"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ

"უბრალოდ მაგარი იყო... ამიტომაც ესროლეს..." - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-16 წლისთავზე ემოციური პოსტებით იხსენებენ

ჟურნალისტ გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 16 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

წაიკითხეთ ასევე: ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს

ჟურნალისტის გარდაცვალების მეთექვსმეტე წლისთავს სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან:

მათე კირვალიძე, ტელეპროდუსერი:

სახლიდან რუსმა ოკუპანტებმა გამოაგდეს...

სხვისი სახლიდან გაასვენეს...

მერე სიონი...

26... ყველაფერი მოასწრო...

"თბილისელი" არ იყო... ბევრი ვერ ჯობდა თბილისელობაში...

დიპლომი არ ჰქონდა, არც უმაღლესი განათლება...

არაფერი შეშლია...არც ძმობაში, არც ძმაკაცობაში...ძმა იყო. ძმაკაცი. კარგი კაცი - ნამდვილი...

უყვარდა და ტკიოდა...

ომშიც იყო...

ჰო მართლა დაცვა არ დაჰყვებოდა, ეგეთი "სვეტიც" არ იყო...

ერთი ნივა ჰყავდა მექანიკა...

უბრალო იყო, ვარსკვლავი კი არა უბრალო...

ამიტომ იყო მაგარი...

მაგარი რომ იყო იმიტომ ესროლეს...

ასე მარტივად, აიღეს და ესროლეს...

არც არავინ დამუქრებია და არც არავის დამუქრებია...

უბრალოდ მაგარი იყო.. ამიტომაც ესროლეს...

მაგარი...

მის თაობაში, ჩვენ თაობაში, ყველაზე მაგარი...

უხმაურო და ხმაურიანი...დღემდე ასეა...

მერე რა რომ თეთრ მარმარილოზე "დარჩა" მისი სახელი...

ისე მოხდა რომ...

ისინი აღარ არიან...მტერსაც არ ვუსურვებ...

ისე მოხდა რომ...

დაცვა არ ჰყოლია... ისე, ნივით დადიოდა...

16 წელი გასულა...

42-ის იქნებოდა...

26...

აიღეს და ესროლეს...

გიორგი მოკლეს...

გიორგი სანაია....

ირაკლი ღლონტი, "რეფორმატორების" თავმჯდომარე:

ის ჩემი ოჯახის წევრიც იყო... არასდროს არ დამავიწყდება წუთები, როცა შევიტყვეთ ეს ტრაგედია... მთელი ჩემი ოჯახი თვალცრემლიანი შევცქეროდით ტელევიზორს და უბრალოდ ვერ ვხსნიდით როგორ უნდა მოეკლათ გიორგი.. ეს იყო დიდი ბოროტება, სამარცხვინო შავი ლაქა ქართული სახელმწიფოს ისტორიაში!

ღმერთმა აცხონოს მისი სული

გიგი ნათმელაძე:

ბავშვი ვიყავი, რაჭაში ვისვენებდი ამ დროს ეს საზარელი ამბები ტელევიზიით რომ გავიგე... არასდროს დამავიწყდება, ტელევიზორის წინ ვიყავი ჩაცუცქული და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. ვაცნობიერებდი, როდესაც მშობლები "ღამის კურიერზე" გადართავდნენ იქ გიორგი აღარ დაგვხვდებოდა. საზარელი დღე!

თეა ქეცბაია:

როგორ მწარედ მახსოვს ეს დღე!

მთელი ღამე ტანი ვერ დავდე საწოლზე, სადღაც მინდოდა მივსულიყავი და რაღაცით მივხმარებოდი, ოღონდ ის არ ყოფილიყო, რაც იყო...

მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მაფანატებდა მასზე. ჩვენი საერთო ნათესავი, რუსუდან ზანთარაია შემპირდა გაგაცნობო და ერთ კვირაში უნდა შევხვედროდი დათოს - მის შვილს, რომ გიორგისთან წავეყვანე.

ძალიან მეტკინა ეს ადამიანი.

ირა გოგოსაშვილი:

ბათუმში, ბერეგზე, შემხვდა, აუდიენიაში, ერთად ვმუშაობდით და რასაკვირველია გადასარევად ვიცნობდით ერთმანეთს.... ვისაუბრეთ, მივეპერეთ ერმანეთს და მეორე დღეს, "რუსთავი 2" საინფორმაციოს საყურებლად გადავრთე....გიოს კადრი დასტოპებული რომ იყო ვიფიქრე ცუდი სიგნალია და გაჭედათქო..... გავიდა 2 საათი ისევ და უკვე სადღაც 5-6 საათზე ეს საშინელება გავიგე...... თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა, მაშინვე თვალწინ გაირბინა იმ კადრებმა, აუდიენციის ბუპეტიდან დაწყებული, (სადაც გავიცანი), ბოლო სეხვედრამდე.... ზალიან ნიჭიერი ძმა გყავდა ვახო,ძალიან კარგი ადამიანი და სუპერ პროპესიონალი!ერთხელ დემირელის კაშხალთან დაკავშირებით მისი ტექსტი წავიკითხე ეთერში გასვლამდე და ვკითხულობდი ვინ დაწერა, როგორი ბრწინვალე ანალიზიათქო...... აცხონოს ღმერთმა!

გიორგი ედიშერაშვილი:

არასდროს დამავიწყდებს ეს დღე, იმის მიუხედავად რომ ძალიან პატარა ვიყავი. სახლში შემოვედი დაღლილი და ატირებული დედაჩემი დავინახე. ოჯახის დანარჩენ წევრებსაც სახე ჩამოსტიროდათ. მერე დიდხანს ვფიქრობდი და მაინც ვერ ვხვდებოდი, ვინმეს რატომ უნდა ჩაედინა ასეთი საშინელება.

ნათია ლეკიშვილი:

როგორ მახსოვს ეს დღე, სრულიად საქართველო რომ გაყინა და გააქვავა. როგორი ნათელი ადამიანი იყო  მახსოვს ჟურნალისტობა უკვე მინდოდა-ამ ამბის შემდეგ კი ვბობდი: მე ჟურნალისტი გავხედბი და ჟურნალისტურ გამოძიებას ჩავატარებ ამ ამბავზე,მე გავხი ამ თემასთქო. ჟურნალისტი გავხდი, მაგრამ....

ლაურა კუტუბიძე:

როგორ მახსოვს გიორგის ბოლო ინტერვიუ ზურაბ ჟვანიასთან... მთელი მისი ხიბლი - ქარიზმა, ნიჭი, პროფესიული ოსტატობა თითქოს ერთბაშად ამოიფრქვა ამ ინტერვიუში...

ძალიან მაღლა ასწია თავისი დროის ჟურნალისტური თამასა! ისე, რომ იოლად ვეღარავინ შესწვდა მის ნიშნულს!

თეა გიორგაძე:

დღეს ვიხსენებდი. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ელდა და უმძიმესი დღეები. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგის ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა თუ არა ის უკეთური ადამიანები, ვინც ყველაფერი ეს დაგეგმა და განახორციელა. ნეტა როგორ დადიან ამ ქვეყნად. მიწა არ ეწვით ფეხქვეშ?

ლალი როზომაშვილი:

სახლში რატომღაც ადრე მოვედი ანუ, 6 საათიანი კურიერსთვის შემეძლო მეყურა. საათს შევხედე, 5 წუთი აკლდა. ტელევიზორი ჩავრთე. ცხელოდა, გავიფიქრე, რომ პარალელურად, ოთახში ყვავილებს მოვრწავდი მაგრამ მივხვდი რომ მეტი დრო გავიდა ეკრანს შევხედე... "ის საშინელი წარწერა"... მერე დაუსრულებელი სასამართლო პროცესები მაშინდელ გლდანის სასამართლოში... პირდაპირი ტრანსლაცია... მერე სააპელაციო... მერე ხელისუფლების ცვლილება და იმედი, რომ უფრო მეტი რამ გაირკვეოდა... ალბათ, მისი გარდაცვალების შემდგომი წლებიც ისეთივე სკანდალური იყო, როგორც მისი ჟურნალისტური კარიერა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს