რომელი 4 დარღვევისთვის ჯარიმდებიან ძირითადად ქართველი მძღოლები 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

რომელი 4 დარღვევისთვის ჯარიმდებიან ძირითადად ქართველი მძღოლები 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, მძღოლები ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველიდან 7 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი ჯარიმა, კერძოდ 2436, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაიწერა. აღნიშნული დარღვევის გამო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა ჩამოაკლდებათ.

შსს-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეადარეს, რომლის მიხედვითაც 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2780 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