საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები
რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები

დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, თუმ­ცა ბევ­რს არ­და­დე­გე­ბი­სა თუ შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჯერ არ შე­ურ­ჩე­ვია. რო­გორც წესი, სე­ზო­ნუ­რად, რო­გორც მგზავ­რო­ბის, ისე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფა­სე­ბიც იზ­რდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზღვის­პი­რეთ­ში, სა­დაც ივ­ლის-აგ­ვი­ტო­ში უამ­რა­ვი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჩა­დის.

ჩვენ დავ­თვა­ლეთ მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი, რო­მე­ლიც დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს 5 სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში - ბა­თუმ­ში, რა­ჭის კუ­რორ­ტებ­ზე, მეს­ტი­ა­ში, ბახ­მა­რო­სა და შა­ტილ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გრა­ფი­კუ­ლი ვერ­სია [ხან­გრძლი­ვო­ბა 1:20 წთ]

ბა­თუ­მი

ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბა რო­გორც მა­ტა­რებ­ლით, ისე თვითმფრი­ნა­ვით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­თა და მი­ნი­ვე­ნი­თაც შე­გიძ­ლი­ათ. "შტად­ლე­რის" მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბის ფასი 1-ელი ივ­ლი­სი­დან გა­ი­ზარ­და და პირ­ვე­ლი კლა­სის ბი­ლე­თი - 60 ლარი, მე-2 კლა­სი 24 ლარი, ხოლო ბიზ­ნეს კლა­სი - 99 ლარი ღირს.

ამავდრო­უ­ლად, თუ ღა­მის მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბას გა­და­წყვეტთ, პირ­ვე­ლი კლა­სის ბი­ლეთ­ში 40-ს, ხოლო მე­ო­რე კლა­სის ბი­ლეთ­ში 24 ლარს გა­და­იხ­დით.

დამ­სვე­ნებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბა­თუმ­ში ჩას­ვლას ავ­ტო­ბუ­სით ამ­ჯო­ბი­ნებს. "მეტ­როს" ავ­ტო­ბუ­სე­ბის მგზავ­რო­ბის ფას­მა ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში 5 ლა­რით მო­ი­მა­ტა და 30 ლარი გახ­და, ხოლო თუ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ან მი­ნი­ვე­ნით მგზავ­რო­ბას გა­და­წყვეტთ, ამა­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 ლარს გა­და­იხ­დით.

უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად და სწრა­ფად მგზავ­რო­ბის­თვის ბა­თუმ­ში თვითმფრი­ნა­ვით ჩას­ვლაც შე­გიძ­ლი­ათ. თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის რე­ი­სის სა­ფა­სუ­რი სა­მუ­შაო დღე­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 175 ლა­რი­დან იწყე­ბა, ხოლო კვი­რა დღეს ამა­ვე ბი­ლეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 120 ლარს გა­და­იხ­დით.

ამას­თან, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ნა­ტახ­ტრის აე­რო­დო­მი­და­ნაც. ყო­ველ­დღე ოთხშა­ბა­თის გარ­და, ნა­ტახ­ტა­რი­დან ბა­თუ­მის­კენ 90 ლა­რად იმ­გზავ­რებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნებს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვებ-გვერ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ბა­თუმ­ში ბი­ნის დღი­უ­რად და­ქი­რა­ვე­ბა 30 ლა­რი­დან იწყე­ბა. თან­ხა­ში ერთი სა­ძი­ნე­ბე­ლი, აბა­ზა­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლო, ინ­ტერ­ნე­ტი და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი შე­დის, თუმ­ცა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბი­ნე­ბი ზღვის სა­ნა­პი­რო­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. ფა­სე­ბი კი კომ­ფორ­ტი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 110 ლა­რად, 4 პერ­სო­ნა­ზე გათ­ვლი­ლი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც ფა­სის შე­სა­ბა­მი­სად, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლია. ბულ­ვა­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ბი­ნის ფა­სე­ბი კი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ნი­მუმ 70 ლა­რი­დან იწყე­ბა.

რა­ჭის კუ­რორ­ტე­ბი

თუ ზღვის­პი­რეთ­ში დას­ვე­ნე­ბა არ გსურთ და დრო­ის მთა­ში გა­ტა­რე­ბას არ­ჩევთ, ამის­თვის რა­ჭის კუ­რორ­ტე­ბი - შოვი და უწე­რა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია. კუ­რორ­ტე­ბი სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და მშვი­დი გა­რე­მო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში კი აქ საკ­მა­ოდ გრი­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ, ქა­ლა­ქის სი­ცხეს თავი და­აღ­წი­ოთ.

შოვი (ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა)

ონში, უწე­რა­სა და შოვ­ში რო­გორც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით, ისე მი­ნი­ვე­ნით ჩას­ვლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 17-22 ლა­რია. რა­ჭის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ, ამ­ბრო­ლა­უ­რის აე­რო­პორ­ტში ავი­ა­რე­ი­სე­ბიც სრულ­დე­ბა. ნა­ტახ­ტრის აე­როდ­რო­მი­დან ამ­ბრო­ლა­უ­რამ­დე მგზავ­რო­ბის ბი­ლე­თი ყვე­ლა სე­ზონ­ზე 50 ლარი ღირს, ავი­ა­რე­ი­სე­ბი კი კვი­რა­ში სამ­ჯერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

შოვ­სა და უწე­რა­ში შე­გიძ­ლი­ათ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ის­ვე­ნოთ, სა­დაც ერთი ღა­მის სა­ფა­სუ­რი სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით 40 ლა­რია. გარ­და ამი­სა, კუ­რორ­ტებ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ იმარ­თე­ბა, ასე რომ თუ სიმ­შვი­დე ან ბავ­შვე­ბის სუფ­თა ჰა­ერ­ზე წაყ­ვა­ნა გსურთ, რა­ჭას უნდა ეს­ტუმ­როთ.

მეს­ტია

სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთ მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში, სვა­ნეთ­ში დას­ვე­ნე­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი, ისე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მეს­ტი­ა­ში ჩა­დი­ან და ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას ეც­ნო­ბი­ან. ვი­ზი­ტო­რე­ბი რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის გარ­და მეს­ტი­ის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­საც სტუმ­რო­ბენ, სა­დაც ცნო­ბი­ლი სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

მეს­ტი­ამ­დე მგზავ­რო­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით, მი­ნი­ვე­ნი­თა და თვითმფრი­ნა­ვით შე­გიძ­ლი­ათ. თბი­ლი­სი­დან მგზავ­რო­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი გა­მო­გი­ვათ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით, თუმ­ცა შე­და­რე­ბით ია­ფიც - "მარ­შრუტ­კით" მგზავ­რო­ბის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 30 ლა­რია, ხოლო მი­ნი­ვე­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა 30-50 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ავი­ა­რე­ი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ის სტა­ბი­ლუ­რად 65 ლარს შე­ად­გენს. ფრე­ნე­ბი რო­გორც რა­ჭის შემ­თხვე­ვა­ში, აქაც ნა­ტახ­ტრის აე­როდ­რო­მი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბას, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით დღე­ში 50 ლა­რი­დან და­ის­ვე­ნებთ მეს­ტი­ა­ში.

ბახ­მა­რო (გუ­რია)

დას­ვე­ნე­ბა გუ­რი­ის სამ­კურ­ნა­ლო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კუ­რორტ ბახ­მა­რო­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­მე­ლიც ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ბახ­მა­რო­ში ძი­რი­თა­დად, წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის გამო ჩა­დი­ან.

თბი­ლი­სი­დან ოზურ­გე­თამ­დე ან ჩო­ხა­ტა­უ­რამ­დე მგზავ­რო­ბის ფასი 15 ლა­რი­დან იწყე­ბა, შემ­დეგ კი ად­გი­ლობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა მო­გი­წევთ. სახ­ლის და­ქი­რა­ვე­ბის ფასი ბახ­მა­რო­ში 15-20 ლა­რი­დან იწყე­ბა, თუმ­ცა ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით იმა­ტებს.

შა­ტი­ლი

ზა­ფხულ­ში კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ხევ­სუ­რე­თი, კერ­ძოდ, შა­ტი­ლია. რო­გორც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მი­ნი­ვე­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­გვი­მარ­ტეს, ძი­რი­თა­დად, ტრან­სპორ­ტი კვი­რა­ში სამ­ჯერ ბა­რი­სა­ხომ­დე მი­დის და მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 ლა­რია, შემ­დეგ კი ად­გი­ლობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, უნდა გა­და­ად­გილ­დეთ. პირ­და­პირ შა­ტი­ლამ­დე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30 ლა­რია, თუმ­ცა, ტრან­სპორ­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იშ­ვი­ა­თად, კვი­რა­ში ერთხელ გა­და­ად­გილ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნებს, ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს აქ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც ერთი ღა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლა­რი­დან იწყე­ბა. ფას­ში კვე­ბა არ შე­დის, ასე­ვე შა­ტილ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ასეთ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, სა­ერ­თო აბა­ზა­ნით სარ­გებ­ლო­ბა მო­გი­წევთ.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები

რა დაგიჯდებათ სხვადასხვა ტრანსპორტით გამგზავრება საქართველოს 5 კურორტზე - დათვლილი ფასები

დასვენების სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ბევრს არდადეგებისა თუ შვებულების გასატარებლად სასურველი მიმართულება ჯერ არ შეურჩევია. როგორც წესი, სეზონურად, როგორც მგზავრობის, ისე საცხოვრებელი ბინების ფასებიც იზრდება, განსაკუთრებით კი ზღვისპირეთში, სადაც ივლის-აგვიტოში უამრავი დამსვენებელი ჩადის.

ჩვენ დავთვალეთ მგზავრობის ხარჯები, რომელიც დაგჭირდებათ საქართველოს 5 საკურორტო ზონაში - ბათუმში, რაჭის კურორტებზე, მესტიაში, ბახმაროსა და შატილში გასამგზავრებლად.

იხილეთ სტატიის გრაფიკული ვერსია [ხანგრძლივობა 1:20 წთ]

ბათუმი

ბათუმამდე მგზავრობა როგორც მატარებლით, ისე თვითმფრინავით, მიკროავტობუსითა და მინივენითაც შეგიძლიათ. "შტადლერის" მატარებლის ბილეთების ფასი 1-ელი ივლისიდან გაიზარდა და პირველი კლასის ბილეთი - 60 ლარი, მე-2 კლასი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ღირს.

ამავდროულად, თუ ღამის მატარებლით მგზავრობას გადაწყვეტთ, პირველი კლასის ბილეთში 40-ს, ხოლო მეორე კლასის ბილეთში 24 ლარს გადაიხდით.

დამსვენებლების დიდი ნაწილი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს. "მეტროს" ავტობუსების მგზავრობის ფასმა ივლის-აგვისტოში 5 ლარით მოიმატა და 30 ლარი გახდა, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაშიც დაახლოებით 25-30 ლარს გადაიხდით.

უფრო კომფორტულად და სწრაფად მგზავრობისთვის ბათუმში თვითმფრინავით ჩასვლაც შეგიძლიათ. თბილისი-ბათუმის რეისის საფასური სამუშაო დღეებში დაახლოებით 175 ლარიდან იწყება, ხოლო კვირა დღეს ამავე ბილეთში დაახლოებით, 120 ლარს გადაიხდით.

ამასთან, ბათუმის მიმართულებით რეისები ხორციელდება ნატახტრის აეროდომიდანაც. ყოველდღე ოთხშაბათის გარდა, ნატახტარიდან ბათუმისკენ 90 ლარად იმგზავრებთ.

რაც შეეხება ბინებს, უძრავი ქონების ვებ-გვერდების მიხედვით, ბათუმში ბინის დღიურად დაქირავება 30 ლარიდან იწყება. თანხაში ერთი საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, ინტერნეტი და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვის სანაპიროდან მოშორებით მდებარეობს. ფასები კი კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 110 ლარად, 4 პერსონაზე გათვლილი ბინის დაქირავება შეგიძლიათ, რომელიც ფასის შესაბამისად, კეთილმოწყობილი და კომფორტულია. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები კი შედარებით მაღალია და უძრავი ქონების სააგენტოების მიხედვით, მინიმუმ 70 ლარიდან იწყება.

რაჭის კურორტები

თუ ზღვისპირეთში დასვენება არ გსურთ და დროის მთაში გატარებას არჩევთ, ამისთვის რაჭის კურორტები - შოვი და უწერა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. კურორტები სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, საღამოს საათებში კი აქ საკმაოდ გრილა, შესაბამისად, შეგიძლიათ, ქალაქის სიცხეს თავი დააღწიოთ.

