პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"
წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ასარ­ჩე­ვი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის სამ­კა­ცი­ა­ნი სიის წარ­სად­გე­ნად ქვეყ­ნის შიგ­ნით დღეს კონ­კურ­სი კი­დევ ერთხელ გა­მო­ცხად­დე­ბა.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ექ­სპერტ მრჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ამ ლადო ჭან­ტუ­რია სტრას­ბურ­გის მო­სა­მარ­თლე­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რის კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნია, რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ორ კან­დი­დატს - სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძეს და შოთა გე­წა­ძეს, ახა­ლი წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერ­ტებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ გე­წა­ძე არის ახალ­გაზ­რდა და ხან­მოკ­ლე სა­მო­სა­მარ­თლეო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ხოლო ჯა­ფა­რი­ძის შემ­თხვე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მას აქვს ღი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა მას­შტა­ბი და ხან­გრძლი­ვო­ბა არის ხან­მოკ­ლე.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ვი­ნა­ი­დან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში კან­დი­დატ­თა სია სამი პი­რის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს, მო­ცე­მუ­ლი ორი - შოთა გე­წა­ძის და სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძის ნაც­ვლად ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად დღეს ქვეყ­ნის შიგ­ნით კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა და მსურ­ვე­ლებს სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნის­თვის ვადა 25 აგ­ვის­ტომ­დე ექ­ნე­ბათ.

წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბის მო­რიგ მარ­ცხს, მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ექ­სპერ­ტებ­სა და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში.

"რაც მოხ­და ნიშ­ნავს იმას, რომ ეს კონ­კურ­სი კი­დევ ერთხელ ჩა­ი­შა­ლა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ სამ­წუ­ხა­როდ ვერ ან არ უზ­რუნ­ველ­ყო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, სამი კან­დი­და­ტი­დან მხო­ლოდ ლადო ჭან­ტუ­რია მი­იჩ­ნი­ეს სტრას­ბურ­გის მო­სა­მარ­თლე­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რის კან­დი­და­ტად.

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­გრევს სა­კუ­თარ იმიჯს და­სავ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის თვალ­ში.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ვერ მო­ის­ვე­ნა, სა­ნამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­სა და ზო­გა­დად ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის თვალ­ში დი­აგ­ნო­ზი არ და­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა თავ­ყრი­ლო­ბას. სტრას­ბურ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არა­მარ­ტო სა­სა­მარ­თლო შტოს, არა­მედ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­საც (იმი­ტომ რომ აღ­მას­რუ­ლებ­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხდე­ბო­და ამ კან­დი­და­ტუ­რე­ბის შერ­ჩე­ვა) და­უს­ვა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა თავ­ყრი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი. მეტი რა უნდა გა­უ­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თარ თავს და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას? ეს არის ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის და არა­შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­მუ­ში და იმის ნი­მუ­ში, რო­გორ ინ­გრევს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ იმიჯს და­სავ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის თვალ­ში.

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გამ­ჭო­ლი ნი­შა­ნია ეძე­ბოს მორ­ჩი­ლე­ბი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ერ­თგუ­ლე­ბი. ამ გზით მი­დი­ო­და მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტუ­რე­ბის შერ­ჩე­ვის დრო­საც. ეძებ­და არა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, არა­მედ მორ­ჩი­ლებს და ერ­თგუ­ლებს, შე­დე­გად მი­ი­ღო ის რაც მი­ი­ღო, იმი­ტომ რომ ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბი და ევ­რო­სა­სა­მარ­თლო არ არის იმ მონ­გრე­ულ პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი, რო­გორ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგებს თა­ვის პო­ლი­ტი­კას. იქ ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და არა მო­ნო­ბა. ამი­ტო­მაც გა­უ­გე­ბა­რია ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის და ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბი, ისი­ნი სრუ­ლი­ად სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით აფა­სე­ბენ, სხვა­დას­ხვა სიბ­რტყე­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი" - ამ­ბობს ლა­გა­ზი­ძე.

იუ­რისტ და­ვით ჯან­დი­ე­რის თქმით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტი გახ­ლდათ, "კო­მი­სია ვერ ას­რუ­ლებს მის­თვის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, მისი სურ­ვი­ლი არ არის შე­არ­ჩი­ოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კან­დი­და­ტე­ბი".

"კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ქუ­ლას უწე­რენ კან­დი­და­ტებს, გა­სა­უბ­რე­ბის დროს, ვერ ვი­ტყო­დი, რომ ისი­ნი არი­ან მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, სამ­წუ­ხა­რო არის ის რომ, ეს მე­ო­რედ ხდე­ბა და ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეწი­რე­ბა ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი და რე­პუ­ტა­ცია, იმი­ტომ რომ ხში­რი არ არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას უკან უბ­რუ­ნე­ბენ სიას. ეს არის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრო­ცე­სი უკვე მე­ო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მე ვერ გე­ტყვით, რამ­დე­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, ჯერ ერთი კო­მი­სია ხე­ლახ­ლა უნდა შე­იკ­რი­ბოს, იმი­ტომ რომ პირ­ველ­მა შე­დე­გებ­მაც აჩ­ვე­ნა რომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი ის კრა­ხი, რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გში გა­ნი­ცა­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სიის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შედ­გე­ნის გამო.

