პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს
შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს შსს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე, შსს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტი­ვის თა­ნა­შემ­წე-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ა.დ. და­ა­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 21 ივ­ნისს და­ახ­ლო­ე­ბით 16:30 სა­ათ­ზე ქ. ქო­ბუ­ლეთ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მი­ვი­და ა.დ., რო­მე­ლიც არ ას­რუ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ეცვა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მა­ი­სუ­რი და თან ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. ამ დროს ქუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რ.ქ, მისი მე­გო­ბა­რი მ.დ. და მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა. რ.ქ.-მ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, რის შემ­დე­გაც ა.დ. მას მი­მარ­თავ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით და ემუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. ა.დ.-მ ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა რ.ქ.-ს მე­გო­ბარს მ.დ.-ს და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და­ი­წყო იქვე მყო­ფი სხვა პი­რე­ბის მი­მართ. ა.დ.-მ აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბით, უხე­შად და­არ­ღვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი სხვა პი­რე­ბის მი­მართ.

ა.დ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით) იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­სა­მარ­თლოს ა.დ-სთვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

ა.დ. სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) იქნა დაკავებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, სასამართლოს ა.დ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