მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა
 როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა

გორ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი 6 წლის ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ­მა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ლიკა ხორ­ბა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რია და მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა დი­ნა­მი­კა­ში, რომ გა­და­წყდეს შემ­დგომ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა".

ლიკა ხორ­ბა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. "პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში გუ­შინ შუ­ა­დღი­სას შე­მო­ვი­და. მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე მყო­ფი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რი­თაც დად­გე­ნი­ლი იყო ქალა-ტვი­ნის მძი­მე ტრავ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ქა­ლას სარ­ქვლი­სა და ქა­ლას ფუ­ძის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბით. ასე­ვე, მო­ტე­ხი­ლო­ბის მიმ­დე­ბა­რედ ვლინ­დე­ბო­და სუბ­დუ­რუ­ლი ჰე­მა­ტო­მა და თა­ვის ტვი­ნის მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბის კე­რე­ბი.

ჩა­ტარ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მდგო­მა­რე­ო­ბა შეც­ვლი­ლი არ არის - რჩე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბის უბ­ნე­ბი თა­ვის ტვინ­ში. ჩვენ ვახ­დენთ პა­ცი­ენ­ტის მო­ნი­ტო­რი­რე­ბას და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ლიკა ხორ­ბა­ლა­ძემ.

6 წლის ბავ­შვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გუ­შინ გად­მო­ვარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა

 როგორია 6 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდა

გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა, ნეიროქირურგმა ლიკა ხორბალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში, რომ გადაწყდეს შემდგომში მკურნალობის ტაქტიკა".

ლიკა ხორბალაძის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. "პაციენტი კლინიკაში გუშინ შუადღისას შემოვიდა. მდგომარეობა მძიმე იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი შემოიყვანეს. ჩატარებული ჰქონდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რითაც დადგენილი იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, რომელიც გამოიხატებოდა ქალას სარქვლისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით. ასევე, მოტეხილობის მიმდებარედ ვლინდებოდა სუბდურული ჰემატომა და თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობის კერები.

ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის მიხედვითაც მდგომარეობა შეცვლილი არ არის - რჩება მოტეხილობები და დაჟეჟილობების უბნები თავის ტვინში. ჩვენ ვახდენთ პაციენტის მონიტორირებას და შესაბამის მკურნალობას", - განაცხადა ლიკა ხორბალაძემ.

6 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გუშინ გადმოვარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი