სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს

შიდსი - უკურ­ნე­ბე­ლი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ო­ში 20 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი შიდსის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს. მათ შო­რის ერთ-ერ­თია ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ალექ­სან­დრე ესა­ძე.

ალექ­სან­დრეს სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა წლე­ბის წინ ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო, სა­დაც სტუ­დენ­ტო­ბის ერთი წელი გა­ა­ტა­რა და მიხ­ვდა, რომ ბი­ო­ფი­ზი­კა მისი საქ­მეა. მას შემ­დეგ ესა­ძემ სწავ­ლა და საქ­მი­ა­ნო­ბა აშშ-ის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სტე­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლა.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, მიღ­წე­ვე­ბის და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- რო­გორ მოხ­და თქვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი მო­ზარ­დო­ბი­დან­ვე მომ­წონ­და. ფი­ზი­კის, ქი­მი­ის და ეკო­ლო­გი­ის ოლიმ­პი­ა­დებ­ში ბევ­რჯერ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვფიქ­რობ, ჩემ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა მა­მა­ჩე­მის - გი­ორ­გი ესა­ძი­სა და ბა­ბუ­ა­ჩე­მის ოლეგ პა­რო­ში­ნის მა­გა­ლი­თით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ფი­ზი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბა კი 2004 წელს მოხ­და, როცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვსაქ­მი­ა­ნობ­დი კი­დეც, თუმ­ცა ის დღე­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან კავ­შირ­ში არაა.

2008 წელს აკა­დე­მი­უ­რი წელი მქონ­და, რო­მე­ლიც ტე­ხა­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაც­ვლით პროგ­რა­მა­ზე გა­ვა­ტა­რე. ჩემი იქ მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მოხ­და. ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს ალექ­სეი გრი­ბენ­კის სჭირ­დე­ბო­და დამ­ხმა­რე კად­რი. ამის შე­სა­ხებ ქარ­თველ კო­ლე­გას და მე­გო­ბარს უთხრა და ჰკი­თხა, თსუ-ში თუ იყ­ვნენ კარ­გი სტუ­დენ­ტე­ბი, ვი­საც აშშ-ში პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბა უნ­დო­და. მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეს ინ­ფორ­მა­ცია 20-მდე სტუ­დენ­ტმა მი­ვი­ღეთ. CV გავ­გზავ­ნეთ და რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მოწ­ვე­ვა მე მო­მი­ვი­და. ასე მოვ­ხვდი ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სწო­რედ იქ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ბი­ო­ფი­ზი­კა არის ჩემი ფა­ვო­რი­ტი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ.

ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის მთელ დროს აკა­დე­მი­ურ კა­რი­ე­რას ვუთ­მობ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ჰობი მაქვს. მათ შო­რის სპორ­ტუ­ლი სრო­ლა, ყვინ­თვა და გე­მე­ბის მო­დე­ლე­ბის აწყო­ბა. ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი ია­პო­ნუ­რი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით და მისი ის­ტო­რი­ით.

ჩემი ცხოვ­რე­ბის სტილს მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თგვა­რო­ვანს ვუ­წო­დებ­დი, რად­გან ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი კა­რი­ე­რის იმ სტა­დი­ა­ში, როცა პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნო. ამ რე­ჟიმ­ში ორი­ო­დე დღეს თუ ვპო­უ­ლობ ხოლ­მე, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში გა­ვი­დე და და­ვის­ვე­ნო.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც აშშ-ში კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს

- რო­გორ მოხ­ვდით ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1 წლის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. 2009 წელს, თსუ-ს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უკვე პი­რა­დი მოწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და, რომ ტე­ხა­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. იქ 2010-2014 წლე­ბი გა­ვა­ტა­რე, რო­გორც სტუ­დენ­ტმა, 2015 წელი კი - რო­გორც პოსტდოკ­მა.

ამის შემ­დეგ უკვე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაგ­რძელ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის ის­ტო­რია გა­მე­ორ­და. ჩემს ახ­ლან­დელ ხელ­მძღვა­ნელს სჭირ­დე­ბო­და პოსტდო­კი და მისი არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ჩერ­და. 2015 წელს მე უკვე მქონ­და 10-მდე სტა­ტია პირ­ვე­ლი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ათე­ულ­ში გზა ხსნი­ლი მქონ­და. არ­ჩე­ვა­ნი მეც ჰო­პ­კინ­სის პრო­ექ­ტზე შე­ვა­ჩე­რე. ის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო, რად­გან წარ­მო­ად­გენ­და ჩემი ბი­ო­ფი­ზი­კის პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უჯრე­დუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ის კუ­თხით.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კარ­გი რე­პუ­ტა­ცია და პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ, რო­გო­რია მისი დე­ტა­ლე­ბი და მიზ­ნე­ბი?

- ამ მო­მენ­ტის­თვის 5 პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ. ნა­წი­ლის უშუ­ა­ლო ინი­ცი­ა­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი მე ვარ, ნა­წი­ლი კი ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

მალე ვამ­თავ­რებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც დნმ-ის შე­კე­თე­ბა­ზე უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის ბი­ო­ფი­ზი­კის კვლე­ვებს უშუ­ა­ლოდ უჯრედ­ში­და პრო­ცე­სებ­თან აკავ­ში­რებს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ დნმ-ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი შიდსის ვირუ­სის დაქ­ვე­ი­თე­ბა ურა­ცი­ლის შე­კე­თე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ზო­გა­დად, შიდსის გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ფა­რულ რე­ზერ­ვუ­ა­რებს მაკრო­ფა­გებ­ში - იმუ­ნურ უჯრე­დებ­ში, რომ­ლე­ბიც "მოს­ვე­ნე­ბულ" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ათო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ად­გე­ნენ ვირუ­სის ფო­ნურ წყა­როს. არ­სე­ბუ­ლი რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი თე­რა­პია მხო­ლოდ ახ­შობს ვირუ­სის წარ­მო­შო­ბას, მაგ­რამ ვერ სპობს მის უშუ­ა­ლო წყა­როს.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ამ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის დნმ-ის დეგ­რა­და­ცია ურა­ცი­ლის შე­კე­თე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჰი­პერ გა­აქ­ტი­უ­რე­ბით. ეს მე­თო­დი იწ­ვევს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის დნმ-ის სწრაფ ფრაგ­მენ­ტი­რე­ბას, უფრო სწრაფს ვიდ­რე უჯრედს შე­უძ­ლია შე­ა­კე­თოს. შე­დე­გად კი თვით უჯრე­დის დნმ-ის და­ნა­წევ­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი ხდე­ბა. ამ­ჟა­მად, ჩვე­ნი თე­რა­პია სე­ლექ­ცი­უ­რად სპობს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის 90%-ს 2-კვი­რი­ა­ნი თე­რა­პი­ის შემ­დეგ. ჯერ გა­მო­საკ­ვლე­ვია, დარ­ჩე­ნილ უჯრე­დებს შეს­წევთ თუ არა ინ­ფექ­ცი­უ­რი ვირუ­სის წარ­მო­ე­ბის უნა­რი.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ თქვენს ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად?

- ალ­ბათ, ის, რომ საკ­მა­რი­სად ღირ­სე­უ­ლად ჩამ­თვა­ლეს და პი­რა­დი მოწ­ვე­ვა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტუ­რის პროგ­რა­მა­ზე. მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თსუ-ს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დიპ­ლო­მი ჯერ არ მქონ­და. სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მე­გუ­ლე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი მი­ზა­ნია აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში უჯრე­დუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ის და ბი­ო­ფი­ზი­კის/ბი­ო­ქი­მი­ის გა­სა­ყარ­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ამ­ჟა­მად მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ჩემი გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს არ უკავ­შირ­დე­ბა.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია ქარ­თვე­ლის­თვის უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა? და­საქ­მე­ბა?

- უცხო­ეთ­ში და­საქ­მე­ბის სი­მარ­ტი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც უფრო რთუ­ლია სფე­რო, რაც უფრო მა­ღალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას მო­ი­თხოვს, მით უფრო ად­ვი­ლია ად­გი­ლის პოვ­ნა. სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ე­ბის 60% უცხო­ე­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია, რად­გან აპ­ლი­კან­ტის­გან ბევ­რს მო­ი­თხოვს. უმ­რავ­ლე­სო­ბას უფრო მარ­ტი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ძებ­ნა ურ­ჩევ­ნია. მა­გა­ლი­თად, მე­ნე­ჯე­რობ­ზე, სა­დაც აპ­ლი­კანტს ბევ­რი არა­ფე­რი მო­ე­თხო­ვე­ბა, კონ­კუ­რენ­ცია გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი - წარ­მა­ტე­ბის გზა ქუ­თა­ი­სი­დან ვა­შინგტო­ნამ­დე

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, კო­ლე­ჯში ჩა­რი­ცხვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ვი­ნა­ი­დან ეს ფა­სი­ა­ნია და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სია. დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში მოხ­ვედ­რაც საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ ვინ­მე, ვინც სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­გი­წევთ. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­მოკ­ლე გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს და­დე­ბით თვი­სე­ბებს ზუს­ტად უნდა აღ­ნიშ­ნავ­დნენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა, რო­მე­ლიც CV-ში სა­თა­ნა­დოდ უნდა იყო გად­მო­ცე­მუ­ლი.

თუ მე-2-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი ხართ და სა­ზღვარ­გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, აშშ-ში აპი­რებთ სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ძებ­ნოთ პო­ტენ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი და უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­როთ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

თუ თქვენ პოსტ-დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში მოხ­ვედ­რა გინ­დათ, 3 პუნ­ქტი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ: 1. თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ გა­მოც­დი­ლე­ბა იმ სფე­რო­ში, რო­მელ­შიც აპი­რებთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. 2. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს აღი­ა­რე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში. სტა­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის ხა­რისხზე. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ Impact Factor 10-ში 2-3 სტა­ტია მა­ინც გაქვთ პირ­ვე­ლი ავ­ტო­რო­ბით ან ნა­წი­ლი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ოცე­ულ­ში ად­გი­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ. 3. კარ­გი რე­კო­მენ­და­ცი­ის წე­რი­ლე­ბი წინა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან.

- რას ურ­ჩევთ ახალ­გაზ­რდებს, რას მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე?

-უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­ი­ფიქ­რეთ მეც­ნი­ე­რე­ბის რო­მე­ლი სფე­რო გა­ინ­ტე­რე­სებთ. და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებს, გა­ე­ცა­ნით მის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს, გა­არ­კვი­ეთ, რა არის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ქვეპ­რო­ექ­ტე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი ამ სფე­რო­ში. და­ი­წყეთ პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა. იკი­თხეთ, არის თუ არა სტა­ჟი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, თუნ­დაც მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბით. ამ დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ზო­გა­დი ცოდ­ნა, რო­მელ­საც აუ­დი­ტო­რი­ა­ში მი­ი­ღებთ.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში შიდსის განკურნების უახლეს მეთოდზე მუშაობს

შიდსი - უკურნებელი ვირუსული დაავადება, რომლითაც მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ჰოპკინსის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფი შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ესაძე.

ალექსანდრეს სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა წლების წინ ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც სტუდენტობის ერთი წელი გაატარა და მიხვდა, რომ ბიოფიზიკა მისი საქმეა. მას შემდეგ ესაძემ სწავლა და საქმიანობა აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსტეტებში გააგრძელა.

ამჟამინდელი საქმიანობის, მიღწევების და გეგმების შესახებ ქართველი მეცნიერი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- როგორ მოხდა თქვენი მეცნიერებასთან დაკავშირება და მეცნიერების პარალელურად, რით ხართ დაკავებული?

- ტექნიკური საგნები მოზარდობიდანვე მომწონდა. ფიზიკის, ქიმიის და ეკოლოგიის ოლიმპიადებში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩემში მეცნიერებისადმი მიდრეკილება მამაჩემის - გიორგი ესაძისა და ბაბუაჩემის ოლეგ პაროშინის მაგალითით იყო შთაგონებული. ფიზიკასთან დაკავშირება კი 2004 წელს მოხდა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, ვსაქმიანობდი კიდეც, თუმცა ის დღევანდელ საქმიანობასთან კავშირში არაა.

2008 წელს აკადემიური წელი მქონდა, რომელიც ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამაზე გავატარე. ჩემი იქ მოხვედრა ძალიან უცნაურად მოხდა. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს ალექსეი გრიბენკის სჭირდებოდა დამხმარე კადრი. ამის შესახებ ქართველ კოლეგას და მეგობარს უთხრა და ჰკითხა, თსუ-ში თუ იყვნენ კარგი სტუდენტები, ვისაც აშშ-ში პრაქტიკის მიღება უნდოდა. მისი რეკომენდაციით, ეს ინფორმაცია 20-მდე სტუდენტმა მივიღეთ. CV გავგზავნეთ და რამდენიმე კვირის შემდეგ მოწვევა მე მომივიდა. ასე მოვხვდი ტეხასის უნივერსიტეტში. სწორედ იქ გადავწყვიტე, რომ ბიოფიზიკა არის ჩემი ფავორიტი და ამ მიმართულებით საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის მთელ დროს აკადემიურ კარიერას ვუთმობ, თუმცა რამდენიმე ჰობი მაქვს. მათ შორის სპორტული სროლა, ყვინთვა და გემების მოდელების აწყობა. ბოლო დროს განსაკუთრებით დავინტერესდი იაპონური საბრძოლო ხელოვნებით და მისი ისტორიით.

ჩემი ცხოვრების სტილს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანს ვუწოდებდი, რადგან ახლა ვიმყოფები კარიერის იმ სტადიაში, როცა პროექტების ჩამოყალიბების და განვითარების უნარი უნდა გამოვიჩინო. ამ რეჟიმში ორიოდე დღეს თუ ვპოულობ ხოლმე, რომ მეგობრებთან ერთად ბუნებაში გავიდე და დავისვენო.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში კიბოს მკურნალობის მეთოდზე მუშაობს

- როგორ მოხვდით ჰოპკინსის უნივერსიტეტში და რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება?

- ტეხასის უნივერსიტეტში 1 წლის გატარების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. 2009 წელს, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, უკვე პირადი მოწვევა მომივიდა, რომ ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში გამეგრძელებინა სწავლა. იქ 2010-2014 წლები გავატარე, როგორც სტუდენტმა, 2015 წელი კი - როგორც პოსტდოკმა.

ამის შემდეგ უკვე ჩემი საქმიანობა ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაგრძელდა. ფაქტობრივად, ტეხასის უნივერსიტეტში მოხვედრის ისტორია გამეორდა. ჩემს ახლანდელ ხელმძღვანელს სჭირდებოდა პოსტდოკი და მისი არჩევანი ჩემზე შეჩერდა. 2015 წელს მე უკვე მქონდა 10-მდე სტატია პირველი თანაავტორობით. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში გზა ხსნილი მქონდა. არჩევანი მეც ჰოპკინსის პროექტზე შევაჩერე. ის უფრო მიმზიდველი იყო, რადგან წარმოადგენდა ჩემი ბიოფიზიკის პროექტების გაგრძელებას უჯრედული ბიოლოგიის კუთხით.

ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად კარგი რეპუტაცია და პირადი კონტაქტები ყველაზე მნიშვნელოვანია.

- კონკრეტულად, რა პროექტზე მუშაობთ, როგორია მისი დეტალები და მიზნები?

- ამ მომენტისთვის 5 პროექტზე ვმუშაობ. ნაწილის უშუალო ინიციატორი და ხელმძღვანელი მე ვარ, ნაწილი კი ჩემი ხელმძღვანელის მიერ არის ინიცირებული.

მალე ვამთავრებთ პროექტს, რომელიც დნმ-ის შეკეთებაზე უკანასკნელი 20 წლის ბიოფიზიკის კვლევებს უშუალოდ უჯრედშიდა პროცესებთან აკავშირებს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ დნმ-ინტეგრირებული შიდსის ვირუსის დაქვეითება ურაცილის შეკეთების მექანიზმის გააქტიურებითაა შესაძლებელი. ზოგადად, შიდსის განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან ვირუსი გამოიმუშავებს ინტეგრირებულ ფარულ რეზერვუარებს მაკროფაგებში - იმუნურ უჯრედებში, რომლებიც "მოსვენებულ" მდგომარეობაში ათობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ და მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოადგენენ ვირუსის ფონურ წყაროს. არსებული რეტროვირუსული თერაპია მხოლოდ ახშობს ვირუსის წარმოშობას, მაგრამ ვერ სპობს მის უშუალო წყაროს.

ჩვენი მიზანია, ამ ინტეგრირებული ვირუსის დნმ-ის დეგრადაცია ურაცილის შეკეთების მექანიზმის ჰიპერ გააქტიურებით. ეს მეთოდი იწვევს ინტეგრირებული ვირუსის დნმ-ის სწრაფ ფრაგმენტირებას, უფრო სწრაფს ვიდრე უჯრედს შეუძლია შეაკეთოს. შედეგად კი თვით უჯრედის დნმ-ის დანაწევრება და სიკვდილი ხდება. ამჟამად, ჩვენი თერაპია სელექციურად სპობს ინფიცირებული უჯრედების 90%-ს 2-კვირიანი თერაპიის შემდეგ. ჯერ გამოსაკვლევია, დარჩენილ უჯრედებს შესწევთ თუ არა ინფექციური ვირუსის წარმოების უნარი.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- ალბათ, ის, რომ საკმარისად ღირსეულად ჩამთვალეს და პირადი მოწვევა გამომიგზავნეს ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამაზე. მუშაობა შემომთავაზეს იმის მიუხედავად, რომ თსუ-ს ბაკალავრიატის დიპლომი ჯერ არ მქონდა. სხვა მსგავსი შემთხვევა არ მეგულება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი მიზანია აკადემიურ სფეროში უჯრედული ბიოლოგიის და ბიოფიზიკის/ბიოქიმიის გასაყარზე წარმატების მიღწევა. ამჟამად მეცნიერებაში არსებული სიტუაციის გამო ჩემი გეგმები საქართველოს არ უკავშირდება.

- რამდენად რთულია ქართველისთვის უცხოეთში განათლების მიღება? დასაქმება?

- უცხოეთში დასაქმების სიმარტივე საქმიანობის სფეროზეა დამოკიდებული. რაც უფრო რთულია სფერო, რაც უფრო მაღალ კვალიფიკაციას და შრომისუნარიანობას მოითხოვს, მით უფრო ადვილია ადგილის პოვნა. სამეცნიერო სფეროში მოღვაწეების 60% უცხოელია. ამ მიმართულებით დასაქმება, ალბათ, ყველაზე მარტივია, რადგან აპლიკანტისგან ბევრს მოითხოვს. უმრავლესობას უფრო მარტივი საქმიანობის მოძებნა ურჩევნია. მაგალითად, მენეჯერობზე, სადაც აპლიკანტს ბევრი არაფერი მოეთხოვება, კონკურენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე მეცნიერებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი - წარმატების გზა ქუთაისიდან ვაშინგტონამდე

რაც შეეხება განათლებას, კოლეჯში ჩარიცხვა ძალიან მარტივია, ვინაიდან ეს ფასიანია და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უბრალოდ ბიზნესია. დოქტორანტურაში მოხვედრაც საკმაოდ მარტივია, მაგრამ აუცილებლად დაგჭირდებათ ვინმე, ვინც სათანადო რეკომენდაციას გაგიწევთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ხანმოკლე გამოცდილება და რეკომენდაციის წერილები, რომლებიც თქვენს დადებით თვისებებს ზუსტად უნდა აღნიშნავდნენ. აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც CV-ში სათანადოდ უნდა იყო გადმოცემული.

თუ მე-2-3 კურსის სტუდენტი ხართ და საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, აშშ-ში აპირებთ სამეცნიერო განათლების მიღებას, აუცილებლად უნდა მოძებნოთ პოტენციური პროექტები და უშუალო კონტაქტები დაამყაროთ სფეროს წარმომადგენლებთან.

თუ თქვენ პოსტ-დოქტორანტურაში მოხვედრა გინდათ, 3 პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ: 1. თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც აპირებთ მუშაობის გაგრძელებას. 2. აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოქვეყნებული სტატიები მსოფლიოს აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალებში. სტატიების რაოდენობა დამოკიდებულია ჟურნალის ხარისხზე. მაგალითად, თუ თქვენ Impact Factor 10-ში 2-3 სტატია მაინც გაქვთ პირველი ავტორობით ან ნაწილი თანაავტორობით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ოცეულში ადგილი გარანტირებული გაქვთ. 3. კარგი რეკომენდაციის წერილები წინა ხელმძღვანელებისგან.

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რას მიაქციონ ყურადღება კარიერული განვითარების გზაზე?

-უპირველეს ყოვლისა, მოიფიქრეთ მეცნიერების რომელი სფერო გაინტერესებთ. დაელაპარაკეთ თქვენი უნივერსიტეტის მეცნიერებს, გაეცანით მის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, გაარკვიეთ, რა არის ყველაზე აქტუალური ქვეპროექტები და პრობლემები ამ სფეროში. დაიწყეთ პრაქტიკული უნარების შეძენა. იკითხეთ, არის თუ არა სტაჟირების ადგილები ლაბორატორიებში, თუნდაც მცირე ანაზღაურებით. ამ დროს მიღებული გამოცდილება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადი ცოდნა, რომელსაც აუდიტორიაში მიიღებთ.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"