მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახება გაზის გაზრდილი ტარიფი ჩვენს ჯიბეზე
როგორ აისახება გაზის გაზრდილი ტარიფი ჩვენს ჯიბეზე

რამ­დე­ნი­მე დღეა, თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­ზის ახა­ლი ტა­რი­ფი მოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლო ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ახა­ლი ტა­რი­ფი და­უდ­გი­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი "ყა­ზტრანსგა­ზის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის 46,153 თეთ­რი იქ­ნე­ბა 1 კუ­ბურ მეტრზე. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის აბო­ნენ­ტებს, რო­მელ­თაც "სო­კარ ჯორ­ჯია გაზი" და "სა­ქორ­გა­ზი" აწ­ვდით ბუ­ნებ­რივ აირს, ზღვრუ­ლი ტა­რი­ფი ერთ შემ­თხვე­ვა­ში 56,940 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - 57,011 თეთ­რით. ეს ტა­რი­ფე­ბი იმოქ­მე­დებს 2018 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით და ამ ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ გა­ზის ტა­რი­ფი, შე­საძ­ლოა, კვლავ გა­და­ი­ხე­დოს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბუ­ნებ­რივ აირ­ზე სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი შე­იც­ვა­ლა. 2007 წელს "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გა­ზის ტა­რი­ფი 1 კუბმ-ზე 50,62 თეთ­რი დად­გინ­და. 2013 წელს 5-თეთ­რი­ა­ნი სუბ­სი­დი­რე­ბა და­წეს­და, რის შემ­დე­გაც მო­სახ­ლე­ო­ბა მოხ­მა­რე­ბულ ბუ­ნებ­რივ აირ­ში იხ­დი­და 45,62 თეთ­რს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს მოქ­მე­დი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, 2007 წელს მი­ღე­ბულ ტა­რიფ­ზე 4,5 თეთ­რით ნაკ­ლე­ბია და ამი­ტომ მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 0,5 თეთ­რით აღე­მა­ტე­ბა სუბ­სი­დი­ის შე­დე­გად შემ­ცი­რე­ბულს. სწო­რედ ნა­ხე­ვარ­თეთ­რი­ა­ნი ფას­ნა­მა­ტით მო­უ­წევთ თბი­ლი­სის აბო­ნენ­ტებს გა­ზის ტა­რი­ფის გა­დახ­და. ცხა­დია, ეს მცი­რე სხვა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი მა­შინ გახ­დე­ბა, როცა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­ივ­ლის და ზამ­თარ­ში გა­ზის მოხ­მა­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ აისახება გაზის გაზრდილი ტარიფი ჩვენს ჯიბეზე

როგორ აისახება გაზის გაზრდილი ტარიფი ჩვენს ჯიბეზე

რამდენიმე დღეა, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის გაზის ახალი ტარიფი მოქმედებს. საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზგამანაწილებელ კომპანიებს ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დაუდგინა, რომლის თანახმად, თბილისში სამომხმარებლო ტარიფი "ყაზტრანსგაზის" აბონენტებისთვის 46,153 თეთრი იქნება 1 კუბურ მეტრზე. რაც შეეხება რეგიონების აბონენტებს, რომელთაც "სოკარ ჯორჯია გაზი" და "საქორგაზი" აწვდით ბუნებრივ აირს, ზღვრული ტარიფი ერთ შემთხვევაში 56,940 თეთრით განისაზღვრა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 57,011 თეთრით. ეს ტარიფები იმოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ამ ვადის გასვლის შემდეგ გაზის ტარიფი, შესაძლოა, კვლავ გადაიხედოს.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ათი წლის განმავლობაში, როცა თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი შეიცვალა. 2007 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისის" აბონენტებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბმ-ზე 50,62 თეთრი დადგინდა. 2013 წელს 5-თეთრიანი სუბსიდირება დაწესდა, რის შემდეგაც მოსახლეობა მოხმარებულ ბუნებრივ აირში იხდიდა 45,62 თეთრს. შესაბამისად, დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა, 2007 წელს მიღებულ ტარიფზე 4,5 თეთრით ნაკლებია და ამიტომ მხოლოდ დაახლოებით 0,5 თეთრით აღემატება სუბსიდიის შედეგად შემცირებულს. სწორედ ნახევართეთრიანი ფასნამატით მოუწევთ თბილისის აბონენტებს გაზის ტარიფის გადახდა. ცხადია, ეს მცირე სხვაობა გაცილებით შესამჩნევი მაშინ გახდება, როცა ადგილობრივი არჩევნები გადაივლის და ზამთარში გაზის მოხმარება გაიზრდება.

განაგრძეთ კითხვა

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

საქართველოს მოქალაქეებისთვის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება - რამდენ დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ მოქალაქეებს

რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებაზე - "ჩემი უშუალო ხელმძვანელობით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას"