მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები

მე ვიბ­რძო­ლებ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბის­თვის და დავ­ბრუნ­დე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლია, რომ აღარ გაგ­რძელ­დე­ბა თა­მა­ში, სა­ხე­ლად დე­მოკ­რა­ტია. "პო­რო­შენ­კო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­სუ­ლა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, არა­მედ ჩა­ვი­და ორ ოლი­გარ­ქი­ულ რე­ჟიმს შო­რის შე­თან­ხმე­ბის­თვის - შე­თან­ხმე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნელ პო­რო­შენ­კოს და "გა­ზპ­რო­მის" უმ­სხვი­ლეს კერ­ძო აქ­ცი­ო­ნერს, რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის ქარ­თველ ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს შო­რის", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სიც­რუ­ეა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნას მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი მა­სა­ლე­ბი გა­დას­ცა. სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ორი დღის წინ პო­რო­შენ­კომ შეც­ვა­ლა იმ კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მელ­საც მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა ჩა­მო­ერ­თმია და მისი მორ­ჩი­ლი კო­მი­სია და­ნიშ­ნა.

"პეტ­რო ოლექ­სე­ე­ვიჩ პო­რო­შენ­კო, მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ცუდი მრჩევ­ლე­ბი გყავთ. ამ გან­კარ­გუ­ლე­ბით თქვენ და თქვენ­მა მთავ­რო­ბამ ხელი მო­ა­წე­რეთ გარ­და­უ­ვალ მარ­ცხს. დღეს თქვენ გა­დაკ­ვე­თეთ წი­თე­ლი ხაზი, თქვენ, რო­გორც თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დი, ცდუნ­დით, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ სურ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ არის ცა­რი­ე­ლი კონ­ცეფ­ცია, ყო­ველ­დღე, როცა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტით ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი, რომ უკ­რა­ი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო გამ­ხდა­რი­ყო! მე უფრო ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი, ვიდ­რე ამ­ჟა­მინ­დე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი. მე მიყ­ვარს უკ­რა­ი­ნა მთე­ლი ჩემი გუ­ლით და გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნის­თვის", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მი­სი­ვე თქმით, დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას არ აპი­რებს და იბ­რძო­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. "ჩემი გული უკ­რა­ი­ნას ეკუთ­ვნის, თქვე­ნი ხელ­მო­წე­რის მი­უ­ხე­და­ვად",- მი­მარ­თავს სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს ბრძა­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­ერ­თვა. ამის მი­ზე­ზად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რის დროს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და­სა­ხელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები

მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები

მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის საზოგადოებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ აღარ გაგრძელდება თამაში, სახელად დემოკრატია. "პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის - შეთანხმებისთვის უკრაინელ პოროშენკოს და "გაზპრომის” უმსხვილეს კერძო აქციონერს, რუსული პროექტის ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს შორის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. სააკაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ პოროშენკომ შეცვალა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმია და მისი მორჩილი კომისია დანიშნა.

"პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ განკარგულებით თქვენ და თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწერეთ გარდაუვალ მარცხს. დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი, თქვენ, როგორც თქვენი წინამორბედი, ცდუნდით, დააკმაყოფილოთ სურვილი ნებისმიერ ფასად. მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია, ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტით ვიყავი, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო! მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი უკრაინისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს და იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად. "ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის, თქვენი ხელმოწერის მიუხედავად“,- მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."