პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრავმასაც კი“
“ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრავმასაც კი“

წიგ­ნე­ბის კი­თხვას რომ მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს, აღა­რა­ვინ და­ვობს. ზო­გა­დად, კი­თხვა და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვის გა­ვარ­ჯი­შე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა. ამას­თან, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ამ­ცი­რებს სტრე­სის დო­ნეს, აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და ფო­კუ­სი­რე­ბის უნარს. უშუ­ა­ლოდ წიგ­ნის კი­თხვის პრო­ცე­სი კი დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. წიგ­ნი მკი­თხველს აძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სხვადსახ­ვა ეპო­ქა­სა და სამ­ყა­რო­ში იმოგ­ზა­უ­როს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი დიდ დროს უთ­მო­ბენ წიგ­ნებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი კი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში არი­ან.

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წიგ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თაც ცნო­ბი­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად კი, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს კი­თხვა და წიგ­ნი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნებ­ში. რო­გორც გოგა ამ­ბობს, კი­თხვას ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ადა­მი­ან­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ში და არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ეფექ­ტიც კი გა­აჩ­ნია.

"რა­ტომ უნდა ვი­კი­თხოთ წიგ­ნე­ბი? იმი­ტომ რომ შევ­ქმნათ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, ძლი­ე­რი ოჯა­ხე­ბი, რათა გა­ვი­აზ­როთ, რომ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რს კი­თხუ­ლო­ბენ, უფრო ად­ვი­ლად უმკლავ­დე­ბი­ან ტვი­ნის ტრა­მა­ვას, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც არ კი­თხუ­ლობს," - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, წიგ­ნის კი­თხვის­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო სწო­რედ ზა­ფხუ­ლია. რად­გან ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­ტი­ნის­გან დრო­ე­ბით მა­ინც გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, და­ის­ვე­ნოს და მშვი­დად იმოგ­ზა­უ­როს წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­რო­ში. თა­ვად გოგა ჩა­ნა­დი­რი ამ ზა­ფხულს 20-მდე წიგ­ნის წა­კი­თხვას გეგ­მავს. მკი­თხველს კი ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­სა­ტა­რებ­ლად 3 წიგ­ნი ურ­ჩია. გოგა ჩა­ნა­დი­რი გვირ­ჩევს დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი და­ვუთ­მოთ დე­ნი­ელ ქუ­ი­ნის ბესტსე­ლერ წიგნს "ის­მა­ელს", სვეტ­ლა­ნა ალექ­სი­ე­ვი­ჩის "ჩერ­ნო­ბი­ლის ლოც­ვას" და მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სას ცნო­ბილ რო­მანს "ვა­ცის ნა­დიმს".

წიგ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ზა­ფხუ­ლი აქვს და­გეგ­მი­ლი მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე­საც.

"მგო­ნია, რომ ზა­ფხუ­ლი სწო­რედ წიგ­ნე­ბის დროა და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ ეს საკ­რა­ლუ­რი აქტი - ზა­ფხულ­ში ჩრდილ­ში წიგ­ნე­ბის კი­თხვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოს­ცა­დოს. მერ­წმუ­ნეთ, ეს არის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში,"- ამ­ბობს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და ზა­ფხულ­ში წა­სა­კი­თხად შერ­ჩე­ულ 3 წიგნ­საც გვი­ზი­ა­რებს.

გი­ორ­გის რჩე­ვით, ზა­ფხუ­ლის თა­ვი­სუ­ფალ დროს ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლად გა­ვა­ტა­რებთ, თუ ფრე­დე­რიკ ბაკ­მა­ნის ქარ­თუ­ლად ახ­ლად­გა­მო­ცე­მულ ბესტსე­ლერს "კაცი სა­ხე­ლად უვეს", ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წარ­დგე­ნილ ტონი მო­რი­სო­ნის "ყვე­ლა­ზე ცის­ფერ თვალ­სა" და ქარ­თვე­ლი მწერ­ლის დათო გა­ბუ­ნი­ას წიგნს "დაშ­ლას" წა­ვი­კი­თხავთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

“ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრავმასაც კი“

“ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრავმასაც კი“

წიგნების კითხვას რომ მრავალი დადებითი მხარე აქვს, აღარავინ დავობს. ზოგადად, კითხვა დამატებითი ცოდნის მიღებისა და წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო გზაა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ის ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარს. უშუალოდ წიგნის კითხვის პროცესი კი დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. წიგნი მკითხველს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სხვადსახვა ეპოქასა და სამყაროში იმოგზაუროს.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველები დიდ დროს უთმობენ წიგნებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით დატვირთულები კი ზაფხულის პერიოდში არიან.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, პროფესიონალური ფოტოგრაფიის გარდა, საზოგადოებისთვის წიგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაც ცნობილია. პარალელურად კი, აქტიურად ცდილობს კითხვა და წიგნი უფრო პოპულარული გახადოს საზოგადოების ფართო ფენებში. როგორც გოგა ამბობს, კითხვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში, ადამიანთა განვითარებაში და არც მეტი, არც ნაკლები, მას მნიშვნელოვანი სამედიცინო ეფექტიც კი გააჩნია.

"რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? იმიტომ რომ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ოჯახები, რათა გავიაზროთ, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია იყოს წარმატებული. სამედიცინო თვალსაზრისითაც აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, უფრო ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრამავას, ვიდრე ისინი, ვინც არ კითხულობს," - ამბობს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

როგორც ის აღნიშნავს, წიგნის კითხვისთვის საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია. რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანთა უმრავლესობას საშუალება ეძლევა, მთელი წლის განმავლობაში არსებული რუტინისგან დროებით მაინც გათავისუფლდეს, დაისვენოს და მშვიდად იმოგზაუროს წიგნების მრავალფეროვან სამყაროში. თავად გოგა ჩანადირი ამ ზაფხულს 20-მდე წიგნის წაკითხვას გეგმავს. მკითხველს კი ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ გასატარებლად 3 წიგნი ურჩია. გოგა ჩანადირი გვირჩევს დასვენების დღეები დავუთმოთ დენიელ ქუინის ბესტსელერ წიგნს "ისმაელს", სვეტლანა ალექსიევიჩის "ჩერნობილის ლოცვას" და მარიო ვარგას ლიოსას ცნობილ რომანს "ვაცის ნადიმს".

წიგნებით დატვირთული ზაფხული აქვს დაგეგმილი მწერალ გიორგი კეკელიძესაც.

"მგონია, რომ ზაფხული სწორედ წიგნების დროა და მოვუწოდებ ყველას, რომ ეს საკრალური აქტი - ზაფხულში ჩრდილში წიგნების კითხვა აუცილებლად გამოსცადოს. მერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და ამავდროულად, ძალიან სასარგებლო გამოცდილება ცხოვრებაში,"- ამბობს გიორგი კეკელიძე და ზაფხულში წასაკითხად შერჩეულ 3 წიგნსაც გვიზიარებს.

გიორგის რჩევით, ზაფხულის თავისუფალ დროს ნამდვილად ღირებულად გავატარებთ, თუ ფრედერიკ ბაკმანის ქართულად ახლადგამოცემულ ბესტსელერს "კაცი სახელად უვეს", ნობელის პრემიაზე წარდგენილ ტონი მორისონის "ყველაზე ცისფერ თვალსა" და ქართველი მწერლის დათო გაბუნიას წიგნს "დაშლას" წავიკითხავთ.

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს