საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!
გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!

29 ივ­ლისს, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის პირ­ველ სოლო კონ­ცერტს გა­მარ­თავს უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გელა გუ­რა­ლია.

ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტის­თვის მზა­დე­ბა უკვე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და.

კონ­ცერ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებსლე­ლა წურ­წუ­მია.

გარ­და ამი­სა, გელა იმ­ღე­რებს კომ­პო­ზი­ტორ ჯუმ­ბერ ამა­ნა­თაშ­ვილ­თან ერ­თა­დაც.

ბი­ლე­თე­ბი უკვე გა­ყიდ­ვა­შია ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის სა­ლა­რო­ებ­ში და tkt.ge-ზე

იხ. ბმუ­ლი

მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია გე­ლა­გუ­რა­ლი­ას შე­სა­ხებ:

გელა გუ­რა­ლია და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ქ. ფოთ­ში. სწავ­ლობ­და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თსუ-ს ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქი­მი­ას აჯო­ბა მუ­სი­კი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა და დღეს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნოს გელა გუ­რა­ლი­ას უნი­კა­ლუ­რი ხმა- ტე­ნორ-ალ­ტი­ნო, რა­საც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ხელი შე­უ­წყო მის­მა გა­მო­ჩე­ნამ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში "ხმა" (შოუ "VOICE"-ის რუ­სუ­ლი ანა­ლო­გი) - 2013 წელს, სა­დაც ის გახ­და ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ფი­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე.გა­სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი ხმით და შეს­რუ­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ნე­რით გე­ლამ უმალ და­ი­პყრო რუ­სე­თის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია. მას შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი აქ­ტი­ურ სა­კონ­ცერ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ვა. 2014 წელს გა­მო­ი­ცა მისი სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით"Drеам Of Me" (2014).ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ღერ­ლი­სათ­ვის ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი 10 სიმ­ღე­რა, რომ­ლე­ბიც სრულ­დე­ბა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე.ალ­ბო­მის მთა­ვარ სიმ­ღე­რა­ზე "Dream of Me" (კომ­პო­ზი­ტო­რი ჯად ფრიდ­მა­ნი - Jud Friedman) შე­იქ­მნა მომ­ღერ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო კლი­პი. იხ.ბმუ­ლი

გელა ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ცნო­ბილ ქარ­თველ, რუს და ამე­რი­კელ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან.მისი რე­პერ­ტუ­ა­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა ჟან­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით.

"--მე ვას­რუ­ლებ სხვა­დას­ხვა მუ­სი­კას - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი. - ესაა კლა­სი­კა, ჯაზი, ბლუ­ზი, როკი. მუ­დამ ძი­ე­ბა­ში ვარ, სულ ვა­ტა­რებ ექ­სპე­რი­მენ­ტებს. მინ­და მოვ­სინ­ჯო სხვა­დას­ხვა ჟან­რი, მი­მარ­თუ­ლე­ბა, მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი პუბ­ლი­კის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. სცე­ნა­ზე ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი.ჩემ­თვის მთა­ვა­რია მსმე­ნე­ლამ­დე მი­ვი­ტა­ნო ემო­ცია და სიმ­ღე­რის ში­ნა­არ­სი."

გან­სა­კუ­თა­რე­ბუ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს მისი ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-თან. ხში­რად ჟღერს გე­ლა­გუ­რა­ლი­ას კონ­ცერ­ტებ­ზე უწ­მინ­დე­სის მიერ და­წე­რი­ლი "ავე მა­რია" და "კი­რიე ელე­ი­სონ".

გელა გუ­რა­ლია მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში "ოქ­როს ტალ­ღა-2014" და სიმ­ღე­რა "დაბ­რუნ­დი" (მუ­სი­კის ავ­ტო­რი ჯუმ­ბერ ამა­ნა­თაშ­ვი­ლი; ტექ­სტი - ნანა ცინ­ცა­ძე) მისი შეს­რუ­ლე­ბით გახ­და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "ხალ­ხის რჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა".

მაშ ასე, მო­გი­წო­დებთ კარ­გად და­ი­მახ­სოვ­როთ ეს სა­ხე­ლი --გელა გუ­რა­ლია!!!

