პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე
"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

ოზურ­გეთ­ში გუ­შინ მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, დიმა ომელ­ჩენ­კოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის მძღო­ლი იყო, ეპარ­ქი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ხა­თუ­ნა ცერ­ცვა­ძე წერს, რომ ომელ­ჩენ­კოს ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, ის პა­ტა­რა ასაკ­ში და­ობ­ლდა, რის შემ­დე­გაც მე­უ­ფე იო­სებ­მა იშ­ვი­ლა და გა­ზარ­და".

"მამა ვა­სილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა პა­ტა­რა თეთ­რი საყ­ვა­რე­ლი ბიჭი თა­ვის­თან ზრდი­და... მერე მე­უ­ფემ ნახა და ეტყო­ბა თვა­ლებ­ში რომ ჩა­ხე­და, და­ი­ნა­ხა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია ელო­და და უნ­დო­და მისი ფრთის ქვეშ ყოფ­ნით და­ე­ფა­რა.... და გა­ი­ზარ­და შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ა­ში, მე­უ­ფის ფრთის ქვეშ ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში... ერ­თგუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი კაცი დად­გა... მშრო­მე­ლი და სი­კე­თის­მოყ­ვა­რე. მე­უ­ფის­გან სით­ბო სიყ­ვა­რუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა კარ­გად შე­ის­წავ­ლა და ასე გვი­ნა­წი­ლებ­და სიყ­ვა­რულს ყვე­ლას ჩვე­ნი გა­ზა­ფხუ­ლა.... დე­დო­ბას იღუ­მე­ნი­ე­ბი და დე­დე­ბი უწევ­და ყვე­ლას შვი­ლი­ვით გულ­ში გვყავ­და ჩვე­ნი დი­მი­კო­ოო... ასე მოვ­დი­ო­დით ერ­თად ბევ­რი წე­ლიი...ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი და ერ­თად ყოფ­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბა გვავ­სებ­და... და ყვე­ლა ასე ვერ­თი­ან­დე­ბო­დით მე­უ­ფის ირ­გვლივ. უფრო სწო­რად მე­უ­ფე გვა­ერ­თი­ა­ნებ­და მის ირ­გვლივ...

მერე ცხოვ­რე­ბის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გა­ვე­დით... დი­მი­კო და­ქორ­წინ­და და ეს იყო ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ლა­მა­ზი დღე ყვე­ლა დი­მი­კოს ირ­გვლივ ვი­ყა­ვით და გვინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მის­თვის ყო­ფი­ლი­ყო... მერე დი­მი­კომ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კარ­გად გა­ი­სიგ­რძე­გა­ნა და ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვი­და დღე­და­ღამ მუ­შა­ობ­და ორი­ვე ცოლ-ქმა­რი, რომ რა­ი­მე შე­ექ­მნათ მერე დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში ,თა­ვი­ან­თი ბუდე მო­ა­წყვეს და აქაც გა­აგ­რძე­ლეს შრო­მა... ასე პა­ტი­ოს­ნად და და­უ­ზა­რე­ლად გა­ქონ­დათ ცხოვ­რე­ბის ჭა­პა­ნი.. დღეს კი ჩემი სა­წყა­ლი ბიჭი ასე უმო­წყა­ლოდ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, და­ტო­ვა სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტა­რა ბიჭი, ბიჭი რო­მე­ლიც მა­მის ას­ლია, ბიჭი რო­მე­ლიც უმა­მოდ უნდა გა­ი­ზარ­დოს, მარ­თა­ლია ემახ­სოვ­რე­ბა საყ­ვა­რე­ლი მა­მი­კო მაგ­რამ მა­ინც სხვე­ბი­დან მო­უ­წევს გა­ი­გოს რო­გო­რი თბი­ლი გული ქონ­და მის უბე­დო მა­მას, რო­გო­რი ერ­თგუ­ლი იყო, რო­გო­რი მშრო­მე­ლი იყო და სულ პა­ტა­რა ბიჭ­მა რაც შე­ეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ტო­ვა მის შვილს. რაც მთა­ვა­რია პა­ტი­ო­სა­ნი სული და სა­ხე­ლი და­ტო­ვა­აა... მაგ­რამ მა­ინც შემ­თხვე­ვი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­დაა... ასე და­უშ­ვა უფალ­მა ეტყო­ბა ღვთის და­კარ­გვის­გან გა­და­არ­ჩი­ნა... მად­ლო­ბა უფალს, ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი იყო მისი ამ ქვეყ­ნი­დან წა­სას­ვლე­ლად ალ­ბათ ახლა პირ­ნა­თე­ლი წარ­დგე­ბო­და ღმერ­თთან.. აბა ისე უფა­ლი დი­მი­კოს არ გა­წი­რავ­და­აა..." - წერს ხა­თუ­ნა ცერ­ცვა­ძე.

ომელ­ჩენ­კოს­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლია მისი ცო­ლის ძმა გუ­რამ ფო­ცხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ "კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. სიძე და ცო­ლის ძმა მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­ცხიშ­ვი­ლი ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომელ­ჩენ­კოს შე­სა­ხებ წერს ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი. მისი თქმით, მათ ერ­თად უწევ­დათ ოზურ­გე­თის ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბა და ომელ­ჩენ­კომ მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა:

"ოზურ­გე­თელ ბიჭს ვიც­ნობ­დი ერთს. დიმა ერ­ქვა. ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ რა­საც ქვია, თუმ­ცა პა­ტა­რა იყო ჩემ­ზე. სე­მი­ნა­რი­ი­დან ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის პრაქ­ტი­კებ­ზე რომ გვა­ნა­წი­ლებ­დნენ სტუ­დენ­ტებს, მე გუ­რი­ას ვირ­ჩევ­დი ხოლ­მე, მე­უ­ფე იო­სებ­თან მივ­დი­ო­დი ოზურ­გეთ­ში. იქ გა­ვი­ცა­ნი და ერ­თად ვსტი­ქა­როს­ნობ­დით მე და დიმა. მე­უ­ფე იო­სებ­თან მსა­ხუ­რობ­და სა­კა­თედ­რო­ში. დე­დით და მა­მით ობო­ლი იყო. 5 წლის იყო მგო­ნი როცა და­ობ­ლდა. მე­უ­ფემ იშ­ვი­ლა და გა­ზარ­და, მერე სახ­ლი უყი­და ოზურ­გეთ­ში და და­ო­ჯახ­და კი­დეც.

ცო­ლის ძმა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო რო­მე­ლიც დღეს მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს ოზურ­გე­თის ცენ­ტრში და ეს დი­მაც ზედ მი­ა­ყო­ლეს რად­გან იქ იყო... მოწ­მე მო­ი­შო­რეს რა. პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს მხო­ლოდ იმის გამო რომ ფაქტს შე­ეს­წრო. ცოლი და 3 წლის შვი­ლი დარ­ჩა. რა ვთქვა აღარ ვიცი..." - წერს სუ­ბე­ლი­ა­ნი.

შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია საქ­მე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

"ალბათ მეუფემ დაინახა, რომ ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა დაეფარა...." - რას წერენ ოზურგეთში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

ოზურგეთში გუშინ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, დიმა ომელჩენკოს შესახებ, რომელიც შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო, ეპარქიის თანამშრომელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ხათუნა ცერცვაძე წერს, რომ ომელჩენკოს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ის პატარა ასაკში დაობლდა, რის შემდეგაც მეუფე იოსებმა იშვილა და გაზარდა".

"მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი თავისთან ზრდიდა... მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა, დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა.... და გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ ეკლესიის წიაღში... ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა... მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო სიყვარული და შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.... დედობას იღუმენიები და დედები უწევდა ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკოოო... ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელიი...ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა... და ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ...

მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით... დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო... მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ მერე დაბრუნდნენ სამშობლოში ,თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა... ასე პატიოსნად და დაუზარელად გაქონდათ ცხოვრების ჭაპანი.. დღეს კი ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი, ბიჭი რომელიც მამის ასლია, ბიჭი რომელიც უმამოდ უნდა გაიზარდოს, მართალია ემახსოვრება საყვარელი მამიკო მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს როგორი თბილი გული ქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვააა... მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდაა... ასე დაუშვა უფალმა ეტყობა ღვთის დაკარგვისგან გადაარჩინა... მადლობა უფალს, ეს ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი იყო მისი ამ ქვეყნიდან წასასვლელად ალბათ ახლა პირნათელი წარდგებოდა ღმერთთან.. აბა ისე უფალი დიმიკოს არ გაწირავდააა..." - წერს ხათუნა ცერცვაძე.

ომელჩენკოსთან ერთად მოკლულია მისი ცოლის ძმა გურამ ფოცხიშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ "კრიმინალური სამყაროს" წარმომადგენელი იყო. სიძე და ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოცხიშვილი ციხიდან ახალი გამოსული იყო.

აღსანიშნავია, რომ ომელჩენკოს შესახებ წერს ყოფილი პარლამენტარი კობა სუბელიანი. მისი თქმით, მათ ერთად უწევდათ ოზურგეთის ეპარქიაში მსახურება და ომელჩენკომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა:

"ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.

ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო რომელიც დღეს მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს რადგან იქ იყო... მოწმე მოიშორეს რა. პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა. რა ვთქვა აღარ ვიცი..." - წერს სუბელიანი.

შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს