იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია

იპოვე შენი წინაპარი: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული მეომრების გვარები, რომელთა ნეშტი ნაპოვნია

მეორე მსოფლიოს ომის დროს დაკარგული ქართველი მეომრების თემა AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, განვაგრძობთ სხვადასხვა ადგილებიდან მოწოდებული ინფორმაციის, სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი და იდენტიფიცერებული ქართველების გვარ-სახელების გამოქვეყნებას...

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც დაკარგული წინაპრის შესახებ ცნობილი გახდა, არაერთი ადგილობრივი აპირებს მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებას... როგორც ქერჩიდან გვატყობინებენ, მეომრების ოჯახის წევრებს დოკუმენტაციის საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი იურისტი დაეხმარება...

ბოლო ინფორმაციით, საძიებო სამუშაოების დროს ნაპოვნი ქართველების სია ასე გამოიყურება:

(მკითხველს აქვე განვუმარტავთ, რომ რუსულად აღრიცხულ სიებში, გვარ-სახელებსა და დაბადების ადგილებში, შესაძლოა, შეცდომები იყოს)

ფედია იასონის ძე ხმიადაშვილი - დაბადებული 1924 წელსა ხაშურში. მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 1942 წლის 11 ნოემბერს. 1943 წლის 26 ოქტომბერს, ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობების მორჩენის შემდეგ, გამოწერეს. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ორჯერ, 1943 და 1944 წლებში. მოგვიანებით, ასევე, 1944 წელს, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის ორდენი. იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, სადაც შეიარაღების სარდლის მოადგილე და წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 1944 წლიდან უგზო-უკვლოდ ითვლებოდა...

ვიქტორ გიორგის ძე ზარიძე - დაბადებული 1916 წელს, თიანეთში, სოფელ ღულელებში. მეუღლე ოლღა დავითის ასული... დაიკარგა, 1942 წელს, ფინეთში, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა, შემდეგ, ტყვეთა ბანაკში, 14 გერმანელ ჯარისკაცზე გადაცვალეს... გარკვეული დროის შემდეგ, მისი კვალი ისევ იკარგება...

ვიქტორ ნიკოლოზის ძე გელაშვილი - დაბადებული 1904 წელს, ჭიათურაში. მეუღლე სონია სერგეის ასული. დაკრძალულია ქერჩში, აჯიმუშკაიში, 1943 წლის 20 თებერვალს, პარტიზანების სასაფლაო #20-ში.

მიხეილ ბესარიონის ძე კლდიაშვილი, დაბადებული 1903 წელს. მეუღლე ოლღა თემურის ასული... გაწვეულია ქუთაისის სამხედრო კომისარიატიდან. ბოლო მონაცემებით, ცხოვრობდა ბათუმში, საბჭოს ქ, #2-ში. დაიღუპა ანაპაში, მშვიდობის პარკთან...

ნიკოლოზ სარდიონის ძე სინაურიძე - დაბადებული 1922 წელს, წყალტუბოს რაიონში. მსახურობდა ჩელიაბინსკის ნაწილში, ეტკულსკის რაიონში. დაკარგულად მიიჩნეოდა, 1941 წლიდან, ლვოვის ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ...

ვასილ თედოს ძე გეგეჭკორი - დაბადებული 1900 წელს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) რაიონის, სოფელ ინჩხურში. დაიღუპა 1942 წელს, კალინინის მხარეში, მოლოდოტუდსკის რაიონში, სოფელ აჟევოში...

ვახტანგ გრიგორის ძე დიდებაშვილი - დაბადებული 1921 წელს დუშეთის რაიონში. დედა ნეია (ნელი) გრიგორის ასული. პრიკარპატის სამხედროს სარდლობის უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1943 წლის 31 დეკემბერს, ვინიცკის მხარეში, კანილინის რაიონი, სოფელ ახალ გრებლიაში...

ვახტანგ ნიკოლოზის ძე კუკოაშვილი (შესაძლოა, ოქრუაშვილი) - დაბადებული ქარელის რაიონში, 1922 წელს. დედა ვარვარა დავითის ასული... წოდებით კაპრალი, დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, კრიმსკის რაიონიდან აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლებში...

ილია გიორგის ძე ჩიფჩიური, დაბადებული 1921 წელს, ქ. თბილისში. მეუღლე თამარ გიორგის ას. წიქორიძე. მსახურობდა ლიტვაში, ალიტუსკის მაზრის სამხედრო ნაწილში, სამხედრო ფელდშერის სტატუსით. დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას, 1944 წლის 26 ივლისს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი