მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს
"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს

გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში მოღ­ვა­წე დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც მო­უ­წო­დებს ქარ­თვე­ლებს "ნუ ჩავ­ლენ გერ­მა­ნი­ა­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად". დე­კა­ნო­ზი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს გერ­მა­ნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ზუსტ მუ­შა­ო­ბა­ზე, ასე­ვე სა­უბ­რობს ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბულ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ზე.

"ნუ ჩა­მოხ­ვალთ გერ­მა­ნი­ა­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად

გწერთ და სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბით მღვდე­ლი, ვინც 17 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და ბევ­რი ქარ­თვე­ლი პა­ტი­მა­რი მი­ნა­ხავს აქა­ურ ცი­ხე­ებ­ში. რაც თი­თონ არ მი­ნა­ხავს, მსმე­ნია და და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი. ხომ გი­ნა­ხავთ გერ­მა­ნუ­ლი მან­ქა­ნა და მისი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სი­ზუს­ტე? აი, ასე­თი უმ­კაც­რე­სი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი სი­ზუს­ტით მუ­შა­ობს გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ცია და უმ­კაც­რე­სია მათი ცი­ხე­ე­ბი. ბევრ პა­ტი­მარს უთ­ქვამს ჩემ­თვის, რა არ გა­მო­მივ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში, ცე­მაც, წა­მე­ბაც, მაგ­რამ აქ თუ ასე­თი სის­ტე­მა და ასე­თი "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მან­ქა­ნა" და­მიხ­ვდე­ბო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ამან გამ­ტე­ხაო. თით­ქმის სამ­ხედ­რო სიმ­კაც­რეა გერ­მა­ნულ ცი­ხე­ებ­ში და ამას არ ელო­დე­ბა და ვერ უძ­ლებს ჩვე­ნი სამ­ყა­როს ადა­მი­ა­ნი. არი­ან პა­ტიმ­რე­ბიც, რო­მელ­თა და­კა­ვე­ბი­სას მათი მე­უღ­ლე­ე­ბიც და­ა­კა­ვეს, რად­გან უბ­რა­ლოდ, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად ჩათ­ვა­ლეს და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ჩა­მო­არ­თვეს. თვე­ო­ბით ვერ ნა­ხეს პა­ტა­რა შვი­ლე­ბი და ლა­მის ჭკუ­ი­დან შეც­დნენ დარ­დის­გან. მაგ­რამ თვით შვი­ლე­ბის გა­მოც არ არ­სე­ბობს აქ დან­დო­ბა. გინ­და შვი­ლებ­თან? არ გა­ეკ­რო და­ნა­შა­ულს - ასე ფიქ­რობს გერ­მა­ნუ­ლი მათლმსა­ჯუ­ლე­ბა.

უმ­რავ­ლე­სო­ბა ვინც აქ სას­ჯელს იხ­დის, ტყუ­ი­ლის მსხვერ­პლია, რად­გან ვი­ღა­ცის ნა­ამ­ბო­ბი და­ი­ჯე­რა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ად­ვი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და და­უს­ჯე­ლად დარ­ჩე­ნა. ასე არ არის! არ და­ი­ჯე­როთ!

მე­ო­რე და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, რომ ზო­გი­ერ­თი ამა­ყი ქარ­თვე­ლი პა­ტი­მა­რი, რო­გორც იტყვი­ან ისევ "ჩვენს მა­ტორ­ზეა" და გერ­მა­ნულ ცი­ხე­შიც თა­ვი­სი წე­სე­ბის და­ყა­რე­ბას ცდი­ლობს, უპი­რის­პირ­დე­ბა და ებ­რძვის აქა­ურ წესს და სა­მარ­თალს. გერ­მა­ნე­ლის­თვის კი ეს წი­თე­ლი ხა­ზია, მათ­თვის ეს ნიშ­ნავს ერ­თა­დერ­თს: რომ პა­ტი­მარ­მა ვე­რა­ფე­რი ვერ შე­იგ­ნო, არ უნდა გა­მოს­წო­რე­ბა და სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, თუ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს 2 წელ­ში, ტო­ვე­ბენ 4 წელს. გერ­მა­ნულ კა­ნონ­თან და მენ­ტა­ლი­ტეტ­თან ბრძო­ლა და ჭი­და­ო­ბა არ ჭრის, ეს დიდი შეც­დო­მაა, გერ­მა­ნელს ეს "ვაჟ­კა­ცო­ბა" უბ­რა­ლოდ არ ეს­მის. პა­ტიმ­რის­თვის ერ­თა­დერ­თი სა­სი­კე­თო შე­დე­გი მო­აქვს, როცა გერ­მა­ნე­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ პა­ტი­მა­რი აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, ნამ­დვი­ლად ნა­ნობს, ცდი­ლობს შე­იც­ვა­ლოს და ამას გა­მო­ხა­ტავს კი­დე­ვაც. ეს აღი­ა­რე­ბა კი უკი­დუ­რე­სად უჭირს ჩვენს ქარ­თველს.

ნუ ჩა­მოხ­ვალთ გერ­მა­ნი­ა­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად, არ დამ­თავ­რდე­ბა ეს საქ­მე კარ­გად", - წერს დე­კა­ნო­ზი.

შე­გახ­სე­ნებთ, ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თვე­ლის მიერ არის ჩა­დე­ნი­ლი, 2013 წელს ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში მოხ­და. კერ­ძოდ, 31 წლის ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა, გ.ჩ.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა 1928 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ.-ის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ფა­რუ­ლად შე­აღ­წი­ეს, ბი­ნის მე­სა­კუთ­რეს ხელ-ფეხი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს. შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ბი­ნი­დან, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, "რო­ლექ­სის" მარ­კის, 2 500 ევ­როდ ღი­რე­ბუ­ლი მა­ჯის სა­ა­თი გა­ი­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. გ.ჩ. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და. თუმ­ცა ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იგი 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს გ.ჩ.-ს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს

"ნუ ჩამოხვალთ დანაშაულის ჩასადენად...არ დამთავრდება ეს საქმე კარგად" - გერმანიაში მყოფი დეკანოზის მიმართვა ქართველებს

გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ქართველებს "ნუ ჩავლენ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად". დეკანოზი გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს გერმანული მართლმსაჯულების ზუსტ მუშაობაზე, ასევე საუბრობს ციხეებში არსებულ არაადამიანურ პირობებზე.

"ნუ ჩამოხვალთ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად

გწერთ და სიმართლეს გეუბნებით მღვდელი, ვინც 17 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ბევრი ქართველი პატიმარი მინახავს აქაურ ციხეებში. რაც თითონ არ მინახავს, მსმენია და დანამდვილებით ვიცი. ხომ გინახავთ გერმანული მანქანა და მისი სახელგანთქმული სიზუსტე? აი, ასეთი უმკაცრესი და არაადამიანური სიზუსტით მუშაობს გერმანული პოლიცია და უმკაცრესია მათი ციხეები. ბევრ პატიმარს უთქვამს ჩემთვის, რა არ გამომივლია საქართველოს ციხეში, ცემაც, წამებაც, მაგრამ აქ თუ ასეთი სისტემა და ასეთი "არაადამიანური მანქანა" დამიხვდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, ამან გამტეხაო. თითქმის სამხედრო სიმკაცრეა გერმანულ ციხეებში და ამას არ ელოდება და ვერ უძლებს ჩვენი სამყაროს ადამიანი. არიან პატიმრებიც, რომელთა დაკავებისას მათი მეუღლეებიც დააკავეს, რადგან უბრალოდ, თანამზრახველად ჩათვალეს და უდანაშაულობის დამტკიცებამდე პატარა ბავშვები ჩამოართვეს. თვეობით ვერ ნახეს პატარა შვილები და ლამის ჭკუიდან შეცდნენ დარდისგან. მაგრამ თვით შვილების გამოც არ არსებობს აქ დანდობა. გინდა შვილებთან? არ გაეკრო დანაშაულს - ასე ფიქრობს გერმანული მათლმსაჯულება.

უმრავლესობა ვინც აქ სასჯელს იხდის, ტყუილის მსხვერპლია, რადგან ვიღაცის ნაამბობი დაიჯერა, რომ გერმანიაში ადვილია დანაშაულის ჩადენა და დაუსჯელად დარჩენა. ასე არ არის! არ დაიჯეროთ!

მეორე და მთავარი პრობლემაა, რომ ზოგიერთი ამაყი ქართველი პატიმარი, როგორც იტყვიან ისევ "ჩვენს მატორზეა" და გერმანულ ციხეშიც თავისი წესების დაყარებას ცდილობს, უპირისპირდება და ებრძვის აქაურ წესს და სამართალს. გერმანელისთვის კი ეს წითელი ხაზია, მათთვის ეს ნიშნავს ერთადერთს: რომ პატიმარმა ვერაფერი ვერ შეიგნო, არ უნდა გამოსწორება და საშიშია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, თუ შეიძლება გამოვიდეს 2 წელში, ტოვებენ 4 წელს. გერმანულ კანონთან და მენტალიტეტთან ბრძოლა და ჭიდაობა არ ჭრის, ეს დიდი შეცდომაა, გერმანელს ეს "ვაჟკაცობა" უბრალოდ არ ესმის. პატიმრისთვის ერთადერთი სასიკეთო შედეგი მოაქვს, როცა გერმანელები ხედავენ, რომ პატიმარი აღიარებს დანაშაულს, ნამდვილად ნანობს, ცდილობს შეიცვალოს და ამას გამოხატავს კიდევაც. ეს აღიარება კი უკიდურესად უჭირს ჩვენს ქართველს.

ნუ ჩამოხვალთ გერმანიაში დანაშაულის ჩასადენად, არ დამთავრდება ეს საქმე კარგად", - წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი გახმაურებული და შემზარავი ამბავი, რომელიც გერმანიაში ქართველის მიერ არის ჩადენილი, 2013 წელს ქალაქ ნიურნბერგში მოხდა. კერძოდ, 31 წლის ქართველმა მამაკაცმა, გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, "როლექსის" მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ.ჩ. ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა იგი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გ.ჩ.-ს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს