პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია
ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია

ჩან­თა ის აქ­სე­სუ­ა­რია, რომ­ლის გა­რე­შეც ქა­ლის ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩან­თის მი­ხედ­ვით მისი მფლო­ბე­ლის ხა­სი­ა­თის გან­სა­ზღვრა შე­იძ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ქა­ლე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ მის შერ­ჩე­ვას. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი მათ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ჩან­თე­ბი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი ქმნის.

ილია გე­ფე­რი­ძემ და სო­ფია ხო­სი­ტაშ­ვილ­მა კომ­პა­ნია "გე­ფე­რი­ნი" (Gepherrini) 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში შექ­მნეს. სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და იზ­რდე­ბა და ამ­ჟა­მად 42 ადა­მი­ანს ასაქ­მებს. წელს კი "გე­ფე­რი­ნი" "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა 2017-ში" წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა და წლის ბიზ­ნე­სის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი.

ილია გე­ფე­რი­ძის თქმით, Gepherrini-ის ჩან­თე­ბი უცხო­ურ ბაზ­რებ­ზეც იყი­დე­ბა და 7 ქვე­ყა­ნა­ში გა­დის ექ­სპორტზე.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა და რა­ტომ ქა­ლის ჩან­თე­ბის წარ­მო­ე­ბა?

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და. ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თავი სა­კუთრ ბიზ­ნეს­შიც გვე­ცა­და. დიდ ხანს ვფქი­რობ­დით, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ორი­ვე შევ­ჯერ­დით იმ ფაქ­ტზე, რომ ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­ე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა არ გვინ­დო­და, დაგ­ვე­წყო ისე­თი წარ­მო­ე­ბა, რომ­ლის ანა­ლო­გი­უ­რიც უკვე არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბაზ­რის მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ნიშა, რო­მელ­საც ჩვენ ვე­ძებ­დით, ქა­ლის ჩან­თე­ბი იყო. 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ვა­ფუძ­ნეთ კომ­პა­ნია, რომ­ლის სა­ხე­ლიც "გე­ფე­რი­ნი" ოჯა­ხის გავ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვარ­ჩი­ეთ და წარ­მო­ე­ბაც და­ვი­წყეთ.

- რით არის "გე­ფე­რი­ნის" ჩან­თე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი? რა­ტომ უნდა აირ­ჩი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა "გე­ფე­რი­ნი"?

"გე­ფე­რინ­მა" წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა და სტრა­ტე­გია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, მომ­ხმა­რე­ბელს ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად მი­ე­ღო მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის პრო­დუქ­ცია.

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ­ჩე­ვა­ნი "გე­ფე­რი­ნის" ჩან­თებ­ზე უნდა შე­ა­ჩე­როს: "გე­ფე­რი­ნის" ჩან­თე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი­საა და ის არ არის რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის კო­პი­რე­ბა; გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის 80% არის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი; ფასი არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი; გა­რან­ტია ხა­რისხზე - პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში "გე­ფე­რინ­მა" და­ა­წე­სა პრო­დუქ­ცი­ა­ზე ხა­რის­ხის გა­რან­ტია. ტყა­ვის შემ­ცვლე­ლებ­ზე გვაქვს 6 თვი­ა­ნი გა­რან­ტია, ხოლო ტყა­ვებ­ზე 12 თვი­ა­ნი. მომ­ხმა­რებ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც რომ იყოს, კომ­პა­ნია ცდი­ლობს, და­ეხ­მა­როს მას და შე­უ­კე­თოს ჩან­თა.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გა­დის ექ­სპორტზე "გე­ფე­რი­ნის" ჩან­თე­ბი და რამ­დე­ნად რთუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია?

- "გე­ფე­რი­ნი" 7 ქვე­ყა­ნა­ში გა­დის ექ­სპორტზე. ესე­ნია: აშშ, საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი, რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში გას­ვლა და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ბაზ­რებ­ზე წი­ლის მო­პო­ვე­ბა, რად­გა­ნაც ეს პრო­ცე­სი დიდ სახ­სრებს მო­ი­თხოვს.

- რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო "გე­ფე­რი­ნის­თვის" პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა?

- "გე­ფე­რი­ნის" გუნ­დი მუდ­მი­ვად ზრდა­სა და გან­ვით­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ჩვენ ყო­ველ­თვის ვუს­მენთ მომ­ხა­რებ­ლის აზრს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მას. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა სწორ­მა სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კამ. ჩვენ­თან ტყა­ვის შემ­ცვლე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის ფასი 45 ლა­რი­დან 119 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის კი - 119 ლა­რი­დან 299 ლა­რამ­დე. სა­ფუ­ლე­ე­ბის ფასი 29-99 ლა­რია, ქამ­რე­ბის - 39-69.

- კომ­პა­ნია ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა 2017-ში" მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი რას შეც­ვლის "გე­ფე­რი­ნის­თვის" გა­მარ­ჯვე­ბა?

ბიზ­ნეს და­ჯი­ლო­დე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყვეთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა და წლის ბიზ­ნე­სის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე ვართ წარ­დგე­ნი­ლი. გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად გვაქვს, რად­გა­ნაც ვფიქ­რობთ, ჩვენს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვართ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

- 2017 წლის ბო­ლომ­დე და­გეგ­მი­ლი გვაქვს მა­მა­კა­ცის და სა­ბავ­შვო ჩან­თე­ბის ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა. 2018 წლის გე­გე­მებ­ში შე­დის ფეხ­საც­მლი­სა და ტან­საც­მლის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

ფოტო: ანა მარ­გი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია

ულამაზესი ქართული ჩანთები, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში იყიდება - "გეფერინის" წარმატების ისტორია

ჩანთა ის აქსესუარია, რომლის გარეშეც ქალის ცხოვრება წარმოუდგენელია. ჩანთის მიხედვით მისი მფლობელის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება. სწორედ ამიტომ, ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ მის შერჩევას. ბოლო პერიოდში კი მათ ყურადღებას იქცევს ქართული წარმოების განსხვავებული დიზაინის ჩანთები, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქმნის.

ილია გეფერიძემ და სოფია ხოსიტაშვილმა კომპანია "გეფერინი" (Gepherrini) 2014 წლის აგვისტოში შექმნეს. საოჯახო ბიზნესი მუდმივად ვითარდება და იზრდება და ამჟამად 42 ადამიანს ასაქმებს. წელს კი "გეფერინი" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" მიერ ორგანიზებულ "ბიზნეს დაჯილდოება 2017-ში" წლის ქართული პროდუქტისა და წლის ბიზნესის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ილია გეფერიძის თქმით, Gepherrini-ის ჩანთები უცხოურ ბაზრებზეც იყიდება და 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

- რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესის დაწყება და რატომ ქალის ჩანთების წარმოება?

- მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავი საკუთრ ბიზნესშიც გვეცადა. დიდ ხანს ვფქირობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ორივე შევჯერდით იმ ფაქტზე, რომ ეს საქმე აუცილებლად წარმოება უნდა ყოფილიყო. თუმცა არ გვინდოდა, დაგვეწყო ისეთი წარმოება, რომლის ანალოგიურიც უკვე არსებობდა საქართველოში. ბაზრის მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნიშა, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, ქალის ჩანთები იყო. 2014 წლის აგვისტოში დავაფუძნეთ კომპანია, რომლის სახელიც "გეფერინი" ოჯახის გავრიდან გამომდინარე შევარჩიეთ და წარმოებაც დავიწყეთ.

- რით არის "გეფერინის" ჩანთები გამორჩეული? რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა "გეფერინი"?

"გეფერინმა" წარმოების დაწყებისთანავე ჩამოაყალიბა თავისი მიმართულება და სტრატეგია. ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად მიეღო მაღალი ხარისხისა და განსხვავებული დიზაინის პროდუქცია.

რამდენიმე მიზეზია, რატომაც მომხმარებელმა არჩევანი "გეფერინის" ჩანთებზე უნდა შეაჩეროს: "გეფერინის" ჩანთები განსხვავებული დიზაინისაა და ის არ არის რომელიმე ცნობილი ბრენდის კოპირება; გამოშვებული ჩანთების 80% არის ლიმიტირებული; ფასი არის ხელმისაწვდომი; გარანტია ხარისხზე - პირველად საქართველოში "გეფერინმა" დააწესა პროდუქციაზე ხარისხის გარანტია. ტყავის შემცვლელებზე გვაქვს 6 თვიანი გარანტია, ხოლო ტყავებზე 12 თვიანი. მომხმარებლის ბრალეულობაც რომ იყოს, კომპანია ცდილობს, დაეხმაროს მას და შეუკეთოს ჩანთა.

- რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე "გეფერინის" ჩანთები და რამდენად რთულია საზღვარგარეთ პროდუქციის რეალიზაცია?

- "გეფერინი" 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ესენია: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღნიშნულ ქვეყნებში გასვლა დაინტერესების შესაბამისად მოხდა. განსაკუთრებით რთულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე წილის მოპოვება, რადგანაც ეს პროცესი დიდ სახსრებს მოითხოვს.

- რამდენად რთული იყო "გეფერინისთვის" პოპულარობის მოპოვება?

- "გეფერინის" გუნდი მუდმივად ზრდასა და განვითრებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ მომხარებლის აზრს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორმა საფასო პოლიტიკამ. ჩვენთან ტყავის შემცვლელით დამზადებული ჩანთების ფასი 45 ლარიდან 119 ლარამდე მერყეობს, ნატურალური ტყავის კი - 119 ლარიდან 299 ლარამდე. საფულეების ფასი 29-99 ლარია, ქამრების - 39-69.

- კომპანია ბიზნეს დაჯილდოება 2017-ში" მონაწილეობს. როგორია თქვენი მოლოდინი რას შეცვლის "გეფერინისთვის" გამარჯვება?

ბიზნეს დაჯილოდების შესახებ "ფეისბუქის" საშუალებით შევიტყვეთ და მონაწილეობა გადავწყვიტეთ. წლის ქართული პროდუქტისა და წლის ბიზნესის ნომინაციაზე ვართ წარდგენილი. გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რადგანაც ვფიქრობთ, ჩვენს ნომინაციაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ვართ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები

- 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს მამაკაცის და საბავშვო ჩანთების ხაზის განვითარება. 2018 წლის გეგემებში შედის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოების დაწყება.

ნანა მღებრიშვილი

ფოტო: ანა მარგიანი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი