მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე
ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე

დას­რულ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მო­რი­გი სე­ზო­ნი და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მსა­ხი­ო­ბი - ზურა ნი­ჟა­რა­ძე და­ქორ­წინ­და. მისი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა...

ზუ­რას ოჯა­ხის შექ­მნას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი გულ­წრფე­ლად ეხ­მი­ა­ნე­ბო­და და ულო­ცავ­და. მისი გმი­რი (მე­რაბ დარ­ჩია) ბევ­რს უყ­ვარს და თა­ვა­დაც უყ­ვარს მე­რა­ბი, კე­თი­ლი კა­ცი­აო, - ამ­ბობს. სა­ერ­თოდ კი, ამ სე­რი­ალ­მა ზუ­რას დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, რა­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა... თან, ისე და­ემ­თხვა, რომ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ძმა­კა­ცის ცო­ლის და­ქა­ლი აღ­მოჩ­ნდა...

"ხალ­ხმა იმ­დე­ნად კარ­გად მი­ი­ღო სე­რი­ა­ლი, რომ ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პრო­ექ­ტზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი მუ­შა­ობს - და­წყე­ბუ­ლი სცე­ნა­რის­ტით, პრო­დუ­სე­რე­ბით, მთე­ლი სტა­ფით. ყვე­ლა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და პრო­დუქ­ტიც იმი­ტო­მაა კარ­გი. მსა­ხი­ო­ბე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად არი­ან შერ­ჩე­უ­ლი... თუ რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, გა­ცი­ლე­ბით რე­ი­ტინ­გუ­ლიც გავ­ხდი, ვიდ­რე ვი­ყა­ვი, მე­ტად შე­მიყ­ვა­რა ხალ­ხმა. მგო­ნი, სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებს," - გვე­უბ­ნე­ბა ზურა, რო­მელ­საც 16 ივ­ლისს ბა­თუმ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ჰქონ­და...

იხი­ლეთ: ზურა ნი­ჟა­რა­ძემ ცოლი მო­იყ­ვა­ნა - ფო­ტო­ე­ბი ქორ­წი­ლი­დან

- შენი და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ შენი მე­გობ­რე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი უამ­რა­ვი ფოტო გა­ავ­რცე­ლეს... ისიც გა­ირ­კვა, რომ ბევრ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ. ყვე­ლა­ნი გი­ლო­ცავ­დნენ. ფაქ­ტია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ. ალ­ბათ ამ სიყ­ვა­რულს ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე გრძნობ...

- უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ხარ, როცა ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს ხალ­ხის­გან გრძნობ, რაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამის გა­რე­შე ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ხალ­ხი, რო­მელ­საც ასე უყ­ვარ­ხარ და მუდ­მი­ვად რა­ღაც კარ­გს ელის შენ­გან, არ უნდა გა­აწ­ბი­ლო. ჩემი გმი­რი რა­ღაც კე­თი­ლი კა­ცია, მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, ამი­ტომ მეც სულ უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­კე­თე გა­ვა­კე­თო. არას­დროს არც რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, არც გა­და­ღე­ბა­ზე და­მიგ­ვი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი გმი­რი სე­რი­ალ­ში სვამს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ნას­ვა­მიც არას­დროს მივ­სულ­ვარ.

- არა­და, მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში სმა გიყ­ვარს...

- 2 წე­ლია, ნაკ­ლე­ბად ვე­ტა­ნე­ბი, უფრო ქე­ი­ფი მსი­ა­მოვ­ნებს, სმა და ქე­ი­ფი - ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ძმა­კა­ცე­ბი როცა ვიკ­რი­ბე­ბით, ბი­ჭე­ბი მღე­რი­ან, ლექსს ვამ­ბობთ, გვაქვს დი­კუ­სია, მი­დის ბჭო­ბა, - ეს სულ სხვა რამ არის. შე­იძ­ლე­ბა 5-6 ჭიქა ღვი­ნო და­ლიო და კარ­გად იქე­ი­ფო, მაგ­რამ რა­საც და­ლე­ვას ეძა­ხი­ან, ეგ ჩემ­გან შორს არის. სა­დაც აუ­დი­ტო­რია არ არის, იუ­მო­რი არ არ­სე­ბობს, იქ და­ლე­ვას სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია...

- სე­რი­ალ­ში შენი გმი­რი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ცო­ლიც ჰყავს, შვი­ლე­ბიც და ცხა­რე სი­დედ­რიც... მაგ­რამ ბევ­რმა ალ­ბათ არ იცო­და, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი იყა­ვი...

- ხში­რად ვამ­ბობ, ცხოვ­რე­ბა­ში როცა რა­ღაც ეტა­პი უნდა მო­ვი­დეს, მა­შინ მარ­ტო ტვი­ნით არ ფიქ­რობ, ალ­ბათ გუ­ლიც გეხ­მა­რე­ბა. კი, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მზად უნდა იყო და თუ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც შენ გიყ­ვარს და მოგ­წონს, ამის­თვის ისიც მზად არის, მა­შინ ქმნი ოჯახს. ეს არის და ეს... 35 წლის ვარ და პირ­ვე­ლად ახლა და­ვო­ჯახ­დი.

- მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბია?

- არა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი არ არის.

- სად გა­ი­ცა­ნი?

- ძმა­კა­ცის ცო­ლის და­ქა­ლია. გა­ვი­ცა­ნი ოჯახ­ში, სა­დაც რა­ღაც სუფ­რა იყო. მერე ჩვენ შო­რის გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და ბო­ლოს ერ­თად ყოფ­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ... პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე...

- ქორ­წი­ლის სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ქორ­წი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ყო­ფი­ლა, სა­დაც სტუმ­რებს შო­რის ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო...

- გრან­დი­ო­ზუ­ლი ალ­ბათ არა, მაგ­რამ პა­ტა­რა ქორ­წი­ლიც არ იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბილ ადა­მი­ნებს, ისი­ნი ჩემი სა­მე­გობ­როა და მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. კი­დევ სხვე­ბიც უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ სხვადსხვა მი­ზე­ზით მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ბევ­რი სა­ერ­თოდ ვერ დავ­პა­ტი­ჟე, თუმ­ცა, გე­თან­ხმე­ბი, ქორ­წილ­ში ვარ­სკვალ­ვე­ბის ცვე­ნა ნამ­დვი­ლად იყო.

- ფო­ტო­ებ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩან­დნენ...

- კი, ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ნატა ბე­რე­ჟი­ა­ნი, დათო კვირ­ცხა­ლია, შო­თი­კო ნო­ზა­ძე, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე...

თა­მა­და ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი გახ­ლდათ და იყო ნამ­დვი­ლი მოლ­ხე­ნა, გარ­თო­ბა და არა­ვი­თა­რი "გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი"...

- ქორ­წილ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი კი იყო, მაგ­რამ ვიცი, რომ თა­ვა­დაც კარ­გად მღე­რი...

- კი, ვმღე­რი, მაგ­რამ ისე კარ­გად მღე­რის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ისე­თი მომ­ღერ­ლე­ბი გვყავს და გვყავ­და, ჩემს კარ­გად სიმ­ღე­რა­ზე ლა­პა­რა­კი უხერ­ხუ­ლია. მით უფრო, ზაურ ბოლ­ქვა­ძის, გოგი დო­ლი­ძის და ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის ქვე­ყა­ნა­ში...

- რო­გო­რია შენი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე და­სას­ვე­ნებ­ლად კუნ­ძულ კრე­ტა­ზე მივფრი­ნავთ. მე­გობ­რებ­მა საგ­ზუ­რი მა­ჩუ­ქეს, რომ ჩა­მო­ვალთ, იტა­ლი­ა­ში წა­ვალთ, სა­დაც ასე­ვე მე­გობ­რე­ბი გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. მერე სექ­ტემ­ბრი­დან უკვე ვე­ლო­დე­ბი "და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის და­ი­წყე­ბას და გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას ისე, რო­გორც აქამ­დე მი­ცხოვ­რია. ვა­პი­რებ ბევ­რი შვი­ლის ყო­ლას, კე­თი­ლად და კარ­გად ცხოვ­რე­ბას, რო­გორც აქამ­დე.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე

ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე

დასრულდა პოპულარული სერიალის მორიგი სეზონი და "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მსახიობი - ზურა ნიჟარაძე დაქორწინდა. მისი ქორწილის ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა...

ზურას ოჯახის შექმნას უამრავი ადამიანი, მათ შორის, ერთგული მაყურებელი გულწრფელად ეხმიანებოდა და ულოცავდა. მისი გმირი (მერაბ დარჩია) ბევრს უყვარს და თავადაც უყვარს მერაბი, კეთილი კაციაო, - ამბობს. საერთოდ კი, ამ სერიალმა ზურას დიდი პოპულარობა მოუტანა, რამაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა... თან, ისე დაემთხვა, რომ მომავალი მეუღლე ძმაკაცის ცოლის დაქალი აღმოჩნდა...

"ხალხმა იმდენად კარგად მიიღო სერიალი, რომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა მასში მონაწილეობა. პროექტზე პროფესიონალების გუნდი მუშაობს - დაწყებული სცენარისტით, პროდუსერებით, მთელი სტაფით. ყველა მოტივირებულია და პროდუქტიც იმიტომაა კარგი. მსახიობებიც არაჩვეულებრივად არიან შერჩეული... თუ რეიტინგულობაზე ვლაპარაკობთ, გაცილებით რეიტინგულიც გავხდი, ვიდრე ვიყავი, მეტად შემიყვარა ხალხმა. მგონი, სერიალს ყველა უყურებს," - გვეუბნება ზურა, რომელსაც 16 ივლისს ბათუმში გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა...  

იხილეთ: ზურა ნიჟარაძემ ცოლი მოიყვანა - ფოტოები ქორწილიდან

- შენი დაოჯახების შესახებ შენი მეგობრებისგან შევიტყვეთ, - სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი უამრავი ფოტო გაავრცელეს... ისიც გაირკვა, რომ ბევრ ადამიანს უყვარხარ. ყველანი გილოცავდნენ. ფაქტია, რომ პოპულარული ხარ. ალბათ ამ სიყვარულს ყველა ნაბიჯზე გრძნობ...

- უბედნიერესი ადამიანი ხარ, როცა ამხელა სიყვარულს ხალხისგან გრძნობ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ამის გარეშე ზოგადად ცხოვრება არ შეიძლება. ხალხი, რომელსაც ასე უყვარხარ და მუდმივად რაღაც კარგს ელის შენგან, არ უნდა გააწბილო. ჩემი გმირი რაღაც კეთილი კაცია, მოწოდების სიმაღლეზეა, ამიტომ მეც სულ უფრო მოტივირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავაკეთო. არასდროს არც რეპეტიციაზე, არც გადაღებაზე დამიგვიანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი სერიალში სვამს, გადასაღებ მოედანზე ნასვამიც არასდროს მივსულვარ.

- არადა, მგონი, ცხოვრებაში სმა გიყვარს...

- 2 წელია, ნაკლებად ვეტანები, უფრო ქეიფი მსიამოვნებს, სმა და ქეიფი - ერთმანეთისგან განსხვავდება. ძმაკაცები როცა ვიკრიბებით, ბიჭები მღერიან, ლექსს ვამბობთ, გვაქვს დიკუსია, მიდის ბჭობა, - ეს სულ სხვა რამ არის. შეიძლება 5-6 ჭიქა ღვინო დალიო და კარგად იქეიფო, მაგრამ რასაც დალევას ეძახიან, ეგ ჩემგან შორს არის. სადაც აუდიტორია არ არის, იუმორი არ არსებობს, იქ დალევას სიკვდილი მირჩევნია...

- სერიალში შენი გმირი დაოჯახებულია, ცოლიც ჰყავს, შვილებიც და ცხარე სიდედრიც... მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში დასაოჯახებელი იყავი...

- ხშირად ვამბობ, ცხოვრებაში როცა რაღაც ეტაპი უნდა მოვიდეს, მაშინ მარტო ტვინით არ ფიქრობ, ალბათ გულიც გეხმარება. კი, სიყვარულისთვის მზად უნდა იყო და თუ ის ადამიანი, ვინც შენ გიყვარს და მოგწონს, ამისთვის ისიც მზად არის, მაშინ ქმნი ოჯახს. ეს არის და ეს... 35 წლის ვარ და პირველად ახლა დავოჯახდი.

- მეუღლე მსახიობია?

- არა, ჩვენი პროფესიის ადამიანი არ არის.

- სად გაიცანი?

- ძმაკაცის ცოლის დაქალია. გავიცანი ოჯახში, სადაც რაღაც სუფრა იყო. მერე ჩვენ შორის გარკვეული ურთიერთობა დაიწყო და ბოლოს ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ... პრინციპში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე...

- ქორწილის სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქორწილი გრანდიოზული ყოფილა, სადაც სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო...

- გრანდიოზული ალბათ არა, მაგრამ პატარა ქორწილიც არ იყო. რაც შეეხება ცნობილ ადამინებს, ისინი ჩემი სამეგობროა და მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. კიდევ სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სხვადსხვა მიზეზით მოსვლა ვერ მოახერხეს, ბევრი საერთოდ ვერ დავპატიჟე, თუმცა, გეთანხმები, ქორწილში ვარსკვალვების ცვენა ნამდვილად იყო.

- ფოტოებზე "ჩემი ცოლის დაქალებიდან" მსახიობებიც ჩანდნენ...

- კი, ლაურა რეხვიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, დათო კვირცხალია, შოთიკო ნოზაძე, სალომე შარვაძე...

თამადა ოთარ ტატიშვილი გახლდათ და იყო ნამდვილი მოლხენა, გართობა და არავითარი "განსხვავებულები"...

- ქორწილში ბევრი ცნობილი მომღერალი კი იყო, მაგრამ ვიცი, რომ თავადაც კარგად მღერი...

- კი, ვმღერი, მაგრამ ისე კარგად მღერის მთელი საქართველო და ისეთი მომღერლები გვყავს და გვყავდა, ჩემს კარგად სიმღერაზე ლაპარაკი უხერხულია. მით უფრო, ზაურ ბოლქვაძის, გოგი დოლიძის და ჰამლეტ გონაშვილის ქვეყანაში...

- როგორია შენი უახლოესი გეგმები?

- მე და ჩემი მეუღლე დასასვენებლად კუნძულ კრეტაზე მივფრინავთ. მეგობრებმა საგზური მაჩუქეს, რომ ჩამოვალთ, იტალიაში წავალთ, სადაც ასევე მეგობრები გვეპატიჟებიან. მერე სექტემბრიდან უკვე ველოდები "დაქალების" ახალი სეზონის დაიწყებას და გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე მიცხოვრია. ვაპირებ ბევრი შვილის ყოლას, კეთილად და კარგად ცხოვრებას, როგორც აქამდე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება