პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი
"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მომ­დევ­ნო ერთი თვის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მარ­სი­სა და ურა­ნის ურ­თი­ერ­თდა­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტის გამო რთუ­ლი იქ­ნე­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი გზე­ბით სი­ა­რუ­ლი, რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან და ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მის შეც­ვლა მოგ­ვი­წევს. ამავდრო­უ­ლად ეს საქ­მე­ე­ბი კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რი სის­წა­რა­ფით ცვლი­ან ერ­თმა­ნეთს.

ურა­ნი­სა და მარ­სის კვად­რატს მზი­სა და ურა­ნის კვად­რა­ტიც ემა­ტე­ბა 21 რი­ცხვი­დან, რაც ხაზს უს­ვამს იმას, რომ სა­ხი­ფა­თოა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­შო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. თუ თქვენ გყავთ სპონ­სო­რი, სჯობს ამ დღე­ებ­ში არ გა­ე­კა­როთ ახ­ლოს, ვი­ნა­ი­დან არის სა­ში­შო­რო­ე­ბა ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მოს­ვლი­სა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ ნუ მი­მარ­თავთ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­სტან­ცი­ებს თქვე­ნი საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. 25 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით

საფრ­თხე­ში დგას ჩვე­ნი ტექ­ნი­კაც, ისევ და ისევ მო­მე­ტე­ბუ­ლი ავა­რი­უ­ლო­ბის პე­რი­ო­დია და რო­გორც სა­ჭეს­თან მჯდო­მებს, ისე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს, მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა გვმარ­თებს.

ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც იჩენს თავს სურ­ვი­ლი ვი­ყოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რე­ბი, ბრუ­ტა­ლუ­რე­ბი. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ამას არ იქ­ნე­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, ას­პექ­ტის და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო. რო­მან­ტი­უ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ კვი­რა­ში შე­საძ­ლოა აღ­მო­ცენ­დეს, არ იქ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი, ამი­ტომ ნუ და­ამ­ყა­რებთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე დიდ იმე­დებს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ ცაზე ასე­ვე გვაქვს მერ­კუ­რი­სა და სა­ტურ­ნის ტრი­ნი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ტრი­ნი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტია და სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით კოს­მო­სი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ვა­ბა­ლან­სოთ ჩვე­ნი გა­ცხე­ლე­ბუ­ლი თა­ვე­ბი, მეტი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა და რე­ა­ლიზ­მი შე­ვი­ტა­ნოთ ქმე­დე­ბებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­სი­სა და მზის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბას. ეს ცვლი­ლე­ბე­ბიც სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე. მზე ლომ­ში დარ­ჩე­ბა 23 აგ­ვის­ტომ­დე, ხოლო მარ­სი 5 სექ­ტემ­ბრამ­დე. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა იმ ხალ­ხი­სათ­ვის, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში მზე ან მარ­სი ლო­მის ნი­შან­ში ჰყავთ, აგ­რეთ­ვე მათ­თვი­საც, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მსა­ხი­ო­ბე­ბის, მხატ­ვრე­ბის და მწერ­ლე­ბი­სათ­ვის. ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ო­დის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა ვი­ყოთ სხვე­ბის­თვის შე­სამ­ჩნე­ვე­ბი, რაც შე­საძ­ლოა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბის გაღ­ვი­ვე­ბი­თაც გა­მო­ი­ხა­ტოს. შე­საძ­ლოა ით­ქვას რომ პრო­დუქ­ტი­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვის პე­რი­ო­დი დგე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან უფრო მე­ტად ენერ­გი­უ­ლე­ბი, პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მე­თო­დე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად შე­იც­ვლე­ბა და მარ­თა­ლია ოდ­ნავ მეტი თე­ატ­რა­ლუ­რო­ბა და პომ­პე­ზუ­რო­ბა იქ­ნე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი, მაგ­რამ მო­ი­მა­ტებს სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მის სურ­ვი­ლიც.

და ბო­ლოს, კვი­რას და­აგ­ვირ­გვი­ნებს, რო­გორც უკვე ვთქვით, ახალმთვა­რე­ო­ბა ლო­მის ნი­შან­ში. რას გირ­ჩევთ ამ­ჯე­რად? რო­გორც იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბი­სას ხდე­ბა. ამ­ჯე­რად ამას მარსთან შე­ერ­თე­ბაც ემა­ტე­ბა, ეს თა­ვი­სე­ბურ ელ­ფერს მის­ცემს ამ მოვ­ლე­ნას და პი­რა­დი აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნის, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის წინ წა­მო­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს. თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის ძი­რი­თად თე­მა­ტი­კას მა­ინც ლომი გან­სა­ზღვრავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხე­ბი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი თემა რო­მე­ლიც ეხე­ბა ჩვენს ბავ­შვებს- და­წყე­ბუ­ლი ჩა­სახ­ვი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი თუნ­დაც მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბე­ბით, ვი­ნა­ი­დან ეს პე­რი­ო­დი ხელს შე­უ­წყობს სწო­რედ თვით­გა­მოვ­ლე­ნას, შე­მოქ­მე­დე­ბას, სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­სა და ტა­ლან­ტე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"უახლოეს დღეებში მარსისა და ურანის ურთიერთდაძაბული ასპექტის გამო რთული იქნება წინასწარ დაგეგმილი გზებით სიარული, რაღაც მოულოდნელობები, გაუთვალისწინებელი გარემოებები ჩაერევიან და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს. ამავდროულად ეს საქმეები კალეიდოსკოპური სისწარაფით ცვლიან ერთმანეთს.

ურანისა და მარსის კვადრატს მზისა და ურანის კვადრატიც ემატება 21 რიცხვიდან, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სახიფათოა დაძაბული სიტუაციების წარმოშობა ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან თანამოაზრეებთან. თუ თქვენ გყავთ სპონსორი, სჯობს ამ დღეებში არ გაეკაროთ ახლოს, ვინაიდან არის საშიშოროება ასეთ ადამიანებთან დაპირისპირებაში მოსვლისა. უმჯობესი იქნება, თუ ნუ მიმართავთ ოფიციალურ ინსტანციებს თქვენი საქმეების მოსაგვარებლად. 25 ივლისის ჩათვლით

საფრთხეში დგას ჩვენი ტექნიკაც, ისევ და ისევ მომეტებული ავარიულობის პერიოდია და როგორც საჭესთან მჯდომებს, ისე ფეხით მოსიარულეებს, მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს.

ეს ის პერიოდია, როდესაც იჩენს თავს სურვილი ვიყოთ განსხვავებულები, ორიგინალურები, ბრუტალურები. თუმცა სამწუხაროდ ამას არ იქნება კონსტრუქციული ხასიათი, ასპექტის დაძაბულობის გამო. რომანტიული გატაცებები, რომელიც ამ კვირაში შესაძლოა აღმოცენდეს, არ იქნება გრძელვადიანი, ამიტომ ნუ დაამყარებთ ამ ურთიერთობებზე დიდ იმედებს.

საბედნიეროდ ცაზე ასევე გვაქვს მერკურისა და სატურნის ტრინი, მოგეხსენებათ ტრინი ჰარმონიული ასპექტია და სწორედ მისი მეშვეობით კოსმოსი მოგვცემს საშუალებას დავაბალანსოთ ჩვენი გაცხელებული თავები, მეტი კონსტრუქციულობა და რეალიზმი შევიტანოთ ქმედებებში.

რაც შეეხება მარსისა და მზის ადგილმონაცვლეობას. ეს ცვლილებებიც სასიკეთოდ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. მზე ლომში დარჩება 23 აგვისტომდე, ხოლო მარსი 5 სექტემბრამდე. მთელი ეს პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმ ხალხისათვის, ვისაც პირად რუკაში მზე ან მარსი ლომის ნიშანში ჰყავთ, აგრეთვე მათთვისაც, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. განსაკუთრებით კი მსახიობების, მხატვრების და მწერლებისათვის. ვინაიდან ამ პერიოდის მთავარი მოტივაცია იქნება ვიყოთ სხვებისთვის შესამჩნევები, რაც შესაძლოა შემოქმედებითი იმპულსების გაღვივებითაც გამოიხატოს. შესაძლოა ითქვას რომ პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დგება.

ადამიანები გახდებიან უფრო მეტად ენერგიულები, პოზიტიურები, თვითდამკვიდრების მეთოდებიც შესაბამისად შეიცვლება და მართალია ოდნავ მეტი თეატრალურობა და პომპეზურობა იქნება შესამჩნევი, მაგრამ მოიმატებს სითბოს, სიყვარულის გაცემის სურვილიც.

და ბოლოს, კვირას დააგვირგვინებს, როგორც უკვე ვთქვით, ახალმთვარეობა ლომის ნიშანში. რას გირჩევთ ამჯერად? როგორც იცით, ახალმთვარეობა მზისა და მთვარის შეერთებისას ხდება. ამჯერად ამას მარსთან შეერთებაც ემატება, ეს თავისებურ ელფერს მისცემს ამ მოვლენას და პირადი აქტიურობის გამოვლენის, ახალი ინიციატივების, ახალი პროექტების წინ წამოწევის საშუალებას მოგვცემს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალმთვარეობის ძირითად თემატიკას მაინც ლომი განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო საკითხები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ასევე ნებისმიერი თემა რომელიც ეხება ჩვენს ბავშვებს- დაწყებული ჩასახვიდან დამთავრებული თუნდაც მათი საზოგადოებაში გასვლის პირველი მცდელობებით, ვინაიდან ეს პერიოდი ხელს შეუწყობს სწორედ თვითგამოვლენას, შემოქმედებას, საკუთარი ნიჭისა და ტალანტების გამომზეურებას".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს