მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება
"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება

მძი­მე რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის" თემა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია სა­უ­ბა­რი, თუ რამ­დე­ნად არის შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ეს ფორ­მა.

ოკუ­პა­ცი­ის ზოლ­ზე ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად ექ­ცათ ად­გი­ლობ­რი­ვებს, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, რა იქ­ნე­ბა ხვალ, თუმ­ცა მათი დიდი ნა­წი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელს მა­ინც არ ტო­ვებს. მათ შო­რის, არც ისი­ნი, ვისი სახ­ლე­ბიც მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩა...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩი­ვი­ან, რომ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი, 2008 წლის ომის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გარ­და, უწყლო­ბა­მაც და­ა­ზა­რა­ლა. მათი თქმით, წყლის სარ­წყა­ვი არ­ხე­ბი "იქით მხა­რეს" მოჰ­ყვა და მათ­თვის მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რის გამო, თა­ვი­ანთ ბაღ-ბოსტნებს ვე­ღარ უვ­ლი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვა­ლიც შე­უმ­ცირ­დათ. მათი თქმით, მი­წის ნაკ­ვე­თის მო­სავ­ლე­ლად წა­სულ ადა­მი­ა­ნებს მუდ­მი­ვად იტა­ცე­ბენ და 100 ლა­რი­ან ჯა­რი­მას აკის­რე­ბენ...

წყალ­სა­დე­ნე­ბის გარ­და ოკუ­პა­ცი­ის ზოლს მიღ­მა, ნავ­თობ­სა­დე­ნიც მოჰ­ყვა. ბაქო-სუფ­სას ტერ­მი­ნა­ლი 2008 წლის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დგომ, ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­ჭო­სან­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მი უკვე აღარ იყო. თუმ­ცა, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის გამო მისი უფრო დიდი მო­ნაკ­ვე­თი და­ი­კარ­გა.

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გია გო­ჭოშ­ვი­ლი "ამე­რი­კის ხმას­თან" ამ­ბობს, რომ ახლა უკვე ამ მო­ნაკ­ვეთ­ზეც შე­უძ­ლე­ბე­ლია მილ­სა­დენ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა, რად­გან მას ჩვე­ნი ცხე­ნო­სა­ნი პატ­რუ­ლი ვერ აკონ­ტრო­ლებს. "ჩო­ბა­ლა­უ­რის ბო­ლოს, ავ­ტო­ბა­ნის ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს, ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას ბა­ნე­რი, ავ­ტო­ბა­ნი­დან 300-400 მეტრში", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

იმა­ვე გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, ანა­ლი­ტი­კო­სი ენერ­გე­ტი­კი­სა და ტრან­ზი­ტის სა­კი­თხებ­ში ლი­ა­ნა ჯერ­ვა­ლი­ძე ამ­ბობს, რომ "სა­ზღვრის" გავ­ლე­ბა იქ, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რუ­კებ­ზე სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რია იყო მო­ნიშ­ნუ­ლი, მილ­სა­დენს საფრ­თხე­ში აგ­დებს...

"რუ­სეთს ამის გამო ომს ვერ და­ვუ­წყებთ, მაგ­რამ ალ­ბათ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, შე­მოვ­ლი­თი პა­ტა­რა ხაზი აშენ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც გა­მო­სა­ვა­ლი, ქარ­თულ­მა მხა­რემ თა­ვის დრო­ზე ეს ასე და­სა­ხა. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი. რუ­სე­ბი პირ­ვე­ლად ხომ აკე­თე­ბენ ასეთ სი­სა­ძაგ­ლე­ებს ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­ში­ნაც, რო­დე­საც და­ის­ვა სა­კი­თხი, გა­მო­სა­ვა­ლი, შე­მოვ­ლი­თი პა­ტა­რა გზის აშე­ნე­ბა იყო, რათა იმ იმ ად­გილს, სა­დაც რუ­სე­ბი ასე თავ­ხე­დუ­რად გვივ­ლე­ბენ ბა­რი­ე­რებს, გვერ­დი ავუ­ა­როთ. ჩვენ ამ მილ­სა­დე­ნის დატ­ვირ­თვის შე­დე­გად, გარ­კვე­უ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი გვაქვს ბი­უ­ჯეტ­ში," - ამ­ბობს ანა­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლის თქმი­თაც, ასე­თი ფაქ­ტე­ბით რუ­სე­თი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას ამოწ­მებს.

"გად­მოვ­წი­ეთ სა­ზღვა­რი, მთავ­რო­ბა მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩა­ა­ყე­ნებს საქ­მის კურ­სში. ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, ვინც კი ჩა­მო­დის, მი­დის და სა­ზღვარს ნა­ხუ­ლობს, მაგ­რამ შე­დე­გი? ეს წმინ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაა რუ­სე­თის მხრი­დან, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი და­აკ­ნი­ნონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფრუსტრა­ცია გა­მო­იწ­ვი­ონ," - წერს ის.

საქ­მე ის არის, რომ ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ნავ­თობ­სა­დე­ნი "მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის და მა­თაც უნდა ისარ­გებ­ლონ - მი­ი­ღონ ან ნავ­თო­ბი ან ფული..." მე­ო­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დენს, ამ ეტაპ­ზე ოკუ­პა­ცი­ის ზოლი არ შე­ხე­ბია, თუმ­ცა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცო­ცავ ანექ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გერ­მა­ნე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი რე­ბე­კა ჰარმ­სი. რო­გორც ჰარმ­სი აღ­ნიშ­ნავს, მას "პუ­ტი­ნო­ფო­ბად" მო­იხ­სნი­ე­ბენ, თუმ­ცა, ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ რუ­სო­ფო­ბი არ არის.

მისი თქმით, და­სავ­ლეთ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ი­ვი­წყა ე.წ. გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი. "მხო­ლოდ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, დონ­ბა­სის ოკუ­პა­ცი­ი­სა და ომის გამო, ევ­რო­კავ­შირ­ში და და­სავ­ლეთ­ში, ხალ­ხს გა­ახ­სენ­და, რომ სხვა პრობ­ლე­მე­ბიც არ­სე­ბობს, არა იმა­ვე გან­ზო­მი­ლე­ბის, მაგ­რამ ასე­თი­ვე სა­ში­ნე­ლი იმ რე­გი­ო­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც ეს პრობ­ლე­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. ეს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ეხე­ბა... ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ი­სა და ანექ­სი­ის შემ­დეგ, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ "გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი" რა­ო­დე­ნო­ბით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რად­გან მთა­ვა­რი რა­ო­დე­ნო­ბა კი არა, კრემ­ლის სტრა­ტე­გი­აა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" - ამ­ბობს ჰარმ­სი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით უკ­რა­ი­ნის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრვი არ­სე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა უკა­ნა ფლანგზე გა­და­ი­წია და იმ­დე­ნად აღარ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა დიდი ქვე­ყა­ნაა და იქ პრობ­ლე­მე­ბიც ძა­ლი­ან აშ­კა­რაა... ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქია და ეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მა­ინც რთუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს რუ­კა­ზე. მას ესა­ზღვრე­ბა რუ­სე­თი და არც ისე მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს, ისე რო­გორც არას­დროს, სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პარტნი­ო­რო­ბა, ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რე­ბი და ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა..."- წერს ჰარმ­სი.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება

"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება

მძიმე რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში "მცოცავი ოკუპაციის" თემა აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, ჯერჯერობით ძნელია საუბარი, თუ რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული პროტესტის ეს ფორმა.

ოკუპაციის ზოლზე ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცათ ადგილობრივებს, რომლებმაც არ იციან, რა იქნება ხვალ, თუმცა მათი დიდი ნაწილი საცხოვრებელს მაინც არ ტოვებს. მათ შორის, არც ისინი, ვისი სახლებიც მავთულხლართებს მიღმა დარჩა...

ადგილობრივები ჩივიან, რომ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, 2008 წლის ომის მიერ მიყენებული ზიანის გარდა, უწყლობამაც დააზარალა. მათი თქმით, წყლის სარწყავი არხები "იქით მხარეს" მოჰყვა და მათთვის მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა, რის გამო, თავიანთ ბაღ-ბოსტნებს ვეღარ უვლიან და შესაბამისად, შემოსავალიც შეუმცირდათ. მათი თქმით, მიწის ნაკვეთის მოსავლელად წასულ ადამიანებს მუდმივად იტაცებენ და 100 ლარიან ჯარიმას აკისრებენ...

წყალსადენების გარდა ოკუპაციის ზოლს მიღმა, ნავთობსადენიც მოჰყვა. ბაქო-სუფსას ტერმინალი 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. თუმცა, მცოცავი ოკუპაციის გამო მისი უფრო დიდი მონაკვეთი დაიკარგა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას წარმომადგენელი გია გოჭოშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება, რადგან მას ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. "ჩობალაურის ბოლოს, ავტობანის ჩრდილოეთ მხარეს, ყველაზე ახლოს დგას ბანერი, ავტობანიდან 300-400 მეტრში", - ამბობს ადგილობრივი.

იმავე გამოცემასთან საუბრისას, ანალიტიკოსი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ "საზღვრის" გავლება იქ, სადაც საბჭოთა კავშირის რუკებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია იყო მონიშნული, მილსადენს საფრთხეში აგდებს...

"რუსეთს ამის გამო ომს ვერ დავუწყებთ, მაგრამ ალბათ საჭირო იქნება, შემოვლითი პატარა ხაზი აშენდეს ამ მიმართულებით. როგორც გამოსავალი, ქართულმა მხარემ თავის დროზე ეს ასე დასახა. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი. რუსები პირველად ხომ აკეთებენ ასეთ სისაძაგლეებს ჩვენს ტერიტორიაზე. მაშინაც, როდესაც დაისვა საკითხი, გამოსავალი, შემოვლითი პატარა გზის აშენება იყო, რათა იმ იმ ადგილს, სადაც რუსები ასე თავხედურად გვივლებენ ბარიერებს, გვერდი ავუაროთ. ჩვენ ამ მილსადენის დატვირთვის შედეგად, გარკვეული შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში," - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმითაც, ასეთი ფაქტებით რუსეთი ქართული საზოგადოების რეაქციას ამოწმებს.

"გადმოვწიეთ საზღვარი, მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩააყენებს საქმის კურსში. ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და საზღვარს ნახულობს, მაგრამ შედეგი? ეს წმინდა ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთის მხრიდან, რათა საქართველოში დასავლური მიმართულების ძალები დააკნინონ და საზოგადოების ფრუსტრაცია გამოიწვიონ," - წერს ის.

საქმე ის არის, რომ ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი "მათ ტერიტორიაზე გადის და მათაც უნდა ისარგებლონ - მიიღონ ან ნავთობი ან ფული..." მეორე, საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, ამ ეტაპზე ოკუპაციის ზოლი არ შეხებია, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

საქართველოში მცოცავ ანექსიაზე საუბრობს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. როგორც ჰარმსი აღნიშნავს, მას "პუტინოფობად" მოიხსნიებენ, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ რუსოფობი არ არის.

მისი თქმით, დასავლეთმა გარკვეულწილად დაივიწყა ე.წ. გაყინული კონფლიქტები. "მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დონბასის ოკუპაციისა და ომის გამო, ევროკავშირში და დასავლეთში, ხალხს გაახსენდა, რომ სხვა პრობლემებიც არსებობს, არა იმავე განზომილების, მაგრამ ასეთივე საშინელი იმ რეგიონებისათვის, რომლებსაც ეს პრობლემები უკავშირდება. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა ქვეყანას ეხება... ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ "გაყინული კონფლიქტები" რაოდენობით არ განისაზღვრება, რადგან მთავარი რაოდენობა კი არა, კრემლის სტრატეგიაა, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ" - ამბობს ჰარმსი.

მისივე შეფასებით უკრაინის ფონზე, საქართველოში ამ მხრვი არსებულმა პრობლემებმა უკანა ფლანგზე გადაიწია და იმდენად აღარ არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა უკრაინა დიდი ქვეყანაა და იქ პრობლემებიც ძალიან აშკარაა... ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, თბილისი ძალიან ევროპული ქალაქია და ეს ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობამაც დაადასტურა.

"თუმცა საქართველოს მაინც რთული მდებარეობა აქვს რუკაზე. მას ესაზღვრება რუსეთი და არც ისე მეგობრული ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირის პარტნიორობა, ევროპული კავშირები და ევროპული პერსპექტივა..."- წერს ჰარმსი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე