პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს
"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ყო­ფი­ლი წევ­რი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ლა­ტა­რია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი ლო­მი­ას გა­ტა­ცე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ლა­ტა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცლად აღ­წერს, რომ შემ­თხვე­ვა 9 თვის წინ მოხ­და, თუმ­ცა აქამ­დე მისი გახ­მა­უ­რე­ბის­გან მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის გამო იკა­ვებ­და თავს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის "ორ­სულ ცოლს მან­ქა­ნა გა­ი­ტან­და".

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ყო­ფი­ლი წევ­რი აპი­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თოს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის:

"მე მო­მი­ტა­ცა და სა­სიკ­ვდი­ლოდ მა­წა­მა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ლო­მი­ამ, ასე­ვე შსს-ს (ასე გა­მეც­ნო) თა­ნამ­შრო­მელ­მა ჩემ­მა უბ­ნელ­მა კენ­კე­ბაშ­ვილ­მა და კი­დევ ორმა უცხო ადა­მი­ან­მა (მე შე­მიძ­ლია ორი­ვე ამო­ვიც­ნო). ჩემი წა­მე­ბა გა­და­ი­ღეს კა­მე­რით, ზუს­ტად ისე, რო­გორც აკე­თებ­და მე­გის ქარ­და­ვა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა. მე, მქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვა, არა­ვის ეგო­ნა რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მე ვი­ყა­ვი მათი ხე­ლი­დან მკვდა­რი!!!

(გა­მი­ტა­ცეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, მი­მიყ­ვა­ნეს ოფის­ში, და­მა­ბეს სკამ­ზე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მცემ­დნენ კონ­და­ხე­ბით, მა­წა­მებ­დნენ, წყა­ლიც კი არ და­მა­ლე­ვი­ნეს, რო­დე­საც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე, მხო­ლოდ შემ­დეგ ცო­ტა­ხა­ნი შე­მეშ­ვნენ...

გი­ორ­გი ლო­მია პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნას­თან

ზუს­ტად ვიცი, ახლა და­ი­წყებს ლო­მია და მისი "სას­ტა­ვი" ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ე­ბის წა­მო­წე­ვას. არ გა­მოვ­რი­ცხავ და­ი­წყონ შან­ტა­ჟი, რო­გორც ადრე იყო (და­ა­ყე­ნე თო­რემ შენს სექს ვი­დე­ო­ბეს ავ­ტვირ­თავ­თო, რა­ზეც მე ვი­ცი­ნე და მი­დით ატ­ვირ­თეთთ­ქო და იმის მერე გა­ჩუმ­დნენ). ეგ ის ლო­მი­აა, რო­მელ­მაც 2006 წელ­ში, რო­დე­საც მე ვმუ­შა­ობ­დი მე­რი­ა­ში, კა­მე­რე­ბი და­მი­ყე­ნა, იყო ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის კად­რი, მა­ნამ­დე კი - მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზონ­დე­რი.

მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ალი­ან­სის ლო­მია ვინ იყო, მაგ­რამ ეგ ის ლო­მი­აა, რო­მელ­მაც შვი­ლის მოკ­ვლით და­მე­მუქ­რა. მე მყავს 1 დღის ელე­ნე და იმის თავს გე­ფი­ცე­ბით, თუ რა­ი­მეს ვა­მა­ტებ­დე, რამ­დე­ნი რამე კი­დევ არ მით­ქვამს, რო­მელ­საც ვე­ტყვი მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რას!!!

...9 თვე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე რომ ჩემს ცოლს არ ენერ­ვი­უ­ლა, რად­გან არ მინ­დო­და ორ­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მე­ბი!!! 9 თვე, რაც მე გა­დავყლა­პე და ჩა­ვი­კა­ლი, 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის მე­ა­სე­დი არ გა­მი­კე­თე­ბია!!!

ახლა, რა­ხან ჩემი ელე­ნე გაჩ­ნდა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, თბი­ლი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, მცხე­თის გავ­ლით და ბა­თუმ­ში დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვინც კი რა­ი­მე არა­კა­ცო­ბა ჩა­ი­დი­ნა და თან იბ­ლა­ტა­ვა, ვინც კი მო­მი­ტა­ცა, მა­წა­მა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო გა­მახ­სე­ნა და ბევ­რად უა­რე­სად მო­მექ­ცა, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ მივ­ხე­დავ - ზოგს პო­ლი­ტი­კუ­რად, ზოგს დავ­ხვდე­ბი და ისე და­ვაგ­დებ, ზოგს კი­დევ - სა­მარ­თალ­დამ­ცავ­დე­ბი მი­ხე­და­ვენ!!!

არა­სო­დეს შე­მირ­ჩე­ნია არა­ვის­თვის ის, რაც ვი­ღა­ცე­ე­ბის გამო გა­დავყლა­პე და ახლა, მე ვარ უმარ­თა­ვი და ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვალ, რათა ყვე­ლა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნი­ე­რად, ზო­გიც კი - უბ­რა­ლოდ გა­მო­ემ­შვი­დო­ბონ ამ ქვე­ყა­ნას!" - წერს ირაკ­ლი ლა­ტა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხობს გა­ტა­ცე­ბი­სა და წა­მე­ბის სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ლო­მია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა..." - "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ყოფილი თანაპარტიელი სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია, პარლამენტის წევრს, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცლად აღწერს, რომ შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა, თუმცა აქამდე მისი გახმაურებისგან მეუღლის ორსულობის გამო იკავებდა თავს. მისივე ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის "ორსულ ცოლს მანქანა გაიტანდა".

"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი აპირებს პროკურატურას მიმართოს საქმის გამოძიებისთვის:

"მე მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგის ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ...

გიორგი ლომია პარლამენტის ტრიბუნასთან

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი "სასტავი" ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი - მერაბიშვილის ზონდერი.

მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!

...9 თვე, ყველაფერი გავაკეთე რომ ჩემს ცოლს არ ენერვიულა, რადგან არ მინდოდა ორსული ადამიანის პრობლემები!!! 9 თვე, რაც მე გადავყლაპე და ჩავიკალი, 37 წლის განმავლობაში ამის მეასედი არ გამიკეთებია!!!

ახლა, რახან ჩემი ელენე გაჩნდა და ყველაფერი კარგად არის, თბილისიდან დაწყებული, მცხეთის გავლით და ბათუმში დამთავრებული, ვინც კი რაიმე არაკაცობა ჩაიდინა და თან იბლატავა, ვინც კი მომიტაცა, მაწამა, სააკაშვილის დრო გამახსენა და ბევრად უარესად მომექცა, ყველას სათითაოდ მივხედავ - ზოგს პოლიტიკურად, ზოგს დავხვდები და ისე დავაგდებ, ზოგს კიდევ - სამართალდამცავდები მიხედავენ!!!

არასოდეს შემირჩენია არავისთვის ის, რაც ვიღაცეების გამო გადავყლაპე და ახლა, მე ვარ უმართავი და ყველაფერზე წავალ, რათა ყველა დაისაჯოს კანონიერად, ზოგიც კი - უბრალოდ გამოემშვიდობონ ამ ქვეყანას!" - წერს ირაკლი ლატარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წაიკითხეთ: რას პასუხობს გატაცებისა და წამების სკანდალურ ბრალდებას პარლამენტარი გიორგი ლომია

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

"არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს, მაგრამ..." - რის აღიარებას ურჩევს გია ხუხაშვილი ხელისუფლებას?