგოში“
ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პიცა - #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა „პრეგოში“

ჟურ­ნა­ლი "გემ­რი­ე­ლია" 2012 წლი­დან ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის­თვის საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლია. მას­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტი და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვაა თავ­მოყ­რი­ლი. 2016 წლი­დან ჟურ­ნა­ლის რებ­რენ­დინ­გის შემ­დეგ, გა­ი­ზარ­და მისი მო­ცუ­ლო­ბა, და­იხ­ვე­წა ხა­რის­ხი და მკი­თხვე­ლის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და და ერ­თგულ მკი­თხველს არა ერთი სი­ახ­ლე და ღო­ნის­ძი­ე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ჟურ­ნალ­მა რამ­დე­ნი­მე თვეა ტრა­დი­ცი­ად აქ­ცია სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო­ე­ბის მო­წყო­ბა პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ამ­ჯე­რად ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის უფრო მას­შტა­ბუ­რი, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო სახე მი­ე­ცა. #CHEFმარ­კე­ტე­რი-ს მო­რი­გი შეხ­ვედ­რა იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან "პრე­გო­ში" გა­ი­მარ­თა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბი: "ქე­ბუ­ლი კლი­მა­ტი", "ლო­ტუ­სი" "ნინ­ტი ფარ­მა", "გაგ­რა პლუ­სი", "ქარ­ვას­ლა", "ბეკო", და "შვარცკო­ფი".

იხი­ლეთ ვი­დეო

მო­ნა­წი­ლე­ებს ტრა­დი­ცი­უ­ლი იტა­ლი­უ­რი პიცა უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ მა­თი­ვე შერ­ჩე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით. პრო­ექ­ტის არც ერთი მო­ნა­წი­ლე არ დარ­ჩე­ნი­ლა სა­ჩუქ­რის გა­რე­შე. ყვე­ლას გა­და­ე­ცა "ნინ­ტი ფარ­მას" სპე­ცი­ა­ლუ­რი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, წიგ­ნი "პა­ლიტ­რა L"- ის­გან "იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო" და რეს­ტო­რან "პრე­გოს" ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლი­თაც მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ აღ­ნიშ­ნულ რეს­ტო­რან­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის პიცა და­ა­გე­მოვ­ნონ. ანა­ლო­გი­უ­რი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ ჟი­უ­რის წევ­რებს: რეს­ტო­რან პრე­გოს წარ­მო­მად­გე­ნელ დი­ა­ნა ჩუ­ბი­ნი­ძეს , "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კონ­ტენტ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ ნინო ტუ­რაშ­ვილ­სა და ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ქეთი ადე­იშ­ვილს. მო­ნა­წი­ლე­ებს მცდე­ლო­ბა არ და­უკ­ლი­ათ, რომ გემ­რი­ე­ლი და ლა­მა­ზი პიცა გა­მო­ე­ცხოთ და სა­ხა­ლი­სო სა­ხე­ლიც შე­ერ­ჩი­ათ. სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვა, კომ­პა­ნია "ლო­ტუ­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ანა იმე­დაშ­ვილ­მა:

"გა­მარ­ჯვე­ბამ ძა­ლინ გა­მა­ხა­რა, კი­დევ ერთი დიდი წარ­მა­ტე­ბაა ეს ჩემ­თვის. დიდი მად­ლო­ბა ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" და "პრე­გოს", რომ მომ­ცეს შან­სი თავი გა­მო­მე­ცა­და კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. ჩემი პიცა იყო ორი გე­მოვ­ნე­ბით, ერთი ნა­წი­ლი პრო­შუ­ტო­თი და მე­ო­რე ნა­წი­ლი ოთხი ყვე­ლით მო­ვამ­ზა­დე, ამი­ტო­მაც და­ვარ­ქვი მას "ჯან­სა­ღი ექ­სპრე­სია". მგო­ნი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ვთვლი, რომ ყვე­ლას პიცა გემ­რი­ე­ლი იყო".

ანამ, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, და­მა­ტე­ბით მი­ი­ღო "პა­ლიტ­რა L-ის" გა­მო­ცე­მუ­ლი "დე­სერ­ტე­ბის ოქ­როს წიგ­ნი" და ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი "რეს­ტო­რან პრე­გოს­გან" _ პარტნი­ორ კომ­პა­ნია "დე­გუს­თე­ი­თის" პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ღვი­ნო. ანა იმე­დაშ­ვი­ლი, #CHEFმარ­კე­ტე­რი-ს დას­კვნით, გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს რეს­ტო­რა­ნი "პრე­გო" სტუმ­რებს უგემ­რი­ე­ლე­სი პი­ცი­თა და ღვი­ნით გა­უ­მას­პინ­ძლდა.

ნო­დარ ბა­ღიშ­ვი­ლი, პრე­გოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "კარ­გი და სა­ხა­ლი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვაა ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" მხრი­დან. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და, რად­გან ძი­რი­თა­დად ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იღებ­დნენ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პიცა - #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა „პრეგოში“

ყველაზე გემრიელი და ორიგინალური პიცა - #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა „პრეგოში“

ჟურნალი „გემრიელია“ 2012 წლიდან ყველა დიასახლისისთვის საყვარელი ჟურნალია. მასში უამრავი საინტერესო რეცეპტი და სასარგებლო რჩევაა თავმოყრილი. 2016 წლიდან ჟურნალის რებრენდინგის შემდეგ, გაიზარდა მისი მოცულობა, დაიხვეწა ხარისხი და მკითხველისთვის უფრო საინტერესო გახდა და ერთგულ მკითხველს არა ერთი სიახლე და ღონისძიება შესთავაზა. ჟურნალმა რამდენიმე თვეა ტრადიციად აქცია სასიამოვნო საღამოების მოწყობა პარტნიორი კომპანიებისთვის. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა მეგობრული შეხვედრებისთვის უფრო მასშტაბური, სახალისო და საინტერესო სახე მიეცა. #CHEFმარკეტერი-ს მორიგი შეხვედრა იტალიურ რესტორან „პრეგოში“ გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ კომპანიები: „ქებული კლიმატი“, „ლოტუსი“ „ნინტი ფარმა“, „გაგრა პლუსი“, „ქარვასლა“, „ბეკო“, და „შვარცკოფი“.

იხილეთ ვიდეო

მონაწილეებს ტრადიციული იტალიური პიცა უნდა მოემზადებინათ მათივე შერჩეული ინგრედიენტებით. პროექტის არც ერთი მონაწილე არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე. ყველას გადაეცა „ნინტი ფარმას“ სპეციალური კოსმეტიკური საშუალება, წიგნი „პალიტრა L”- ისგან „იტალიური სამზარეულო“ და რესტორან „პრეგოს“ ვაუჩერი, რომლითაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ რესტორანში ყველაზე დიდი, ნებისმიერი ტიპის პიცა დააგემოვნონ. ანალოგიური პრიზები გადაეცათ ჟიურის წევრებს: რესტორან პრეგოს წარმომადგენელ დიანა ჩუბინიძეს , „პალიტრა მედიის“ კონტენტ მარკეტინგის მენეჯერ ნინო ტურაშვილსა და ჟურნალ „გემრიელიას“ მთავარ რედაქტორს ქეთი ადეიშვილს. მონაწილეებს მცდელობა არ დაუკლიათ, რომ გემრიელი და ლამაზი პიცა გამოეცხოთ და სახალისო სახელიც შეერჩიათ. საბოლოოდ გაიმარჯვა, კომპანია „ლოტუსის“ წარმომადგენელმა, ანა იმედაშვილმა:

„გამარჯვებამ ძალინ გამახარა, კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ეს ჩემთვის. დიდი მადლობა ჟურნალ „გემრიელიას“ და „პრეგოს“, რომ მომცეს შანსი თავი გამომეცადა კულინარიაში. ჩემი პიცა იყო ორი გემოვნებით, ერთი ნაწილი პროშუტოთი და მეორე ნაწილი ოთხი ყველით მოვამზადე, ამიტომაც დავარქვი მას „ჯანსაღი ექსპრესია“. მგონი გემრიელი გამოვიდა, თუმცა ვთვლი, რომ ყველას პიცა გემრიელი იყო“.

ანამ, როგორც გამარჯვებულმა, დამატებით მიიღო „პალიტრა L-ის“ გამოცემული „დესერტების ოქროს წიგნი“ და ასევე, სპეციალური პრიზი „რესტორან პრეგოსგან“ _ პარტნიორ კომპანია „დეგუსთეითის“ პრემიუმ ხარისხის ღვინო. ანა იმედაშვილი, #CHEFმარკეტერი-ს დასკვნით, გრანდიოზულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვლინდება. ღონისძიების ბოლოს რესტორანი „პრეგო“ სტუმრებს უგემრიელესი პიცითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

ნოდარ ბაღიშვილი, პრეგოს წარმომადგენელი: „კარგი და სახალისო ინიციატივაა ჟურნალ „გემრიელიას“ მხრიდან. საკმაოდ საინტერესო და ლამაზი საღამო გამოვიდა, რადგან ძირითადად ქალბატონები იღებდნენ მასში მონაწილეობას“.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი