პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას
როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ბოლო, მეშ­ვი­დე სე­ზო­ნი სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რად­გან ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას სა­ხით, ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე მე­წყვი­ლე ჰყავ­და. ცხელ ზა­ფხულს სა­ლო­მე ვარ­ჯიშ­ში ატა­რებს და მალე უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბი ელო­დე­ბა.

- რო­გო­რია შეგ­რძნე­ბა, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი გაკ­ლდე­ბა?

- მი­ვეჩ­ვიე უკვე. თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, რომ წელს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­წყვი­ლე შემ­ხვდა. ირაკ­ლი ნამ­დვი­ლად გახ­ლდათ გა­მარ­ჯვე­ბის ღირ­სი, თუ­მაც ეს უკვე ხალ­ხზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემი აზ­რით, ირაკ­ლი მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ობე­იქ­ტუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, მას ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დი­ო­და და გა­მოს­დის ცეკ­ვა. ამი­ტომ, მო­ლო­დი­ნი დიდი გვქონ­და და მარ­თლაც ღირ­სი იყო გა­მარ­ჯვე­ბის. ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, ასე­თი რამ ჩემს პარტნი­ორ­ზე არას­დროს მით­ქვამს. წინა სე­ზონ­ზეც სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო და ღირ­სე­უ­ლად მო­ი­გო კი­დეც, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მი­მაჩ­ნია, რომ ირაკ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ღირ­სი იყო და უნდა მო­ე­გო.

- გი­წევ­და ხოლ­მე ირაკ­ლის შემ­ზა­დე­ბა?

- რა თქმა უნდა, ირაკ­ლი ხომ პირ­ვე­ლად წარ­დგა ამ­ხე­ლა სცე­ნა­ზე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ზა­დე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია. რაც მთა­ვა­რია, ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და და სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ­და იმის­გან, რა­საც აკე­თებ­და. ჩემ­თვის ირაკ­ლის­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, ერთი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო - ბო­ლომ­დე ამ­ყვა იმა­ში, რა­საც ვა­კე­თებ­დით. ერთი ნა­ბი­ჯი­თაც არ და­უ­ხე­ვია უკან. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ვი­დე­ო­ებს სულ ვი­ღებ და შემ­დეგ ამ ვი­დე­ო­ებს, ან ჩემს ცეკ­ვას ძა­ლი­ან ბვრჯერ ვუ­ყუ­რებ. ვაკ­რი­ტი­კებ, რომ მერე გან­ვი­თა­რე­ბა ვპო­ვო. ირაკ­ლის ჩემი თქმა არც სჭირ­დე­ბო­და: იჯდა და უყუ­რებ­და.

- შენ მი­მართ ძა­ლი­ან თბი­ლად გა­მო­ხა­ტავ­და მად­ლო­ბას, ემო­ცი­ებს...

- რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი იყო ემო­ცი­ე­ბი რო­გორც მისი, ასე­ვე ჩემი მხრი­დან. ამ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­მე­გობ­რდით.

- მა­ინც არა­ვინ და­ი­ჯე­რა, რომ თქვენ შო­რის არა­ფე­რი ხდე­ბო­და...

- არა­ფე­რი ხდე­ბა, მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა ისევ გაგ­რძელ­დე­ბა. როცა ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა გი­წევს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

- პრო­ექტს მინ­და და­ვუბ­რუნ­დე, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რო­დე­საც ირაკ­ლი და შენ ყო­ველ­გვა­რი პრი­ზე­ბის გა­რე­შე დაგ­ტო­ვეს...

- ჰო, ირაკ­ლი ცოტა ისე დარ­ჩა. ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რია, ამა­ში ჩვენ ანა­ზღა­უ­რე­ბა გვაქვს. მაგ­რამ, ირაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რა­ტომ მოხ­და, არ ვიცი, სპონ­სო­რებს კი­თხე. იტა­ლი­ის სგა­ზუ­რი კი მოგ­ვცეს.

- უკვე და­გეგ­მეთ, რო­დის წახ­ვალთ?

- არა ჯერ, რად­გან ის ჩემ­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ეგ­რე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვარ­და, ახლა ჩა­მო­ვი­და და აქ მუ­შა­ობს. კი­დევ არ გა­მო­უ­ძი­ნე­ბია ნორ­მა­ლუ­რად. სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტო­ში წა­ვალთ.

- ოჯა­ხის მე­ო­რედ შექ­მნა­ზე გი­ფიქ­რია?

- არა და არც ვფიქ­რობ. ახლა ბო­ლომ­დე ვარ ჩაფ­ლუ­ლი ჩემს საქ­მე­ში. არ არის სა­ჭი­რო, ვი­ფიქ­რო, როცა მოვა, მოვა. არ ვე­ლო­დე­ბი და წი­ნას­წარ არა­ფერს ვგეგ­მავ. ცხოვ­რე­ბას მივ­ყვე­ბი. მთა­ვა­რია, სწო­რად გა­ვი­გოთ, ვის­წავ­ლოთ, რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, რომ მერე გა­მო­ვას­წო­როთ და იგი­ვე აღარ და­ვუშ­ვათ.

- მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ შეც­დო­მებს?

- რა თქმა უნდა. თუმ­ცა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დია და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან, მაგ­რამ რა­ღა­ცებს მი­ანც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ. შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და გა­მოს­წო­რე­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს, საქ­მე­ში იქ­ნე­ბა ეს თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

როდის აპირებენ სალომე ჭაჭუა და ირაკლი მაქაცარია იტალიაში ერთად გამგზავრებას და რას გაითვალისწინებს სალომე ოჯახის მეორედ შექმნისას

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო, მეშვიდე სეზონი სალომე ჭაჭუასთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ირაკლი მაქაცარიას სახით, ძალიან კარგი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეწყვილე ჰყავდა. ცხელ ზაფხულს სალომე ვარჯიშში ატარებს და მალე უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეები ელოდება.

- როგორია შეგრძნება, როდესაც გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება?

- მივეჩვიე უკვე. თუმცა, გარკვეული ემოციები მქონდა, იქიდან გამომდინარეც, რომ წელს ძალიან ძლიერი მეწყვილე შემხვდა. ირაკლი ნამდვილად გახლდათ გამარჯვების ღირსი, თუმაც ეს უკვე ხალხზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, ირაკლი მაინც გამარჯვებულია. ობეიქტურად რომ ვიმსჯელოთ, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა და გამოსდის ცეკვა. ამიტომ, მოლოდინი დიდი გვქონდა და მართლაც ღირსი იყო გამარჯვების. ამას პირველად ვამბობ, ასეთი რამ ჩემს პარტნიორზე არასდროს მითქვამს. წინა სეზონზეც სტანისლავ ბონდარენკო ძლიერი კონკურენტი იყო და ღირსეულად მოიგო კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ირაკლი გამარჯვების ღირსი იყო და უნდა მოეგო.

- გიწევდა ხოლმე ირაკლის შემზადება?

- რა თქმა უნდა, ირაკლი ხომ პირველად წარდგა ამხელა სცენაზე მაყურებლის წინაშე. შესაბამისად, შემზადება, ფსიქოლოგიური მომენტია. რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებოდა და სიამოვნებას იღებდა იმისგან, რასაც აკეთებდა. ჩემთვის ირაკლისთან ერთად მუშაობა, ერთი დიდი სიამოვნება იყო - ბოლომდე ამყვა იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. რეპეტიციების ვიდეოებს სულ ვიღებ და შემდეგ ამ ვიდეოებს, ან ჩემს ცეკვას ძალიან ბვრჯერ ვუყურებ. ვაკრიტიკებ, რომ მერე განვითარება ვპოვო. ირაკლის ჩემი თქმა არც სჭირდებოდა: იჯდა და უყურებდა.

- შენ მიმართ ძალიან თბილად გამოხატავდა მადლობას, ემოციებს...

- რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი იყო ემოციები როგორც მისი, ასევე ჩემი მხრიდან. ამ 4 თვის განმავლობაში დავმეგობრდით.

- მაინც არავინ დაიჯერა, რომ თქვენ შორის არაფერი ხდებოდა...

- არაფერი ხდება, მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ და ჩვენი მეგობრობა ისევ გაგრძელდება. როცა ერთად ყოველდღიური მუშაობა გიწევს, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორები.

- პროექტს მინდა დავუბრუნდე, არასასიამოვნო იყო, როდესაც ირაკლი და შენ ყოველგვარი პრიზების გარეშე დაგტოვეს...

- ჰო, ირაკლი ცოტა ისე დარჩა. ეს ჩემი სამსახურია, ამაში ჩვენ ანაზღაურება გვაქვს. მაგრამ, ირაკლის შემთხვევაში, რატომ მოხდა, არ ვიცი, სპონსორებს კითხე. იტალიის სგაზური კი მოგვცეს.

- უკვე დაგეგმეთ, როდის წახვალთ?

- არა ჯერ, რადგან ის ჩემზე უარეს მდგომარეობაშია. ეგრევე უკრაინაში გავარდა, ახლა ჩამოვიდა და აქ მუშაობს. კიდევ არ გამოუძინებია ნორმალურად. სავარაუდოდ, აგვისტოში წავალთ.

- ოჯახის მეორედ შექმნაზე გიფიქრია?

- არა და არც ვფიქრობ. ახლა ბოლომდე ვარ ჩაფლული ჩემს საქმეში. არ არის საჭირო, ვიფიქრო, როცა მოვა, მოვა. არ ველოდები და წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ცხოვრებას მივყვები. მთავარია, სწორად გავიგოთ, ვისწავლოთ, რა შეცდომა დავუშვით, რომ მერე გამოვასწოროთ და იგივე აღარ დავუშვათ.

- მეორედ გათხოვების შემთხვევაში, გაითვალისწინებ შეცდომებს?

- რა თქმა უნდა. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდია და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ რაღაცებს მიანც გავითვალისწინებ. შეცდომების აღიარება და გამოსწორება უნდა შეგვეძლოს, საქმეში იქნება ეს თუ პირად ცხოვრებაში.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია