სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, სასტუმროსგან მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება.
გახსნის ცერემონიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ასევე პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ცერემონიას შვილთან, 4 თვის მერისთან ერთად ესწრებოდა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანსა და მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას ქალიშვილი 18 მარტს შეეძინათ.
წაიკითხეთ ასევე: თეა წულუკიანმა გერგეთის სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა