პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას
ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას

ჩვენ ბევ­რი კი­თხვა დაგ­ვიგ­როვ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლემ ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლის წინ.

"ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც პო­ლი­ცია გა­მო­ძი­ე­ბას ატა­რებ­და, ჩვენ არ მიგ­ვი­ღია პა­სუ­ხე­ბი ჩვენს კი­თხვებ­ზე. ჩვენ დღემ­დე არ ვი­ცით, რო­გორ იყო აფგან მუხ­თარ­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ვინ გა­ი­ტა­ცა და რაც მთა­ვა­რია, ვინ გას­ცა მისი გა­ტა­ცე­ბის ბრძა­ნე­ბა, ვინ აკონ­ტრო­ლებ­და გა­ტა­ცე­ბის ოპე­რა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა შს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

"გარ­და ამი­სა, გა­სულ კვი­რას შს მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ შს სა­მი­ნის­ტროს ორი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან არის გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი. არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო მათი გა­და­ყე­ნე­ბა. პი­რი­ქით, ისი­ნი უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში და პა­სუ­ხი გა­ე­ცათ კი­თხვა­ზე, მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ და­უშ­ვა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ აფგან მუხ­თარ­ლის გაყ­ვა­ნა. ასე რომ, მათი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა არა­ფერს იძ­ლე­ვა. მათ უნდა გა­ე­ცათ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თუ რო­გორ და რა­ტომ და­უშ­ვეს ეს", - გან­მარ­ტა მან.

რო­გორც ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ გა­ნა­ცხა­და, ახლო მო­მა­ვალ­ში ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, შე­უძ­ლია თუ არა ენ­დოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მო­ძი­ე­ბას. "თუ ისი­ნი პო­ლი­ცი­ის მსგავ­სად ჩა­ა­ტა­რე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას, ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს მმარ­თვე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ად­ვო­კატ არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას

ლეილა მუსტაფაევა - დღემდე არ ვიცით, ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას

ჩვენ ბევრი კითხვა დაგვიგროვდა მთავარი პროკურატურის მიმართ, - განუცხადა ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ მთავარ პროკურატურაში შესვლის წინ.

"ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც პოლიცია გამოძიებას ატარებდა, ჩვენ არ მიგვიღია პასუხები ჩვენს კითხვებზე. ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა და რაც მთავარია, ვინ გასცა მისი გატაცების ბრძანება, ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას", - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ის ასევე გამოეხმაურა შს სამინისტროს მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლებას.

"გარდა ამისა, გასულ კვირას შს მინისტრმა განაცხადა, რომ შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან არის გადაყენებული. არ უნდა მომხდარიყო მათი გადაყენება. პირიქით, ისინი უნდა მოქცეულიყვნენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და პასუხი გაეცათ კითხვაზე, მაგალითად, თუ როგორ დაუშვა სასაზღვრო პოლიციამ აფგან მუხთარლის გაყვანა. ასე რომ, მათი თანამდებობიდან გადაყენება არაფერს იძლევა. მათ უნდა გაეცათ კითხვაზე პასუხი თუ როგორ და რატომ დაუშვეს ეს", - განმარტა მან.

როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, ახლო მომავალში ნათელი გახდება, შეუძლია თუ არა ენდოს პროკურატურის გამოძიებას. "თუ ისინი პოლიციის მსგავსად ჩაატარებენ გამოძიებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქმე გვაქვს მმართველი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებასთან", - განაცხადა მუსტაფაევამ.

მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს. ლეილა მუსტაფაევა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად გამოცხადდა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება