საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 90-დღიან ვადაში საქართველოს 3 ათასი მოქალაქე არ დაბრუნებულა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 90-დღიან ვადაში საქართველოს 3 ათასი მოქალაქე არ დაბრუნებულა

2017 წლის 28 მარ­ტი­დან ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მით სა­ქარ­თვე­ლოს 55 ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა, რო­მელ­თა­გან 90 დღის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე 3 ათა­სი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან, სა­მი­ნის­ტროს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს. მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ ით­ქვას, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა 3 ათას­მა ადა­მი­ან­მა ევ­რო­კავ­შირ­თან არ­სე­ბუ­ლი 90-დღი­ა­ნი უვი­ზო რე­ჟი­მი და­არ­ღვია, ვი­ნა­ი­დან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი ისეთ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ასე­ვე უვი­ზო რე­ჟი­მი აქვს.

"შე­იძ­ლე­ბა მათ­გან ზოგი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, ზოგი - ბე­ლო­რუს­ში, ზოგი - თურ­ქეთ­ში. ცალ­სა­ხად მათ­ზე ვერ ვი­ტყვით, რომ 90-დღი­ა­ნი უვი­ზო რე­ჟი­მის დამ­რღვე­ვე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ ეს ხალ­ხი ჩას­მუ­ლი გვყავს პო­ტენ­ცი­ურ რისკ ჯგუფ­ში და ვუ­წევთ მო­ნი­ტო­რინგს, რო­მე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან წა­ვიდ­ნენ, ვინ არი­ან, რა კავ­ში­რე­ბი აქვთ, პო­ტენ­ცი­უ­რად რა შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დეთ და ა.შ. ძი­რი­თა­დად, დიდი რის­კე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვქო­ნია, ვი­ნა­ი­დან დიდი მასა, რაც გა­დის ქვეყ­ნი­დან, უკან ბრუნ­დე­ბა. იმ ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­დი­ან, ჯერ­ჯე­რო­ბით სიგ­ნა­ლე­ბი არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­ში არ შე­დი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბით ისარ­გებ­ლეს.

"მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მე ჩა­ვი­და ბე­ლო­რუს­ში, დარ­ჩა ერთი კვი­რა და მერე ჩა­ვი­და ლიტ­ვა­ში, ასე­თი ხალ­ხი ამ მო­ნა­ცე­მებ­ში არ ხვდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ციშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნებს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სტუმ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­გორც შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმ ქვეყ­ნებ­შია, სა­დაც პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბი მოქ­მე­დებს.

"ვი­ზი­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმ ქვეყ­ნებ­შია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბია და ასე­ვე, სა­დაც დიდი დი­ას­პო­რა გვყავს - გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ რის­კე­ბი დიდი არ არის. პრე­ვენ­ცი­ულ­მა მუ­შა­ო­ბამ, გარ­კვე­ულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­დი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად. რაც მთა­ვა­რია, ასე­ვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ბრუნ­დე­ბი­ან უკან", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 90-დღიან ვადაში საქართველოს 3 ათასი მოქალაქე არ დაბრუნებულა

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 90-დღიან ვადაში საქართველოს 3 ათასი მოქალაქე არ დაბრუნებულა

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.

"შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი - ბელორუსში, ზოგი - თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.

"მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელორუსში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება", - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც პირდაპირი ავიარეისები მოქმედებს.

"ვიზიტორების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისებია და ასევე, სადაც დიდი დიასპორა გვყავს - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რისკები დიდი არ არის. პრევენციულმა მუშაობამ, გარკვეულმა საინფორმაციო კამპანიებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეები მიდიან მოწესრიგებულად. რაც მთავარია, ასევე მოწესრიგებულად ბრუნდებიან უკან", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."