შოვი (ფოტო: გიორგი ნიკოლავა)

ონში, უწერასა და შოვში როგორც მიკროავტობუსით, ისე მინივენით ჩასვლის ღირებულება 17-22 ლარია. რაჭის მიმართულებით, კერძოდ, ამბროლაურის აეროპორტში ავიარეისებიც სრულდება. ნატახტრის აეროდრომიდან ამბროლაურამდე მგზავრობის ბილეთი ყველა სეზონზე 50 ლარი ღირს, ავიარეისები კი კვირაში სამჯერ ხორციელდება.

შოვსა და უწერაში შეგიძლიათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ, სადაც ერთი ღამის საფასური სამჯერადი კვებით 40 ლარია. გარდა ამისა, კურორტებზე ხმაურიანი ღონისძიებები არ იმართება, ასე რომ თუ სიმშვიდე ან ბავშვების სუფთა ჰაერზე წაყვანა გსურთ, რაჭას უნდა ესტუმროთ.

მესტია

საქართველოს კიდევ ერთ მაღალმთიან რეგიონში, სვანეთში დასვენება, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ტურისტები, ისე ჩვენი თანამოქალაქეები მესტიაში ჩადიან და ადგილობრივ კულტურას ეცნობიან. ვიზიტორები რაიონული ცენტრის გარდა მესტიის მიმდებარე სოფლებსაც სტუმრობენ, სადაც ცნობილი სვანური კოშკებია განლაგებული.

მესტიამდე მგზავრობა მიკროავტობუსით, მინივენითა და თვითმფრინავით შეგიძლიათ. თბილისიდან მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი გამოგივათ მიკროავტობუსით, თუმცა შედარებით იაფიც - "მარშრუტკით" მგზავრობის ფასი დაახლოებით 30 ლარია, ხოლო მინივენით გადაადგილება 30-50 ლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება ავიარეისის ღირებულებას, ის სტაბილურად 65 ლარს შეადგენს. ფრენები როგორც რაჭის შემთხვევაში, აქაც ნატახტრის აეროდრომიდან ხორციელდება. რაც შეეხება საცხოვრებლის დაქირავებას, სამჯერადი კვებით დღეში 50 ლარიდან დაისვენებთ მესტიაში.

ბახმარო (გურია)

დასვენება გურიის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტ ბახმაროშიც პოპულარულია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დამსვენებლები ბახმაროში ძირითადად, წიწვოვანი მცენარეების გამო ჩადიან.

თბილისიდან ოზურგეთამდე ან ჩოხატაურამდე მგზავრობის ფასი 15 ლარიდან იწყება, შემდეგ კი ადგილობრივი ტრანსპორტით გადაადგილება მოგიწევთ. სახლის დაქირავების ფასი ბახმაროში 15-20 ლარიდან იწყება, თუმცა ივლის-აგვისტოში საცხოვრებელი პირობების მიხედვით იმატებს.

შატილი

ზაფხულში კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება ხევსურეთი, კერძოდ, შატილია. როგორც მიკროავტობუსებისა და მინივენების მფლობელებმა, ასევე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, ძირითადად, ტრანსპორტი კვირაში სამჯერ ბარისახომდე მიდის და მგზავრობის ღირებულება 5 ლარია, შემდეგ კი ადგილობრივი ტრანსპორტით, უნდა გადაადგილდეთ. პირდაპირ შატილამდე მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 30 ლარია, თუმცა, ტრანსპორტი ამ მიმართულებით იშვიათად, კვირაში ერთხელ გადაადგილდება.

რაც შეეხება ბინებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს აქ საოჯახო სასტუმროები აქვთ მოწყობილი, სადაც ერთი ღამის ღირებულება 15 ლარიდან იწყება. ფასში კვება არ შედის, ასევე შატილში არსებულ ყველა ასეთ საცხოვრებელში, საერთო აბაზანით სარგებლობა მოგიწევთ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"შვილი მომიკვდა... ორჯერ გამიუქმდა ბილეთი და ორმოცისთვისაც ვერ ჩამოვდივარ" - რას უპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მთავრობა?

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?