რო­გორც ჩანს, ეს არის შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა აქ­ტორს შო­რის, მათ შო­რის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნარ­ჩენ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რომ­ლის მი­ზა­ნი არის წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის გაყ­ვა­ნა, სხვა დას­კვნის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მუდ­მი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი და იგი­ვე ტექ­სტით ხდე­ბო­დეს კან­დი­და­ტე­ბის და­წუ­ნე­ბა. რა გახ­და სამი ისე­თი იუ­რის­ტის მო­ძებ­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას?!" - ამ­ბობს და­ვით ჯან­დი­ე­რი.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის საბ­ჭოს მო­თხოვ­ნე­ბის სტან­დარტს ვერ პა­სუ­ხობს.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რის გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­რედ ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ფორ­მა­ლუ­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც კი, ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში აგ­ზავ­ნის შე­უ­ფე­რე­ბელ კან­დი­და­ტებს.

"მთე­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა მთავ­რო­ბამ და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, აღ­სავ­სე იყო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით იმი­სათ­ვის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი ვერ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ იმ სა­მე­ულ­ში, რო­მე­ლიც გა­იგ­ზავ­ნა სტრას­ბურ­გში. თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რო­მელ­თა მიერ წარ­გზავ­ნი­ლი სიის უარ­ყო­ფა ხდე­ბა მთლი­ა­ნად და იცით, რომ ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, იან­ვარ­ში მოხ­და მთლი­ა­ნი სიის უარ­ყო­ფა და და­წუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­იგ­ზავ­ნა სა­სა­მარ­თლო­დან", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ის, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ახალ კონ­კურსს აცხა­დებს, რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც მას ფორ­მა­ლუ­რად არ აქვს, ნიშ­ნავს, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნი აღი­ა­რებს, რომ მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი, რაც წარ­მარ­თა, არის დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი.

"ასეთ ფონ­ზე, იმ სირ­ცხვი­ლის და სკან­და­ლის ფონ­ზე, რაც უკვე მე­ო­რედ მო­აქვს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში იგი იქ­ნე­ბო­და გა­დამ­დგა­რი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ ხდე­ბა იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბა მთლი­ა­ნად არის ჩარ­თუ­ლი ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში იმი­სათ­ვის, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი ვერ გა­ვიდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, "თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ცდი­ლობს აი­ძუ­ლოს ევ­რო­პუ­ლი მხა­რე, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი და­ნიშ­ნონ და ამ პრო­ცეს­ში უზარ­მა­ზარ ზი­ანს აყე­ნებს ქვეყ­ნის იმიჯ­სა და ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას".

"მე­ო­რედ ჩა­ვარ­დნილ­მა კან­დი­დატ­თა სიამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო დღეს ამ ნდო­ბის მან­დატს არ ამარ­თლებს და ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ პა­სუ­ხობს ევ­რო­პის საბ­ჭოს მო­თხოვ­ნე­ბის სტან­დარტს. ეს არის ნე­პო­ტის­ტუ­რი და პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გი, რო­მელ­მაც შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი და კონ­კურ­სი ფარ­სად აქ­ცია... ევ­რო­კავ­ში­რის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ევ­რო­პის საბ­ჭოს მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო სამ­წუ­ხა­როდ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კვლავ ვერ ახერ­ხებს", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ასარ­ჩე­ვი მო­სა­მარ­თლე­ო­ბის სამი კან­დი­და­ტი 1-ელ მა­ისს შე­არ­ჩია. კან­დი­და­ტე­ბი იმ ხუთ­კა­ცი­ა­ნი სი­ი­დან შე­ირჩნენ, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნომ - სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნი­სათ­ვის შექ­მნილ­მა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ, წა­რუდ­გი­ნა. მთავ­რო­ბამ წარ­დგე­ნი­ლი ხუთი კან­დი­და­ტი­დან შემ­დე­გი სამი პირი შე­არ­ჩია: ლადო ჭან­ტუ­რია, სო­ფიო ჯა­ფა­რი­ძე და შოთა გე­წა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"

წულუკიანის მორიგი ფიასკო - "იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა"

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება კიდევ ორ კანდიდატს - სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა არის ხანმოკლე.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატთა სია სამი პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი - შოთა გეწაძის და სოფიო ჯაფარიძის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება და მსურველებს საბუთების შეტანისთვის ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

წულუკიანის უწყების მორიგ მარცხს, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ექსპერტებსა და ოპოზიციურ პარტიებში.

"რაც მოხდა ნიშნავს იმას, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა. იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა" - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას, რომლის თანახმად, სამი კანდიდატიდან მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნიეს სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ინგრევს საკუთარ იმიჯს დასავლური სტრუქტურების თვალში.

"იუსტიციის სამინისტრომ ვერ მოისვენა, სანამ სტრასბურგის სასამართლოსა და ზოგადად ევროსტრუქტურების თვალში დიაგნოზი არ დაუსვა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც არაპროფესიონალთა თავყრილობას. სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას და არამარტო სასამართლო შტოს, არამედ აღმასრულებელსაც (იმიტომ რომ აღმასრულებლის აქტიური მონაწილეობით ხდებოდა ამ კანდიდატურების შერჩევა) დაუსვა არაპროფესიონალიზმისა და არაპროფესიონალთა თავყრილობის დიაგნოზი. მეტი რა უნდა გაუკეთოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას? ეს არის ახლომხედველობის და არაშორსმჭვრეტელობის კლასიკური ნიმუში და იმის ნიმუში, როგორ ინგრევს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ იმიჯს დასავლური სტრუქტურების თვალში.

დღევანდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი გამჭოლი ნიშანია ეძებოს მორჩილები, არაპროფესიონალები, ერთგულები. ამ გზით მიდიოდა მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის დროსაც. ეძებდა არა პროფესიონალებს, არამედ მორჩილებს და ერთგულებს, შედეგად მიიღო ის რაც მიიღო, იმიტომ რომ ევროსტრუქტურები და ევროსასამართლო არ არის იმ მონგრეულ პრინციპებზე აგებული, როგორზეც საქართველოს ხელისუფლება აგებს თავის პოლიტიკას. იქ ამოსავალი პრინციპი არის პროფესიონალიზმი და არა მონობა. ამიტომაც გაუგებარია ევროსტრუქტურებისთვის და ევროსასამართლოსთვის საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატურები, ისინი სრულიად სხვა კრიტერიუმებით აფასებენ, სხვადასხვა სიბრტყეშია ეს ყველაფერი" - ამბობს ლაგაზიძე.

იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, "კომისია ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, მისი სურვილი არ არის შეარჩიოს კონკურენტუნარიანი კანდიდატები".

"კომისიის წევრები ერთსა და იმავე ქულას უწერენ კანდიდატებს, გასაუბრების დროს, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი არიან მიუკერძოებლები. უბრალოდ, სამწუხარო არის ის რომ, ეს მეორედ ხდება და ასეთ დამოკიდებულებას ეწირება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია, იმიტომ რომ ხშირი არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქვეყანას უკან უბრუნებენ სიას. ეს არის წარუმატებელი პროცესი უკვე მეორედ საქართველოსთვის. მე ვერ გეტყვით, რამდენად გაითვალისწინებენ შექმნილ მდგომარეობას კომისიის წევრები, ჯერ ერთი კომისია ხელახლა უნდა შეიკრიბოს, იმიტომ რომ პირველმა შედეგებმაც აჩვენა რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის კრახი, რომელიც სტრასბურგში განიცადა საქართველოს ხელისუფლებამ სიის არაკეთილსინდისიერად შედგენის გამო.

როგორც ჩანს, ეს არის შეხმატკბილებული მოქმედება მთავრობის სხვადასხვა აქტორს შორის, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების დანარჩენ წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი არის წინასწარ შერჩეული კანდიდატების გაყვანა, სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რადგან მუდმივად შეუძლებელია ერთი და იგივე ტექსტით ხდებოდეს კანდიდატების დაწუნება. რა გახდა სამი ისეთი იურისტის მოძებნა ამ ქვეყანაში, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას?!" - ამბობს დავით ჯანდიერი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს ვერ პასუხობს.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, მეორედ ხდება, რომ საქართველო ფორმალური კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც კი, ევროსასამართლოში აგზავნის შეუფერებელ კანდიდატებს.

"მთელი პროცესი, რომელიც ჩაატარა მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ, აღსავსე იყო მაქინაციებით იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ იმ სამეულში, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში. თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების სია, რომელთა მიერ წარგზავნილი სიის უარყოფა ხდება მთლიანად და იცით, რომ ჩვენს ისტორიაში პირველად, იანვარში მოხდა მთლიანი სიის უარყოფა და დაწუნება, რომელიც გაიგზავნა სასამართლოდან", - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე შეფასებით, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ კონკურსს აცხადებს, რის ვალდებულებასაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს, რომ წულუკიანი აღიარებს, რომ მთლიანი პროცესი, რაც წარმართა, არის დისკრედიტებული.

"ასეთ ფონზე, იმ სირცხვილის და სკანდალის ფონზე, რაც უკვე მეორედ მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იგი იქნებოდა გადამდგარი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ მთავრობა მთლიანად არის ჩართული ამ მანიპულაციაში იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ გავიდნენ", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის, სალომე სამადაშვილის თქმით, "თეა წულუკიანი ცდილობს აიძულოს ევროპული მხარე, მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ და ამ პროცესში უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევროპულ პერსპექტივას".

"მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად, ვერ პასუხობს ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს. ეს არის ნეპოტისტური და პოლიტიზირებული პროცესის შედეგი, რომელმაც შერჩევის პროცესი და კონკურსი ფარსად აქცია... ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს მოთხოვნების შესრულებას, რასაც საქართველო სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ ვერ ახერხებს", - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1-ელ მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ - სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია: ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."