პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები, რომლის გამოც ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები, რომლის გამოც ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 31 წლის გი­ორ­გი ჩხე­ი­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბას, რო­მელ­შიც ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე - 40 წლის ნო­დარ ძინ­ძი­ბა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შემ­თხვე­ვა 2013 წლის 23 ივ­ნისს, ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში მოხ­და და მთე­ლი გერ­მა­ნია შეძ­რა. "ამე­რი­კის ხმა" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე წერს:

"ყა­ჩა­ღე­ბი ელ­ზა­სის ქუ­ჩა­ზე, 85 წლის ანე­ლიზ მორ­ხუ­ტის ბი­ნა­ში ღია აივ­ნი­დან შე­ვიდ­ნენ, პენ­სი­ო­ნერ ქალ­ბა­ტონს სცე­მეს, გა­კო­ჭეს, პირი აუკ­რეს და სა­ბა­ნი შე­მო­ახ­ვი­ეს. სახ­ლი­დან 2500 ევ­რო­ი­ა­ნი "რო­ლექ­სის" სა­ა­თი, ფული და ოქ­რო­უ­ლო­ბა გა­ი­ტა­ცეს. პო­ლი­ცი­ამ მო­ხუ­ცი ორი დღის შემ­დეგ გა­გუ­დუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა...", - წერს "ამე­რი­კის ხმა", რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას გერ­მა­ნი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე ვერ გახ­სნეს - ყა­ჩა­ღებს ბი­ნა­ში ანა­ბეჭ­დე­ბი არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ცია და­ნა­შა­უ­ლის გარ­შე­მო მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე ორი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის ნერ­წყვის კვა­ლი იპოვ­ნეს. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო დნმ-ის ნი­მუ­შით, ანა­ბეჭ­დე­ბის და­სად­გე­ნად, მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცია "ელ­ზა­სი" 2013 წლის ზა­ფხულ­ში­ვე და­ი­წყო და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ ნი­ურნ­ბერ­გის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, 20-დან 40 წლამ­დე ასა­კის, 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ნერ­წყვის ანა­ლი­ზი შე­ა­მოწ­მა," - წერს "ამე­რი­კის ხმა".

გა­მო­ძი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ჯილ­დოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად, 5000 ევრო და­ა­წე­სეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თან­ხა გა­ა­ორ­მა­გეს. 2015 წლის მარ­ტში, ნი­ურნ­ბერ­გში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ-ის ნი­მუ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ეროვ­ნულ ბა­ზა­ში და­ცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნი­მუშს და­ემ­თხვა...

გა­ირ­კვა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, 1976 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი ჩხე­ი­ძის დნმ-ის ნი­მუ­ში იყო, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ა­ში თავ­შე­სა­ფარს ითხოვ­და. მას პას­პორ­ტი ღვა­ლა­ძის გვარ­ზეც ჰქონ­და, მისი და­კა­ვე­ბა მა­შინ ვერ მო­ხერ­ხდა... გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ ჩხე­ი­ძის გა­რე­მოც­ვი­სა და კავ­ში­რე­ბის შე­მოწ­მე­ბაც და­ი­წყო, რა დრო­საც მე­ო­რე დამ­ნა­შა­ვე, ნო­დარ ძინ­ძი­ბა­ძეც იპო­ვეს, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში, იტა­ლი­ა­ში ქურ­დო­ბის­თვის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სას­ჯელს ფლო­რენ­ცი­ა­ში იხ­დი­და.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ამ იტა­ლი­ი­დან ძინ­ძი­ბა­ძის ექ­სტრა­დი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, 2016 წლის მა­ის­ში სა­სა­მარ­თლომ მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ნი­ურნ­ბერ­გის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ტილო ბახ­მა­ნი ამ­ბობს, - დნმ-ის ნი­მუ­შე­ბის და­სად­გე­ნად პო­ლი­ცი­ამ დიდი სა­მუ­შაო გას­წია, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ნამ­დვილ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს.

და­ნა­შა­უ­ლის მე­ო­რე მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე­ზე გერ­მა­ნი­ამ ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის მეშ­ვე­ო­ბით, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჩხე­ი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და მისი და­კა­ვე­ბა არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, - პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ის ხში­რად იც­ვლი­და ად­გილ­სამ­ყო­ფელს. ბო­ლოს, 2016 წლის 18 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს აიყ­ვა­ნეს... ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლომ მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის, უპ­რე­ცე­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, გერ­მა­ნი­ა­ში, ბა­დენ-ვი­ურ­ტემ­ბერ­გის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის პრე­ზი­დენტს, რალფ მი­ჰელ­ფელ­დერს სა­ქარ­თვე­ლო­დან შსს-ს ორი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი შეხ­ვდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ი­დან უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­ა­წო­დეს.

"მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად უტყუ­ა­რად დად­გინ­და, რომ ჩხე­ი­ძის დნმ-ის კვა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცხე­დარ­ზე, ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ სხვა ნივ­თებ­ზე", - წერს "ამე­რი­კის ხმა" მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, მი­ხე­ილ ძაგ­ნი­ძის თქმით, "მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სა­მარ­თლო მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ჩხე­ი­ძის დნმ-ის კვა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცხე­დარ­ზე, ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ნივ­თებ­ზე: და­ნის ტარ­ზე, ბი­ნის კო­რი­დორ­ში არ­სე­ბუ­ლი კო­მო­დის მარ­ჯვე­ნა სა­ხე­ლურ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლის გა­ტე­ხილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნილ ორ ბე­ჭედ­ზე".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ამე­რი­კის ხმის" მი­ხედ­ვით

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები, რომლის გამოც ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები, რომლის გამოც ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 31 წლის გიორგი ჩხეიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება გერმანიის მოქალაქის მკვლელობას, რომელშიც ჩხეიძესთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 40 წლის ნოდარ ძინძიბაძეც მონაწილეობდა. შემთხვევა 2013 წლის 23 ივნისს, ქალაქ ნიურნბერგში მოხდა და მთელი გერმანია შეძრა. "ამერიკის ხმა" განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის დეტალებზე წერს:

"ყაჩაღები ელზასის ქუჩაზე, 85 წლის ანელიზ მორხუტის ბინაში ღია აივნიდან შევიდნენ, პენსიონერ ქალბატონს სცემეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და საბანი შემოახვიეს. სახლიდან 2500 ევროიანი "როლექსის" საათი, ფული და ოქროულობა გაიტაცეს. პოლიციამ მოხუცი ორი დღის შემდეგ გაგუდული აღმოაჩინა...", - წერს "ამერიკის ხმა", რომლის ინფორმაციითაც, კრიმინალურ შემთხვევას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს - ყაჩაღებს ბინაში ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ.

გერმანული პოლიცია დანაშაულის გარშემო მუშაობას განაგრძობდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ადგილზე ორი უცნობი მამაკაცის ნერწყვის კვალი იპოვნეს. დამნაშავეების სავარაუდო დნმ-ის ნიმუშით, ანაბეჭდების დასადგენად, მასშტაბური ოპერაცია "ელზასი" 2013 წლის ზაფხულშივე დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ადგილობრივმა პოლიციამ ნიურნბერგის სამხრეთ ნაწილში, 20-დან 40 წლამდე ასაკის, 1000-ზე მეტი ადამიანის ნერწყვის ანალიზი შეამოწმა," - წერს "ამერიკის ხმა".

გამოძიების კვალდაკვალ, სამართალდამცველებმა ინფორმაციისთვის ჯილდოდ, თავდაპირველად, 5000 ევრო დააწესეს, მოგვიანებით კი, თანხა გააორმაგეს. 2015 წლის მარტში, ნიურნბერგში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში, შვეიცარიის ეროვნულ ბაზაში დაცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა...

გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქის, 1976 წელს დაბადებულ გიორგი ჩხეიძის დნმ-ის ნიმუში იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვდა. მას პასპორტი ღვალაძის გვარზეც ჰქონდა, მისი დაკავება მაშინ ვერ მოხერხდა... გერმანიის პოლიციამ ჩხეიძის გარემოცვისა და კავშირების შემოწმებაც დაიწყო, რა დროსაც მეორე დამნაშავე, ნოდარ ძინძიბაძეც იპოვეს, რომელიც იმ პერიოდში, იტალიაში ქურდობისთვის უკვე დაკავებული იყო და სასჯელს ფლორენციაში იხდიდა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, გერმანიამ იტალიიდან ძინძიბაძის ექსტრადირება განახორციელა, 2016 წლის მაისში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ნიურნბერგის პოლიციის წარმომადგენელი, ტილო ბახმანი ამბობს, - დნმ-ის ნიმუშების დასადგენად პოლიციამ დიდი სამუშაო გასწია, რამაც საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებამდე მიგვიყვანა. წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს.

დანაშაულის მეორე მონაწილე გიორგი ჩხეიძეზე გერმანიამ ძებნა ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით გამოაცხადა. როგორც ირკვევა, ჩხეიძე განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა და მისი დაკავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, - პოლიციის ცნობით, ის ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. ბოლოს, 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, გახმაურებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს... ქუთაისის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს შს სამინისტროს შეფასებით, ეს სპეცოპერაცია საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება იყო.

სპეცოპერაციის ჩატარებამდე, გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტს, რალფ მიჰელფელდერს საქართველოდან შსს-ს ორი მაღალჩინოსანი შეხვდა. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, გერმანიიდან უტყუარი მტკიცებულებები მიაწოდეს.

"მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა ნივთებზე", - წერს "ამერიკის ხმა" მის მიერ მომზადებულ სტატიაში.

შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის თქმით, "მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ჩხეიძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე".

მომზადებულია "ამერიკის ხმის" მიხედვით

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს