პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" ჩვენ აუცილებლად დაგვარბევენ" - რა ინფორმაციას ამხელს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე
" ჩვენ აუცილებლად დაგვარბევენ" - რა ინფორმაციას ამხელს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე

გია კორ­კო­ტაშ­ვილს და­უ­რე­კა მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა და უთხრა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ გაგ­ვი­უქ­მა ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცი­ის სან­ქცია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თველ­თა მარ­შის" ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სან­დრო ბრე­გა­ძემ ხვა­ლინ­დელ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­საც "ქარ­თველ­თა მარ­შის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აქ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მარ­თა­ვენ.

რო­გორც ბრე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, აქ­ცი­ის სან­ქცია სა­ჭი­რო არ არის, მთა­ვა­რია გან­ცხა­დე­ბა იყოს შე­ტა­ნი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ი­დან სან­ქცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გია კორ­კო­ტაშ­ვილს და­უ­რე­კეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ცხა­დე­ბა აქ­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მას არ შე­უ­ტა­ნია.

"რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გიგა ბო­კე­რი­ამ წა­უ­ყე­ნა ულ­ტი­მა­ტუ­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ თუ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე "ქარ­თველ­თა მარ­შის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რებ­დნენ აქ­ცი­ას, მა­შინ ის შე­თან­ხმე­ბა, რაც მათ შო­რის იყო და­ირ­ღვე­ო­და. მე არ ვიცი რა შე­თან­ხმე­ბა აქვთ მათ. კო­ჰა­ბი­ტი­რე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ბო­კე­რი­ას­თან ერ­თად, იმოქ­მე­და ისე, რომ გა­ა­უქ­მა სან­ქცია და პირ­და­პირ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ჩვენს აქ­ცი­ას და­არ­ბე­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხვალ აქ­ცია მა­ინც გა­მარ­თე­ბა.

"ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გავ­მარ­თავთ ამ აქ­ცი­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­წყობს 7 ნო­ემ­ბერს. აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვარ­ბე­ვენ, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვა­პა­ტიმ­რე­ბენ. ჩვენ მზად ვართ დაგ­ვა­პა­ტიმ­რონ და დაგ­ვარ­ბი­ონ, რად­გან ჩვენ ნა­ცჯა­ლა­თებს არ გა­ვა­ტა­რებთ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ხვალ აქ­ცია-მსვლე­ლო­ბას, მო­წო­დე­ბით - "არა რუ­სულ ფა­შიზმს" 20.00 სა­ათ­ზე გა­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

" ჩვენ აუცილებლად დაგვარბევენ" - რა ინფორმაციას ამხელს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე

" ჩვენ აუცილებლად დაგვარბევენ" - რა ინფორმაციას ამხელს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე

გია კორკოტაშვილს დაურეკა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და უთხრა, რომ თბილისის მერიამ გაგვიუქმა ხვალინდელი აქციის სანქცია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც ”ქართველთა მარშის” წარმომადგენლები ”ევროპული საქართველოს” აქციის საწინააღმდეგოდ მართავენ.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, აქციის სანქცია საჭირო არ არის, მთავარია განცხადება იყოს შეტანილი. მისივე თქმით, მერიიდან სანქციის გაუქმების შესახებ გია კორკოტაშვილს დაურეკეს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება აქციის თაობაზე მას არ შეუტანია.

”რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიგა ბოკერიამ წაუყენა ულტიმატუმი ხელისუფლებას, რომ თუ აღმაშენებლის გამზირზე ”ქართველთა მარშის” წარმომადგენლები ჩაატარებდნენ აქციას, მაშინ ის შეთანხმება, რაც მათ შორის იყო დაირღვეოდა. მე არ ვიცი რა შეთანხმება აქვთ მათ. კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ, ბოკერიასთან ერთად, იმოქმედა ისე, რომ გააუქმა სანქცია და პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ ჩვენს აქციას დაარბევენ”, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ხვალ აქცია მაინც გამართება.

”ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე”, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ ხვალ აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს“ 20.00 საათზე გამართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."