მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ ვაჟს, სანდრო ქოიავას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ სულისშემძვრელ პოსტს უძღვნის:
"ჩემი სუნთქვა, დედას ნეტარება (ასეც ვეძახდი).. <3 როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი, არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მონდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვიღებდით ყველა სანდროს ქებას... სულაც არ მიკვირდა.. და მამამისი ხომ საერთოდ, გიჟი მამა, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ყურადღებიანი და აქტიური მამა (მე თითიც არ გამინძრევია...), ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით <3 ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე სანდრო... ახრჩობდნენ ყურადღებით უსაყვარლესი, გამზრდელი ბებია-ბაბუები, ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები.. დეიდაშვილები, ყველა, მარტო ტელეფონზე კითხვა -პასუხს ვერ აუდიოდა ხოლმე, ყველა სათითაოდ ურეკავდა.. მეგონა ზედმეტად აწუხებდნენ, თურმე ამაოდ.. და მაინც წამი, შეცდომა და აღარ არის, გაქრა, წაიყვანა ღმერთმა უკან, დამსაჯა, სათანადოდო ვერ ვუფრთხილდებოდი მის საჩუქარს.. აღარ ჩამთვალა ღირს დედად... მართალია, სულ ტყუილად ვბრაზდებოდი ხოლმე მამაშენზე, ნუ ხარ ასეთი მკაცრიმეთქი, ვეომებოდი.. როგორც ყოველთვის, ბაჩი აღმოჩნდა მართალი...
კი ვიცოდი შენი ყველაფერი, "პლანი" როდის გასინჯე და როდის მოიშორე... "კლუბურ ნარკოტიკს" როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ "ეს შენი არ არის", ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე <3 ... მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში, თბილისში მინდა, მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო, შენ ხომ ბავშვობიდან, პატარა ბუთქუჩა სამი წლის სოკომ, მითახრი, "მე ფეგუთელი კი არა, ბიზნესმენი ვიქებიო და კაბლიოლეტს გიკიდიო" ))))), "როგორც ჭეშმარიტი მეგრელი და გენეტიკური კომერსანტი (ასე ვაშაყირებდით აქეთა მხარე - რაჭველები)))), ბიზნესმენობაზე ოცნებობდი ... არაჩვეულებრივადაც სწავლობდი და სწორად გეგმავდი ცხოვრებას... ვტკბებოდი შენით... ამერიკის დატოვების არჩევანიც მოგიწონე და ერთობლივად ძლივს დავითანხმეთ მამაშენიც, რომ, რომ აღარ გვინდოდა შენი დიპლომი... მე ბედნიერი ვიყავი, მამასაც გაეხსენი ბოლომდე, ისიც მოლბა და დაგიჯერა, საბუთების გადმოსატანად გაგიშვით... მაინც ცდუნება, წამი, და გაგვისხლტი, გაგვიფრინდი... მწარედ დავისაჯე ...
ყველას რჩეული - ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი "ვაწალები და ღუდელები" "საკალელი ბეგუცებით", რომ ღმერთის საჩუქარს ("ბოჟიი პოდაროჩეკს") ვეძახდით, ხუმრობის გარეშე... ან თვითონ როგორი მოსიყვარულე შვილი, შვილიშვილი, ძმა და მეგობარი იყო, ან როგორი საუკეთესო მეგობრები ჰყავს... ჭკვიანები, ჯანმრთელები, ან რა ჯიში, ან რა გენი.. საქართველოს ულამაზესი მომავალი... <3
დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ასეთ სასიკვდილო სილულელეს არა... ყმუილი მინდა... ალაბთ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ, ალბათ გადამეტ თავისუფლებას, რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი, მეგონა, ასე უფრო სწორი იყო ... ვფიქრობ, ვფიქრობ, გასკდა თავი..... შეცდომებს ვეძებ ჩემს აღზრდაში, რომ მიკაზე და რეზიზე არ დამემართოს იგივე შეცდომა თუ შეცდომები, აღარც ვიცი. .ვკვდები და არც ვკვდები, ყველაფერი ისე მტკივა - სული, ხორცი, ძვალი, შიგნეულობა მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეტური ტკივილისგან... რა გემრიელი ყოფილა საფლავის მიწა... ალბათ დავიმსახურე.. მაგრამ მაინც ქვა და რკინა ვარ.. ყველაფერს გავუძლებ, შევძლებ და მეც გამოვსწორდები ... კლდედ გადავიქცევი და აღარასდროს დავეცემი .. შენ როგორი დედაც გინდოდა, ისეთი გავხდები ჩემო, მსოფლიოში, ერთადერთო და განუმეორებელო, ჩემო მზეო, მანათობელო... მახსენდება და მეცინება, ხანდახან მიკაზე და რეზიზე რომ ეჭვიანობდი, ისინი ჩემზე მეტად გიყვარსო, სულ იმათზე ფიქრობო, არადა თვითონ, ჩემზე მეტად პატრონობდა თავის უმცროს ძმებს... ( ვითომ, თვითონ, ძალიან დიდი მყოლოდა, სულ რაღაც 2 და 4 წლით უფროსი იყო და კაცობდა, "აკონტროლებდა", ფეხის ზომებიც კი ზეპირად იცოდა.. რომ რამის ყიდვა არ შეშლოდა..)))))... არა დეე, უბრალოდ იმათ, დედა, ადრე გარდაეცვალათ და უბრალოდ, შენზე მეტს ვეფერებოდი... ერთნაირად მიყვარხართ დე,...
ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ, შენ <3 მაპატიე, ხანდახან ვცოდავ ხოლმე და მსოფლიოსი ყველაზე უბედური ადამიანი მგონია თავი, არადა ვგრძნობ, რომ შენ კარგად ხარ, ჩემთან როდის ხარ ხოლმე და მამაშენს როდის დასდევ ხოლმე რომ დაეხმარო, მაგასც ვგრძნობ.. მაპატიე, ყველაფერს მოვინანიებ და როდესაც ღმერთი მომცემს უფლებას, მოვალ და ჩაგეხუტები გულის მხრიდან მოგიწვები და მერე, სულ ერთად ვიქნებით, წამითაც არ მიგატოვებ... აღარასოდეს დე <3
P.S. ვხოცავდით მე და ბაჩი ერთმანეთ, არა ჩემი შვილია, არა ჩემი შვილია... )))) ჩემი კოპიოა, არა ჩემი ასლია... )))) ვერ გაგიყავით, მიხელივით გექაჩებოდით... და მაინც ვყრი ფარ-ხმალს... ბაჩის აღზრდის მეთოდი უფრო სწორი ყოფილა, უნდა დამეჯერებინა, კაცის ტვინი სულ სხვაა, უნდა დამეჯერებინა... სამაგიეროდ, ახლა მოვუხდი სახალხოდ ბოდიშს და გადავუხდი უდიდეს მადლობას, რომ ასეთი შვილი გამიზარდა, არაფერი არასდროს არ მოგაკლო, არაფერზე გული არ მწყდება, რომ "აი ჩემს შვილს უნდოდა და რამე აკლდა", ამაზე მაინც არ მაქვს სატირალი... თითქმის მსოფლიო შემოგატარა, შენს გარშემო აწყობდა და გეგმავდა.. ყველაფერი გაგიკეთა რაც შეეძლო და შეუძლებელიც შესძლო... ჩემზე მეტად უჭირს, ჩემზე მეტად მეცოდება... რით ვუშველო აღარ ვიცი... კაცის გლოვა სხვა ყოფილა... მეტირება ბაჩის გოგას და შენს მსოფლიოში უმაგრეს ბაბალუჩა თენგიზს რომ ვუყურებ... არ ვიცი... ყველაფერს ვეცდები... შენ როგორც გაგეხარდებოდა, ისე გავატანინებთ ერთმანეთს წუთისოფელს, გპირდები... მე ვგრძნობ შენ როგორ დარდობ ყველას ბება ლედის, იას, ბაბლუჩას.. ყველას... ყველას შენს მეგობრებს.... მე ყველაფერს ვეცდები.... გულში ჩავიკრავ, ყველას დავამშვიდებ, ყველას ვეყოფი.... თავს შემოვევლები... ყველას ვეტყვი, რომ შენ ძალიან კარგად და ღმერთთან ახლოს ხარ.... მაგრამ ხნდახან მაინც ძალიან სუსტი ვარ.... სასტიკად, სასინლად მენატრები... სად გავექცე ამ ჩემს ფიქრებს აღარ ვიცი...
და მაინც, "თენდება დილა 13 ივლისის, თალხით იბურება ჩვენი თბილისი. არსაით შველა, არსაით ძალა, ღვთის ნება იყო ასეთი, განა?!"...
....ამოვთქვი.. ამოვხეთქე... ნაწილობრივ მოვინანიე.. მორჩა... მე მეტს აღარ ვიტირებ... ჩემს ცრემლებს, თქვენ ვეღარ ნახავთ... აღარ შეგაწუხებთ... თუ მიმსახურებთ, დიდ მადლობას გეტყვით... აჩვეულებრივად, სრული ატვირტვითვიცხოვრებ, ასე უფრო მალე გავა დრო და ვეცდები გამოვსწორდე, ადამიანი გავხდე... იქნებ დავიმსახურო ჩემ შვილთან ყოფნა, იქნებ მეც ღირსი გავხდე უფალთან სიახლოვის.. მარადიული სიცოცხლის <3
და ბოლოს, ბაჩი, სრულიად საქართველოს თანდასწრებით, სახალხოდ ვაღიარებ, რომ სანდრო მირიანის ძე ქოიავა შენი ასლია, კოპიო, აღნაგობა, თვალი-წარბი, ღიმილიც კი შენი აქვს <3 )))) ნუ, ცოტა, ეს თვალის დაწეული კუთხეები აქვს ჩემი ( თუ ისევ, ეგოისტურად არ ვიტყუები, ცოტათი, ავი ზრახვების გარეშე... ))) ... მეტი არაფერი... მოკლედ, თხემით ტერფამდე შენი ალი-კვალია, ასლი, კოპიო, ხასიათიც, ტვინის სისხარტეც.. ყვე-ლა-ფე-რი!!!... ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დამითმია და ჰა, პირველად შენ დაგითმე, ჯანდაბას, ბოლომდე დავკნინდები ))))) დაგნებდიიი!".
შეგახსენებთ, 22 წლის სანდრო ქოიავა შარშან ნიუ-იორკში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი ერთ-ერთ ღამის კლუბთან იპოვეს. სანდრო ამერიკაში ბიძასთან ცხოვრობდა.