ხოლო ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად კი გირ­ჩევთ, ეწ­ვი­ოთ ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრს -29 ივ­ლისს, 20:00 სა­ათ­ზე და აჩუ­ქოთ სა­კუ­თარ თავს ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო და ეზი­ა­როთ მუ­სი­კის ზე­იმს.

R

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!

გელა გურალია საქართველოში პირველ სოლო კონცერტს გამართავს!

29 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საქართველოში თავის პირველ სოლო კონცერტს გამართავს უცხოეთში მოღვაწე ნიჭიერი ქართველი მომღერალი გელა გურალია.

ბათუმის კონცერტისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა.

კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებსლელა წურწუმია.

გარდა ამისა, გელა იმღერებს კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილთან ერთადაც.

ბილეთები უკვე გაყიდვაშია ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში და tkt.ge-ზე

იხ. ბმული

მცირე ინფორმაცია გელაგურალიას შესახებ:

გელა გურალია დაიბადა და გაიზარდა ქ. ფოთში. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, ქიმიას აჯობა მუსიკისადმი სიყვარულმა და დღეს, მილიონობით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს გელა გურალიას უნიკალური ხმა- ტენორ-ალტინო, რასაც უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყო მისმა გამოჩენამ მუსიკალურ შოუში „ხმა“ (შოუ „VOICE”-ის რუსული ანალოგი) - 2013 წელს, სადაც ის გახდა ძალიან დრამატული და დაძაბული ფინალის მონაწილე.გასაოცარი სილამაზის, ძალიან მაღალი, ძლიერი ხმით და შესრულების გამორჩეული მანერით გელამ უმალ დაიპყრო რუსეთის მრავალმილიონიანი აუდიტორია. მას შემდეგ მომღერალი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 2014 წელს გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით"Drеам Of Me" (2014).ალბომში შესულია სპეციალურად მომღერლისათვის ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი 10 სიმღერა, რომლებიც სრულდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.ალბომის მთავარ სიმღერაზე “Dream of Me” (კომპოზიტორი ჯად ფრიდმანი - Jud Friedman) შეიქმნა მომღერლის სადებიუტო კლიპი. იხ.ბმული

გელა ნაყოფიერად თანამშრომლობს ცნობილ ქართველ, რუს და ამერიკელ კომპოზიტორებთან.მისი რეპერტუარი გამოირჩევა ჟანრის მრავალფეროვნებით.

„--მე ვასრულებ სხვადასხვა მუსიკას - ამბობს მომღერალი. - ესაა კლასიკა, ჯაზი, ბლუზი, როკი. მუდამ ძიებაში ვარ, სულ ვატარებ ექსპერიმენტებს. მინდა მოვსინჯო სხვადასხვა ჟანრი, მიმართულება, მრავალმხრივ განვითარებული მომღერალი პუბლიკისთვის უფრო საინტერესოა. სცენაზე ბოლომდე ვიხარჯები.ჩემთვის მთავარია მსმენელამდე მივიტანო ემოცია და სიმღერის შინაარსი.“

განსაკუთარებულად უნდა აღინიშნოს მისი ურთიერთობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-თან. ხშირად ჟღერს გელაგურალიას კონცერტებზე უწმინდესის მიერ დაწერილი „ავე მარია“ და „კირიე ელეისონ“.

გელა გურალია მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსში „ოქროს ტალღა-2014“ და სიმღერა „დაბრუნდი“ (მუსიკის ავტორი ჯუმბერ ამანათაშვილი; ტექსტი - ნანა ცინცაძე) მისი შესრულებით გახდა კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში - „ხალხის რჩეული სიმღერა“.

მაშ ასე, მოგიწოდებთ კარგად დაიმახსოვროთ ეს სახელი --გელა გურალია!!!

ხოლო ყოველივე ზემოთაღნიშნულში დასარწმუნებლად კი გირჩევთ, ეწვიოთ ბათუმის მუსიკალურ ცენტრს -29 ივლისს, 20:00 საათზე და აჩუქოთ საკუთარ თავს ერთი არაჩვეულებრივი საღამო და ეზიაროთ მუსიკის ზეიმს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი