მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ საკუთარ უფლებებზე, თუ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებენ
რა უნდა იცოდეთ საკუთარ უფლებებზე, თუ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. უმუ­შევ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხში­რია კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, რა­საც ხში­რად სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბიც მოს­დევს.

მსგავ­სი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მსხვერ­პლნი სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე, თუმ­ცა, ვერც ამ გზით ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად დაც­ვას. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, შრო­მით და­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 2016 წლის ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 670 საქ­მე შე­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ში. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან მხო­ლოდ 132 საქ­მე გა­და­წყდა მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

რა უნდა იცო­დეთ, თუ სამ­სა­ხუ­რი­დან უსა­მარ­თლოდ ან უმი­ზე­ზოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და რო­გორ უნდა და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი - AMBEBI.GE სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK & CG-ს ად­ვო­კატს, ანა გორ­დე­ზი­ანს ესა­უბ­რა.

გორ­დე­ზი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი და­ვე­ბის დროს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ხში­რად კერ­ძო სექ­ტორ­ში ჩა­რე­ვის­გან თავს იკა­ვე­ბენ, რაც მათი მხრი­დან დიდი შეც­დო­მაა.

"მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რის მე­ნე­ჯმენ­ტში არ უნდა ჩა­ე­რი­ოს. ფიქ­რო­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ამ უკეთ იცის, სჭირ­დე­ბა თუ არა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. სწო­რედ სა­სა­მარ­თლოს ასე­თი მიდ­გო­მა იწ­ვევს და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­სა­მარ­თლო დამ­საქ­მე­ბელს აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით შე­ნიღ­ბოს მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კად­რის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, ორ­სულ ქალ­ბა­ტო­ნებ­სა და ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წა­მო­მად­გენ­ლებს ექ­მნე­ბათ," - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა ანა გორ­დე­ზი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ დამ­საქ­მებ­ლის მიერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყოს. თუმ­ცა, ეს არაა საკ­მა­რი­სი ბერ­კე­ტი, რომ თა­ნამ­შრო­მელ­მა უმი­ზე­ზოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­გან თავი და­ცუ­ლად იგ­რძნოს. ხში­რად დამ­საქ­მე­ბე­ლი უბ­რა­ლოდ სა­ხელს გა­და­არ­ქმევს ხოლ­მე რო­მე­ლი­მე სა­კად­რო გან­ყო­ფი­ლე­ბას და მის­თვის არა­სა­სურ­ველ თა­ნამ­შრო­მელს ამ მი­ზე­ზით უშ­ვებს სამ­სა­ხუ­რი­დან.

"სა­სა­მარ­თლოს პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა გა­მო­იკ­ვლი­ოს ამ­გვა­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლო­ბაა თუ არა. მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და თუ არა ცვლი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ას, იყო თუ არა ცვლი­ლე­ბა ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მის­დგო­მო­და კომ­პა­ნი­ას," - გან­მარ­ტა გორ­დე­ზი­ან­მა.

მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ფა­სა­დუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მსხვერ­პლნი არი­ან უფ­ლე­ბა აქვთ სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ი­თხო­ვონ სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა ან კომ­პენ­სა­ცია.

"და­საქ­მე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე დამ­საქ­მებ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში, გა­უგ­ზავ­ნოს მას წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვლის წე­რი­ლო­ბი­თი და­სა­ბუ­თე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე. ამის შემ­დეგ თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი 7 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში წე­რი­ლო­ბით არ და­ა­სა­ბუ­თებს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველს, და­საქ­მე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს, 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია პირ­ვან­დელ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე აღად­გი­ნოს პირი ტოლ­ფა­სი სა­მუ­შა­ო­თი ან გა­და­უ­ხა­დოს მას კომ­პენ­სა­ცია სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ოდე­ნო­ბით," - გან­მარ­ტავს გორ­დე­ზი­ა­ნი.

ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად შექ­მნილ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ახა­ლი კად­რი და ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი შტა­ტი არ არ­სე­ბობს. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის ნაც­ვლად სა­სა­მარ­თლო კომ­პენ­სა­ცი­ას ნიშ­ნავს ხოლ­მე. თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ შე­საძ­ლოა და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა იყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რათა შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სუს­ტი მხა­რის ანუ და­საქ­მე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი არ შე­ი­ლა­ხოს.

"თუკი სა­სა­მარ­თლო მე­ტად ჩა­ერ­თვე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა­ში, შე­დე­გად უფრო მეტი და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი და სამ­სა­ხუ­რი­დან უმი­ზე­ზოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა რი­ცხვიც მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო ცალ­სა­ხად ვერ ჩა­ე­რე­ვა კერ­ძო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან ისი­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბის პი­რო­ბებ­ში მოქ­მე­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლია, და­საქ­მე­ბულს დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი შე­უქ­მნას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დამ­საქ­მე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ფა­სა­დუ­რი რე­ო­გა­ნი­ზა­ცი­ით შე­ნიღ­ბავს მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კად­რის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვას," - ამ­ბობს გორ­დე­ზი­ა­ნი.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რა უნდა იცოდეთ საკუთარ უფლებებზე, თუ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებენ

რა უნდა იცოდეთ საკუთარ უფლებებზე, თუ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებენ

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. უმუშევრობის პარალელურად, ხშირია კერძო სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზაციული ცვლილების მიზეზით გათავისუფლების ფაქტები, რასაც ხშირად სასამართლო დავებიც მოსდევს.

მსგავსი რეორგანიზაციის მსხვერპლნი სასამართლოსაც მიმართავენ ხოლმე, თუმცა, ვერც ამ გზით ახერხებენ საკუთარი შრომითი უფლებების სრულად დაცვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკით, შრომით დავებთან დაკავშირებით 2016 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში სულ 670 საქმე შევიდა სასამართლოში. საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 132 საქმე გადაწყდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

რა უნდა იცოდეთ, თუ სამსახურიდან უსამართლოდ ან უმიზეზოდ გათავისუფლებენ და როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი უფლებები - AMBEBI.GE საადვოკატო ბიურო OK & CG-ს ადვოკატს, ანა გორდეზიანს ესაუბრა.

გორდეზიანის განმარტებით, მსგავსი დავების დროს მოსამართლეები ხშირად კერძო სექტორში ჩარევისგან თავს იკავებენ, რაც მათი მხრიდან დიდი შეცდომაა.

"მოსამართლეების ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მენეჯმენტში არ უნდა ჩაერიოს. ფიქრობენ, რომ კომპანიამ უკეთ იცის, სჭირდება თუ არა რეორგანიზაცია. სწორედ სასამართლოს ასეთი მიდგომა იწვევს დასაქმებულთა უფლებების შელახვას. ფაქტობრივად, სასამართლო დამსაქმებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ ორგანიზაციული ცვლილებებით შენიღბოს მისთვის არასასურველი კადრის სამსახურიდან გათავისუფლება. განსაკუთრებული ზიანი ამ შემთხვევაში მარტოხელა დედებს, ორსულ ქალბატონებსა და ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების წამომადგენლებს ექმნებათ," - აღნიშნა ადვოკატმა ანა გორდეზიანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აუცილებელია, რომ დამსაქმებლის მიერ ორგანიზაციული ცვლილება დასაბუთებული იყოს. თუმცა, ეს არაა საკმარისი ბერკეტი, რომ თანამშრომელმა უმიზეზოდ გათავისუფლებისგან თავი დაცულად იგრძნოს. ხშირად დამსაქმებელი უბრალოდ სახელს გადაარქმევს ხოლმე რომელიმე საკადრო განყოფილებას და მისთვის არასასურველ თანამშრომელს ამ მიზეზით უშვებს სამსახურიდან.

"სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა გამოიკვლიოს ამგვარი რეორგანიზაცია უბრალოდ ფორმალობაა თუ არა. მართლა სჭირდებოდა თუ არა ცვლილება კომპანიას, იყო თუ არა ცვლილება ფინანსურ სარგებელთან დაკავშირებული და ამ ორგანიზაციული ცვლილების გარეშე რა ზიანი შეიძლება მისდგომოდა კომპანიას," - განმარტა გორდეზიანმა.

მოქალაქეებს, რომლებიც ფასადური ორგანიზაციის მსხვერპლნი არიან უფლება აქვთ სასამართლოს გზით მოითხოვონ სამსახურში აღდგენა ან კომპენსაცია.

"დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნაზე. ამის შემდეგ თუ დამსაქმებელი 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით," - განმარტავს გორდეზიანი.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დროს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ თანამდებობაზე დანიშნულია ახალი კადრი და ძველი თანამშრომელისთვის თავისუფალი შტატი არ არსებობს. სწორედ ასეთ შემთხვევაში სამსახურში აღდგენის ნაცვლად სასამართლო კომპენსაციას ნიშნავს ხოლმე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა დასაქმებულისათვის კომპენსაციაზე მნიშვნელოვანი სამსახურში აღდგენა იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ყველა გარემოება უნდა გაითვალისწინოს, რათა შრომითი ხელშეკრულების სუსტი მხარის ანუ დასაქმებულის ინტერესები არ შეილახოს.

"თუკი სასამართლო მეტად ჩაერთვება რეორგანიზაციის რეალური მიზეზების ძიებაში, შედეგად უფრო მეტი დასაქმებულის უფლებების დაცვა გახდა შესაძლებელი და სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებულთა რიცხვიც მკვეთრად შემცირდება. თუმცა, სასამართლო ცალსახად ვერ ჩაერევა კერძო სექტორის საქმიანობაში, რადგან ისინი თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში მოქმედებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია, დასაქმებულს დაცვის გარანტიები შეუქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი ყოველთვის ფასადური რეოგანიზაციით შენიღბავს მისთვის არასასურველი კადრის სამსახურიდან გაშვების შემთხვევას," - ამბობს გორდეზიანი.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი