მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისლანდიაში ჩანჩქერში დაკარგულ 22 წლის ქართველ ბიჭზე
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისლანდიაში ჩანჩქერში დაკარგულ 22 წლის ქართველ ბიჭზე

ის­ლან­დი­ა­ში და­კარ­გუ­ლი 22 წლის ქარ­თვე­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა ბე­გა­ძის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც ჩანჩქერ­ში, ასე­ვე ტყე­ში და ნა­პირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ის­ლან­დი­ა­ში, გულ­ფო­სის ჩანჩქერ­ში ჩა­ვარ­დნილ ახალ­გაზ­რდას ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია უკვე მე­ო­თხე დღეა ეძებს. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ნიკა ბე­გა­ძის მე­გობ­რე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი. ნიკა ბე­გა­ძე რუს­თა­ვი­და­ნაა და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცით, უკვე მე­ო­რე წე­ლია, ის­ლან­დი­ა­ში ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ნეს­ბერ­გში ცხოვ­რობს.

ნა­ხეთ ვი­დეო: რას იცი­ან მე­ზობ­ლებ­მა ის­ლან­დი­ა­ში, ჩანჩქერ­ში ჩა­ვარ­დნილ 22 წლის ბიჭ­ზე და რო­გორ ახა­სი­ა­თე­ბენ მას

ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა ბე­გა­ძე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი - პროგ­რა­მის­ტია, ის ის­ლან­დი­ა­ში ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას გეგ­მავ­და და დის წაყ­ვა­ნა­საც აპი­რებ­და. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ჩანჩქერ­თან და­ტო­ვე­ბულ მან­ქა­ნა­ში, რო­მე­ლიც ბე­გა­ძის მე­გო­ბარ გო­გო­ნას ეკუთ­ვნო­და, დამ­ტვრე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც ჩანჩქერ­ში, ასე­ვე ტყე­ში და ნა­პირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ და აცხა­დე­ბენ, რომ მას არც პი­რა­დი და არც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და.

ის­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ძებ­ნის პი­რო­ბე­ბი რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ჩანჩქე­რი ძლი­ე­რი და ცი­ვია. რო­გორც პო­ლი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, იმის ვა­რა­უ­დი, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გა­დარ­ჩა, არ არის. "შე­იძ­ლე­ბა თვე­ე­ბი და წლე­ბი დას­ჭირ­დეს, რომ ჩანჩქერ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნის კვა­ლი მო­ი­ძებ­ნოს" - აცხა­დე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისლანდიაში ჩანჩქერში დაკარგულ 22 წლის ქართველ ბიჭზე

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისლანდიაში ჩანჩქერში დაკარგულ 22 წლის ქართველ ბიჭზე

ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ ახალგაზრდას ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკა ბეგაძის მეგობრებიც არიან ჩართულნი. ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა და ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, უკვე მეორე წელია, ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობს.

ნახეთ ვიდეო: რას იციან მეზობლებმა ისლანდიაში, ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ბიჭზე და როგორ ახასიათებენ მას

ახლობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტია, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან დატოვებულ მანქანაში, რომელიც ბეგაძის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, დამტვრეული მობილური ტელეფონი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ოჯახის ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას გამორიცხავენ, მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მას არც პირადი და არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა.

ისლანდიის პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის. "შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს" - აცხადებენ პოლიციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია