საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­დე­ლა­ვას ახლო მე­გო­ბა­რი "ბრა­ვო რე­ქორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა შენ­გე­ლია წერს:

"...დღეს ღა­მით, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო ზო­დე­ლა­ვა, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტაქ­სით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრი­დან თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვა­ლი, სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოჰ­ყვა და მისი სი­ცო­ცხლე კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა, იმ მან­ქა­ნის მძღო­ლი, რო­მელ­საც ეს ტაქ­სი შე­ე­ჯა­ხა - გარ­და­იც­ვა­ლა და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ტაქ­სის მძღოლ­მა, რო­მელ­ში­აც ვა­ნი­კო იჯდა, მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო მხო­ლოდ.... მერე ად­გე­ბა ეს ტაქ­სის მძღო­ლი, გა­ა­რე­მონ­ტებს მან­ქა­ნას და ჰერი ჰერი კი­დევ ახა­ლი მო­სახ­დე­ნი და პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მკვლე­ლო­ბე­ბის­კენ....რა­ტომ? რო­დემ­დე?", - წერს ზაზა შენ­გე­ლია.

ვანო ზო­დე­ლა­ვა 1998-2004 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის მერი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი "ნიუ ჰოს­პი­ტალ­შია" მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

უმ­ძი­მე­სი ავა­რია, რო­მელ­შიც ზო­დე­ლა­ვა და­შავ­და, წუ­ხელ ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი - ოპე­ლის, მერ­სე­დე­სი­სა და ჰონ­დას მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ოპე­ლის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. ორი და­შა­ვე­ბუ­ლი კი, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ: ფო­ტო­ე­ბი ავა­რი­ის ად­გი­ლი­დან, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი მძი­მედ და­შავ­და

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზოდელავას ახლო მეგობარი "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია წერს:

"...დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენასაჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ.... მერე ადგება ეს ტაქსის მძღოლი, გაარემონტებს მანქანას და ჰერი ჰერი კიდევ ახალი მოსახდენი და პოტენციური საავტომობილო მკვლელობებისკენ....რატომ? როდემდე?", - წერს ზაზა შენგელია.

ვანო ზოდელავა 1998-2004 წლებში იყო თბილისის მერი. არსებული ინფორმაციით, იგი "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

უმძიმესი ავარია, რომელშიც ზოდელავა დაშავდა, წუხელ ქვემო ფონიჭალაში მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ: ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია