პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია
რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ლო­მია იმ სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც ყო­ფილ­მა თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა მისი მი­სა­მარ­თით გა­ავ­რცე­ლა. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს პარ­ტი­ის ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ლა­ტა­რია გა­ტა­ცე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ლო­მია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას და ამ­ბობს, რომ ირაკ­ლი ლა­ტა­რია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად მი­მარ­თავს ამ ხერ­ხს:

"რო­დე­საც ასეთ ბრალ­დე­ბას დებ, მო­ტი­ვი ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს? ხომ უნდა თქვა რას მო­ი­თხოვ­დნენ შენ­გან? ვგა­ვარ არა­ა­დეკ­ვა­ტურ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გა­ი­ტა­ცებს, აწა­მებს ადა­მი­ანს ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე და ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს? ლა­ტა­რია პარ­ტი­ა­ში მო­ვი­და 2015 წელს და მას ჩა­ვა­ბა­რეთ ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი. დამ­თავ­რდა მისი პრო­ექ­ტი, შე­უ­წყდა კონ­ტრაქ­ტი და და­ვეშ­ვი­დო­ბეთ. რა­ტომ­ღაც მა­შინ მე და­მე­კის­რა გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ის და 14-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რა თქმა უნდა იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მისი მხრი­დან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი ეს ვერ იქ­ნე­ბო­და... რო­გორც ის ამ­ბობს, რომ 9 თვეა არ ამ­ბობ­და... კარ­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ უთხრა, მე­გობ­რე­ბი მა­ინც არ ყავ­და, რომ ეთ­ქვა?

მაქვს გარ­კვე­უ­ლი ეჭვი, რომ ეს მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია და ვცდი­ლობ და­ვად­გნო ვის­გან. გვი­გო­რე­ბენ შავ პი­არს ლა­ტა­რი­ას სა­ხით. გვაქვს ეჭვი, რომ ჩვე­ნი ვი­ზი­ტი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, აქ უთან­ხმო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან... ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს, რომ გა­მო­ცო­ცხლდნენ ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია არ შე­იძ­ლე­ბა" - ამ­ბობს გი­ორ­გი ლო­მია და დას­ძენს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" მი­მარ­თავს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ყო­ფი­ლი წევ­რი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ლა­ტა­რია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი ლო­მი­ას გა­ტა­ცე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ლა­ტა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცლად აღ­წერს, რომ შემ­თხვე­ვა 9 თვის წინ მოხ­და, თუმ­ცა აქამ­დე მისი გახ­მა­უ­რე­ბის­გან მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის გამო იკა­ვებ­და თავს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის "ორ­სულ ცოლს მან­ქა­ნა გა­ი­ტან­და" (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ლა­ტა­რი­ას მი­მარ­თვა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

პარლამენტარი გიორგი ლომია იმ სკანდალურ ბრალდებას პასუხობს, რომელიც ყოფილმა თანაპარტიელმა მისი მისამართით გაავრცელა. "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს პარტიის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ლატარია გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს.

ლომია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ირაკლი ლატარია საკუთარი თავისადმი ხალხის ყურადღების მისაქცევად მიმართავს ამ ხერხს:

"როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს? ხომ უნდა თქვა რას მოითხოვდნენ შენგან? ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს ადამიანს ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ამით სიამოვნებას იღებს? ლატარია პარტიაში მოვიდა 2015 წელს და მას ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი, შეუწყდა კონტრაქტი და დავეშვიდობეთ. რატომღაც მაშინ მე დამეკისრა გამეთავისუფლებინა ის და 14-კაციანი ჯგუფი, რა თქმა უნდა იყო უკმაყოფილება მისი მხრიდან, მაგრამ ადამიანის გატაცების მიზეზი ეს ვერ იქნებოდა... როგორც ის ამბობს, რომ 9 თვეა არ ამბობდა... კარგი სამართალდამცველებს არ უთხრა, მეგობრები მაინც არ ყავდა, რომ ეთქვა?

მაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ეს მართული პროცესია და ვცდილობ დავადგნო ვისგან. გვიგორებენ შავ პიარს ლატარიას სახით. გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, აქ უთანხმოება ხელისუფლებასთან... ყველაფერი მეტყველებს, რომ გამოცოცხლდნენ ძალები, რომლებსაც მართავს ხელისუფლება, მაგრამ ასეთი ბინძური კამპანია არ შეიძლება" - ამბობს გიორგი ლომია და დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსი" მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია, პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცლად აღწერს, რომ შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა აქამდე მისი გახმაურებისგან მეუღლის ორსულობის გამო იკავებდა თავს. მისივე ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა" (წაიკითხეთ ვრცლად ლატარიას მიმართვა)

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები