მდინარე რიონში მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭია, რომელსაც მაშველები ერთი კვირა ეძებდნენ.
მოზარდის ცხედარი მდინარემ ქუთაისის ლიტოფონის ქარხნის ხიდთან გამორიყა. სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველი ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობდა.
შემთხვევა ქუთაისში მოხდა. 13 წლის ბიჭი 14 ივლისს გაუჩინარდა. გიორგი თორდინავა სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.