მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის გარ­და, დღეს ქა­ლაქ რუს­თა­ვის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აკა­კი წე­რე­თე­ლი და ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი-გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეც და­ა­კა­ვა.

რო­გორც სუს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ქ. რუს­თავ­ში მათ მი­ერ­ვე შერ­ჩე­ულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 6008 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­დნენ, რის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მო­ი­თხო­ვეს 15 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის მო­თხოვ­ნი­სა და აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ რუს­თა­ვის მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აკა­კი წე­რე­თე­ლი და ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი-გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ქ. რუს­თავ­ში მათ მი­ერ­ვე შერ­ჩე­ულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 6008 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­დნენ, რის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მო­ი­თხო­ვეს 15 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვეს ქრთა­მის სა­ხით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 7000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. ქრთა­მის სა­ხით გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხა - 7000 აშშ დო­ლა­რი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბად.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" და მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს­ვე, სუს-მა ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რიც და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, რუსთავის მერის წარმომადგენელი და ქვემო ქართლში გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტიც დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თელავის საკრებულოს წევრის გარდა, დღეს ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძეც დააკავა.

როგორც სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა - 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - განაცხადეს სუს-ში.

როგორც ცნობილია, დღესვე, სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით თელავის საკრებულოს წევრიც დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